x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კირკოროვი ქალიშვილის 10 წლის იუბილესთვის 3 მლნ რუბლს რიცხავს მძიმედ დაავადებული ბავშვებისთვის, ქართველი კი...

54 წლის ფილიპ კირკოროვმა ქალიშვილის დაბადების დღე მასშტაბურად აღნიშნა. ამავდროულად, მომღერალმა კონსტანტინე ხაბენსკის ფონდისთვის 3, 4 მილიონი რუბლი შეაგროვა.

image

კირკოროვი შვილებს აღმერთებს და ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რომ ისინი გაახაროს. ალა ვიქტორია ათი წლის გახდა და მზრუნველმა მამამ მოაწყო ზეიმი, რომელმაც ყველაზე გამოცდილი ვარსკვლავური სტუმრების გაოცებაც კი გამოიწვია.


image

რუსული ესტრადის მეფე დიდი ხანია სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარება. ამჯერად კი მუსიკოსმა ისარგებლა შემთხვევით და დაეხმარა ონკოლოგიით დაავადებულ ბავშვებს. მან შვილის იუბილეზე ყველა სტუმარს მიმართა:

„ვიცი, რომ გიყვართ შვილები, შვილიშვილები. ჩვენს შვილებს არაფერი აკლიათ, მაგრამ არსებობენ ბავშვები, რომელთაც ძალიან უჭირთ, არსებობენ ბავშვები, რომლებიც სიკვდილს ებრძვიან. ვიცი, რომ თქვენც ზრუნავთ ბავშვების სიცოცხლეზე. მოდით, დღეს ერთად დავეხმაროთ ბავშვებს, შევაგროვოთ ფული მათ გადასარჩენად“,

მან საქველმოქმედო აუქციონი გამართა, სადაც მისი პირადი ნივთები და კოსტუმები იყო გამოფენილი. მომღერალმა 3, 4 მილიონი რუბლის შეგროვება მოახერხა. ისინი გადაირიცხება კონსტანტინე ხაბენსკის ფონდში.

ქართველ მილიონერებს კი ნაკლებად ადარდებთ სხვათა შვილები. მაძღრებს, სხვებიც მაძღარნი ჰგონიათ.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0