x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მეც არ მჯერა, რომ ეს მოხდა, მაგრამ მოხდა!" - რა პოსტს ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს მიერ "ალტ-ინფოს" პარტიის ოფიციალურად დარეგისტრირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დღევანდელ ფაქტსა და 5 ივლისს, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას შორის ხელისუფლების კავშირს სულ უფრო ცხადად ხედავს.


"უკვე მართლა ვეღარ ვხვდები, სად გაქრა და სად წავიდა ამ ქვეყანაში პატრიოტიზმი, დამოუკიდებლობისთვის თავდადებული ბრძოლის ჟინი, საბჭოთა გულაგებიდან ქვეყნის დახსნა ასე რომ აღფვაფრთოვანებდა! გილოცავთ! მოძალადე პრორუსების პარტია საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა. ჩვენ კი ვსხედვართ და ვითომ არაფერი….. როცა ვამბობდი, რომ 5 ივლისი ხელისუფლების მოწყობილი იყო, ამ მოძალადე მუტრუკთა ხელთ, აი, ამიტომ ვამბობდი! ღარიბაშვილის პარტია ბ- “ოცნებიდან” კიდევ ერთხელ რომ გაუშვებენ, (ძალიან მალე!), პლაცდარმი გამზადებულია. მეც არ მჯერა, რომ ეს მოხდა, მაგრამ მოხდა! საჯარო რეესტრმა “ალტ-ინფოს“ პარტია დაარეგისტრირა. ხანდახან ვფირობ, რა მრჯის…რა მინდა..დავეტიო რა ჩემთვის… ახალგაზრდა თაობა ეგუება ამას? ეხლა უფრო მეტირება ლექსოზე და 5 ივლისზე" – წერს ინგა გრიგოლია.


შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული და ჰომოფობიური დაჯგუფების, "ალტ ინფოს" პარტია ოფიციალურად დღეს, 7 დეკემბერს დაარეგისტრირა. "კონსერვატიული მოძრაობა" ასე ჰქვი პარტიას, რომლის თავმჯდომარეც ზურაბ მახარაძე გახლავთ, გენერალური მდივანი კი – გიორგი ქარდავა.


ტვ "ალტ-ინფო", რომელიც თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, მედიამონიტორების შეფასებით, ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა. 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ დაუკავებია.



0
763
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
763