x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ომიკრონი ცოცხალი ვაქცინაა" - დაასრულებს თუ არა ახალი შტამი პანდემიას?
image

ომიკრონი-კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცრების ორი შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთში, ორივე სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდა სამშობლოში.

"ომიკრონი შეიძლება გახდეს ცოცხალი ვაქცინა, რადგან მას აქვს შემცირებული პათოგენურობა", - ამის შესახებ განაცხადა ვირუსოლოგმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, ენგელჰარდტის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის უჯრედების პროლიფერაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პეტრე ჩუმაკოვმა (ფოტოზე).

„არსებობს ოპტიმისტური მოსაზრება, რომ ამჟამად კოვიდმა დაჩქარებულად გაიარა ევოლუციის მეორე ფაზა. ის გახდა ნაკლებად პათოგენური, მაგრამ ამავდროულად უფრო ინფექციური(ანუ გადამდები) რაც ასევე კარგია“, - ამბობს ვირუსოლოგი.

ჩუმაკოვმა განმარტა, რომ ადამიანები, რომლებიც დაინფიცირდებიან ახალი შტამით, გახდებიან მდგრადები დაავადების გამომწვევი სხვა ვარიანტების მიმართ. გარდა ამისა, სპეციალისტმა ვარაუდობს, რომ ახალი ვერსიის გამოჩენის შემდეგ აღარ იქნება ლოკდაუნები.

როსპოტრებნადზორმა ორშაბათს, 6 დეკემბერს დაადასტურა ომიკრონის შტამის პირველი შემთხვევები რუსეთში. ის აღმოაჩნდა რუსეთის ორ მოქლაქეს, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან ჩამოფრინდნენ. გარდა ამისა, ჯერ კიდევ დგინდება კიდევ 10 ტურისტის შტამი, რომელთა PCR ტესტები დადებითი იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, ​​რომ ომიკრონმა შეძლოს სხვა შტამების ჩანაცვლება და უახლოეს მომავალში ევროპაში პაციენტების ნახევარი ამ კონკრეტული ვარიანტით დაინფიცირდეს.

ვირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს სულ მცირე 38 ქვეყანაში დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ახალი შტამი, წინა "დელტასთან" შედარებით ნაკლებად აგრესიულია, რაც კარგია, თუმცა უფრო გადამდები, ეს ცუდია, რადგან შეიძლება საავადმყოფოების გადატვირთვა გამოიწვიოს, ასევე დასადგენია, რამდენად ეფექტურია მოქმედი ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ.საბოლოო დასკვნები დაახლოებით ორ კვირაში იქნება ცნობილი.ორ-სამ კვირაში ელოდებიან საქართველოშიც ახალი შტამის გამოჩენას.

შეგახსენებთ, SARS-CoV-2 ახალი შტამი, რომელსაც "ომიკრონი" უწოდეს პირველად დაფიქსირდა ბოსტვანაში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ამა წლის ნოემბერში.

ომიკრონი იგივე B.1.1.529 ხასიათდება მუტაციების დიდი რაოდენობით სპაიკის (გვირგვინის ეკალის) პროტეინში, ისინი 30-ზე მეტია ​​A67V, Δ69-70, T95I, G142D / Δ143-145, Δ211 / L212I, ins214EPE, G339D, S371L, S373P, S375F, K417N, N440K, G446S, S477N, T478K, E484A, Q493K, G496S, Q498R, N501Y, Y505H, T547K, Q446S, S477N, T478K, E484A, Q493K, G496S, Q498R, N501Y, Y505H, T547K, D6514KY, და აგრეთვე წინა ORF1b:T2163 -ის მუტაცია, ცნობილი როგორც დელტას-სუბვარიანტი AY, ფართოდ გავრცელებული ევროპაში.


image

ასევე იხილეთ


უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის გენომიკისა და ბიოინფორმატიკის ცენტრის მეცნიერები მუშაობენ პომიდორზე დაფუძნებული კორონავირუსის საწინააღმდეგო "საკვები" ვაქცინის შექმნაზე.ამის შესახებ ტელეკომპანია Sevimli-ი იტყობინება. პროგრამასთან ინტერვიუში ერთ -ერთმა ექსპერტმა განმარტა, თუ როგორ მუშაობს ვაქცინა. როდესაც ჩვენ შევჭ...



იმისდა მიუხედავად, რომ სავალდებულო აცრა უკვე ორი საუკუნეა არსებობს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დამაჯერებელი სამეცნიერო კვლევა, რომელიც ამართლებს მსგავს ღონისძიებას .ძალზე მცირე რაოდენებით არსებობს. თუმცა ზოგადად, წარსული ეპიდემიების გამოცდილება გვასწავლის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია შეიძლება იყოს ეფექტური საშუალება კ...



კორონავირუსთან საბრძოლველად, მხოლოდ ვაქცინაცია არ არის საკმარისი, ასევე აუცილებელია პირბადეს ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, აღიარეს მეცნიერებმა. ამის შესახებ წერს პრესტიჟული ჟურნალი Nature Scientific Reports- ი გამოქვეყნებულ კვლევებზე დაყრდნობით. "დირექტიულმა ორგანოებმ...



ევროპელმა მეცნიერებმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტისა და გერმანიის მაქს პლანკის კოლოიდებისა და ინტერფეისების ინსტიტუტის ექიმების ხელმძღვანელობით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად, დაადგინეს, რომ ავშნის(იგივე აბზინდა) ექსტრაქტი ეფექტურია COVID-19- ის წინააღმდეგ . კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ Scientific Re...

0
535
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
535
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0