x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ბერიკი-ურჩხულის სახიანი ადამიანი, რომლის გარეგნობის მიზეზი რადიაციის მაღალი ფონი გახდა

image
საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო გამალებული შეიარაღება, მოსალოდნელ კონფლიქტში გამარჯვების მისაღწევად ორი სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება, ერთის მხრივ "ვარშავის პაქტის" ქვეყნები სსრკ-ს ხელმძღვანელობით და მეორე მხარეს "ატლანტიკური სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება" "ნატოს" წევრი ქვეყნები სულ უფრო და უფრო მეტ სამხედრო პროდუქციას აწარმოებდნენ.

განსაკუთრებული როლი მოსალოდნელ დაპირისპირებაში ეკისრებოდა ბირთვულ არსენალს, შესაბამისად ორივე მხარე მუდმივად ცდიდა ახალ და ახალ ბირთვულ ქობინებს.

აშშ-ი ცდებს ატარებდა ნევადას უდაბნოში, ხოლო სსრკ კი ყაზახეთში არსებულ სემიპალატინსკის სამხედრო პოლიგონზე (ამ პოლიგონზე ნამსახურევი ქართველების დიდი ნაწილი ლეიკემიით დაიღუპა მოგვიანებით და არა მარტო ქართველები).

სულ სემიპალატინსკის სამხედრო პოლიგონზე სსრკ-ს და რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ იქნა 470 აფეთქება. აქედან 354-მიწისქვეშ, 90-ჰაერში და 26 უშუალოდ პოლიგონის მიწის ზედაპირზე.

აფეთქებების სიმძლავრის საერთო ჯამმა 17 000 კილოტონა შეადგინა. სწორედ სემიპალატინსკის პოლიგონზე იქნა გამოცდილი პირველი საბჭოთა ბირთვული ბომბი.

მუდმივად მაღალმა რადიაციულმა ფონმა პოლიგონზე მომსახურე სამხედროებთან ერთად დააზარალა პოლიგონიდან საკმაოდ მოშორებულად მცხოვრები მოქალაქეებიც.

პოლიგონზე ნამსახური სამხედროების დიდი ნაწილი სისხლის სხვადასხვა ფორმის დაავადებით დაიღუპა მუდმივად მაღალი დასხივების ზონაში ყოფნის გამო.

ეს ურჩხულის სახიანი მამაკაცი 27 წლის ბერიკია, ყაზახი ეროვნების ადამიანი რომლის გარეგნობის მიზეზი ექიმების და სპეციალისტების დასკვნით რადიაციული დასხივებაა.

ბერიკი საშინელი სახით დაიბადა, თუმცა მშობლებს მასზე უარი არ უთქვამთ და გაზარდეს.

ამჟამად საქველმოქმედო ორგანიზაციებმა გამოყვეს თანხა მის სამკურნალოდ და მალე ბერიკი დედასთან ერთად ჯერ იტალიაში, შემდეგ კი შვეიცარიაში გაემგზავრება სამკურნალოდ.

იმედია ახალგაზრდა კაცის გარეგნობას იმდენად მაინც შეცვლიან იტალიელები და შვეიცარიელები, ახალგაზრდა მამაკაცმა დამოუკიდებლად ცხოვრება შესძლოს.
image



0
235
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
235