x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"თქვე შეჩვენებულებო, ოდესმე შვილები და შვილიშვილები რომ გკითხავენ, სამება ვინ ააშენაო, რას ეტყვით, ცუდმა ძიამო?" - გელა ზედელაშვილი

image

"ჰელენ (ალიასკა) ხოშტარია-გავრილოვისამ ქოშები უკუღმა ყარა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში რათ იხსენიებაო?!

გუშინ ბუკას ცოლმა ეკამ “ჭუტლექსვიზიის" ეთერში “განათლებული" საზოგადოება შეჰყარა, ხალხო, შეაფასეთ, რას ხედავთ ამ ამბავში, ეს ხომ წარმოუდგენელი უმსგავსობააო? შეაფასეს, დაგმეს, საქმე გვაქვს გვიანდელი პერიოდის ფეოდალიზმთანო.

ჰელენ, ნუ ღელავ, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში მამაშენი გოგიაც არის შესული, შენც შეხვალ, ოღონდ ძალზედ უხეიროდ! ეკა, თქვენ წყვილად შეხვალთ... ჯერ როგორც “ქართულ ოცნებაში" მოფუთფუთე მატლები, შემდეგ მისი მაგინებლები, ახლა კი “ჭუტავიზიის" “ვარსკვლავები" მმმმმუუუუაააააჰაჰაჰაჰაჰა! ვარსკვლავები!

კი, მაგრამ, თქვე შეჩვენებულებო, ოდესმე შვილები და შვილიშვილები რომ გკითხავენ, სამება ვინ ააშენაო, რას ეტყვით, ცუდმა ძიამო? ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიო? შეკვეთილში დენდროლოგიური პარკიო? თეატრები, სკოლები, მუზეუმები, კონსერვატორია და კულტურის სხვა კერები ვინ გაარემონტაო? 540 ეკლესია-მონასტერს რესტავრაცია ვინ ჩაუტარაო? საკონცერტო დარბაზიო? 2004 წლიდან ჯარსა და პოლიციას ვინ აცმევდა და აჭმევდაო? ათასობით ადამიანი (სპორტსმენები, კულტურის მუშაკები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები) ვინ გადაარჩინაო?

ჰო, თუ გკითხავენ, რას უპასუხებთ, ეს ყველაფერი ვინ გააკეთა, მამაჩემმა გოგიამაო? ან იქნებ - ჩემმა ქმარმა ბუკამ, ცხვირი რო აქ სიღნაღის “პავაროტივითაო"? 3 მილიარდი დოლარი ვინ დაახარჯა ამ ქვეყანას, ეგეც გოგიამაო? იქნებ ჭუტა წერეთელმაო? იქნებ აცეტებულმა მამუკა ხაზარაძემო?

მიდით, უპასუხეთ თქვენსავე შთამომავლობას... რომც არ გკითხონ, მაინც ხომ უნდა უთხრათ რამე სამების შესახებ? ბიძინა ივანიშვილს ამის მეტი რომ აღარაფერი გაეკეთებინა, უკვე შესული იყო ისტორიაში დიდი ქველმოქმედის სახელით! მაგ კაცს მარტო სამება ეყოფოდა საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად! მიდით, შედით მის აშენებულ ტაძარში, სანთლები დაანთეთ, ილოცეთ, უფალს შეახსენეთ, როგორი წმინდანები ხართ, გამოდით და აგინეთ, საღამოს “ჭუჭუვიზიაში" წამოიპლაკეთ და ამტკიცეთ, რომ ამ ადამიანს არაფერი გაუკეთებია, საერთოდ არაფერი!

ჩურჩუტნო! ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი საქმით უკვე დაწერა დიდი ისტორია და თქვენ ვალდებულნი ხართ, წაიკითხოთ! თუ არ წაიკითხავთ და მის იგნორირებას შეეცდებით, ცხოვრება მწარედ დაგცინებთ, სამუდამოდ გაგაბითურებთ, ბოღმა გაგხეთქავთ! ეგ არი, ფაქტია!" - წერს სოცილაურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.



შეგახსენებთ, რომ 2021 წელს გამოცემულ მე-9 კლაისი ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული.

“[2012 წელს] მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა (გვერდი 410)”, - აღნიშნულია სახელმძღვანელოში.

ამ ფაქტს გამოეხმაურა პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს აპირებს.

0
352
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0