x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ტაილანდელი ქალები "პენისის პარკში" ფალოსზე ლოცულობენ, რათა კარგი პარტნიორი იპოვონ (ვიდეო) +16
image

ტაილანდელი ქალები მუდმივად სტუმრობენ უცნაურ "პენისის პარკს, "სადაც ისინი ეხვევიან და ეხუტებიან ფალოსებს და ლოცულობენ, რომ იპოვონ კარგი პარტნიორები.

ტურისტები სტუმრობენ უჩვეულო ატრაქციონს გამწვანებულ პარკში, რომელშიც 4-დან 12 ფუტის სიმაღლის ხის ფალოსებია წამოჭიმული . მათ მიაჩნიათ, რომ რა ზომის სტატუეტსაც ჩაეხუტება გოგონა, ცხოვრებაში შეხვდება ასეთივე მასშტაბის ადამიანს.

პარკის შესასვლელშიც აბრასაც ხომ ასე აწერია : „რა ზომის პენისაც ჩაეხუტები, იმ ზომის პარტნიორს იპოვი“.

image

2 დეკემბრის კადრებში ნაჩვენებია ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებიც პოზირებენ გიგანტურ პენისებთან იმ იმედით, რომ ჩახუტება და მასზე გახახუნება გაზრდის "შნოიანი" საყვარლის ან ქმარის პოვნის შანსებს.

უჩვეულო ატრაქციონი ახლა ასობით ქალს იზიდავს ყოველდღიურად Traitep Dream ტყეში, ხონკენის პროვინციაში, ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

პარკის სტუმარი ფა კვანუნი ამბობს: „მე ვფიქრობ, რომ ქანდაკებები ცოტა სულელურია და დარწმუნებული არც ვარ, მოქმედებენ თუ არა, ამიტომ მე აქ უბრალოდ გასართობად მოვედი, რომ მენახა აქაურობა და გადამეღო სურათები.


image
"მაინც ჩავეხუტე მათ და სურვილი ჩავიფიქრე, ყოველ შემთხვევაში, ასე რომ, იმედი მაქვს, ვიპოვი ლამაზ და ასევე მდიდარ მამაკაცს."

უცნაური პარკის ერთი შეხედვით სულელური იდეის მიუხედავად, პენისის ქანდაკებები რეალურად ტაილანდის მდიდარი ხალხური ტრადიციებზეა დაფუძნებული.

სალოცავები, როგორიცაა ჩაო მაე ტუბტიმის ტაძარი ბანგკოკში ან პრინცესა ფრა ნანგის გამოქვაბული კრაბის პროვინციაში, ეძღვნება მამაკაცის ასოს, რომელიც ნაყოფიერებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

ბანგკოკის დედაქალაქის ბაზრებში იყიდება მამაკაცის სასქესო ორგანოების ხის ფიგურები, რომლებსაც ადგილობრივები ხშირად ყიდულობენ და ინახავენ საკუთარ სახლებში, მაღაზიებში ან მანქანებში, რადგან, მათი აზრით, ამ სიმბოლოს მათთვის წარმატება და ძალაუფლება მოაქვს.


image


პარკის მფლობელი ტრიტეპ საჰახანი ამბობს, რომ Dream Forest Traitep დაფუძნებულია ლახონის ისტორიაზე, გარყვნილების ღმერთი, რომელიც დასაჭურისებული იყო ადამიანების სექსუალური შევიწროების გამო. ცოდვებისთვის მისი დანაწევრებული პენისი საჯაროდ გამოიტანეს, რის გამოც საყოველთაო დაცინვის ობიექტი გახდა.

"ამიტომ მოათავსეს მისი პენისი აქ საჯაროდ დამცირების მიზნით"-დასძინა ტრიტეპმა .

პარკის მფლობელი ამბობს, რომ ფალოსის თაყვანისცემა ადგილობრივი ბუდისტური კულტურის ნაწილი იყო ასობით წლის განმავლობაში და მას "სურდა შეენარჩუნებინა ტრადიცია ".

„ქალებისთვის პარკი საკმაოდ სახალისო გამოდგა, მაგრამ არსებობს ძლიერი სულიერი კავშირი ფალოსებთან, რომელისაც ბევრს სჯერა“-აღნიშნა მან.







0
578
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0