x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა მიზეზით მოკლეს 15 წლის დავით კრავეიშვილი?

image

მიმდინარე წლის 4 დეკემბერს საშინელი ტრაგედია დატრიალდა სანზონაში, მოკლულია 15 წლის დავით კრავეიშვილი. შსს-მ უკვე დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი არასრულწლოვანი.

მეზობლების თქმით, კრავეიშვილს, ყოველ საღამოს, ძაღლი გაჰყავდა გასასეირნებლად. ვიდრე ის სახლიდან გავიდოდა, სადარბაზოსთან, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, 2 უცხო პირი იდგა - თვითმხილველებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ისინი ვიღაცას ელოდნენ. როდესაც სადარბაზოს გარეთ კრავეიშვილი გამოჩნდა, მას ორივე მათგანი მიუახლოვდა და ერთად დაიძვრნენ ლიახვის ქუჩის მიმართულებით.

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება ავტოფარეხებთან დაიწყო, შემდეგ კი კრავეიშვილმა გაქცევა სცადა, მას სხვა მოზარდები გაედევნენ და დანით მიაყენეს დაზიანებები.

მეზობლების თქმით, ამის შემდეგ დაინახეს რამდენიმე ბიჭი, რომლებიც უკან გარბოდნენ.

"ერთი ტელეფონზე რეკავდა და ვიღაცას იხმობდა საშველად, მოდი, მგონი ვიღაც მოკვდაო. ბავშვები იყვნენ, პატარა ბავშვები, კაცს მათზე ვერ იტყოდი.

ამ ბავშვს [კრავეიშვილს] არავინ ახლდა, იმიტომ რომ არავინ ითხოვდა შველას. გამორბოდნენ ბიჭები, წაიქცა ერთი და მის გარშემო შემდეგ მხოლოდ მობინადრეები ტრიალებდნენ, " -ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი "კურიერთან".

როგორც ირკვევა, გარდაცვლილ მოზარდს მამა გარდაცვლილი ჰყავდა, იგი გორიდან თბილისში საცხოვრებლად დედასთან ერთად ჩამოვიდა. მათ სანზონაში ბინა ჰქონდათ ნაქირავები. დედას იქვე უბანში მაღაზია ჰქონდა გახსნილი.

წინასწარი მონაცემებით, საუბრობენ მკვლელობის ორ ვერსიაზე. ერთ-ერთი ვერსიით, არასრულწლოვანი გოგონას გამო მოკლეს, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც დავით კრავეიშვილის მკვლელებს მაღაზიაში მოზარდის დედის ვალი ჰქონდათ. გარდა ამისა, ისინი გამორიცხავენ, რომ კრავეიშვილს დაპირისპირება მისივე თანაუბნელებთან, სანზონელებთან მოსვლოდა. მათი ინფორმაციით, კონფლიქტში ნახალოვკელები მონაწილეობდნენ.

სანზონაში მოკლული მოზარდის ცხედარი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს. დავით კრავეიშვილის ოჯახის წევრებს ჯერჯერობით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

4
515
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
515
  
2021, 14 დეკემბერი, 23:45
ჩემს დროსაც იყო კამათი მასწავლებლებთან და ბევრი კომფლიქტური სიტუაცია,მაგრამ კლასელს ან სკოლელ ბავშვს ამის გამო არავინ დაუჩაგრავთ,რადგან ყველა ხვდებოდა რო სკოლა და მასწავლებელი სისტემის მსახურები იყვნენ და არავის სურდა სისტემის დამცველი ყოფილიყო და მეგობარი/კლასელი მიეტოვებინა სისტემასთან პირისპირ. რა ხდება ეხლა,სკოლიდანვე ასწავლიან ბავშვებს სისტემის სასარგებლოდ მოქმედებას და იმედი გვაქვს რო ეს თაობა რამე ცვლილებას მოახდენს ამ ქვეყანაში?! ბავშვს მასწავლებელთან შეკამათების უფლება არ აქვს და თუ ეკამათება ეს დანაშაულია,ხოლო სიმართლის საპოვნელად მანდატურთან მისვლა ბოზური მენტალიტეტი თურმე ან კაპიტალისტური გამოხტომა. კაპიტალისტურ სამყაროში და განვითარებულ მსოფლიოში ადამიანები დასაცავად მიმართავენ პოლიციას ან სასამართლოს ანუ დამოუკიდებელ ორგანოს და ეს დავა ასე წყდება. საქართველოში არ გვაქვს პოლიცია როგორც ინსტიტუტი და არც სასამართლო... ეხლა ეს გადავიტანოთ სკოლის სიტუაციაში,მასწავლებლის და მოსწავლის დავის გამხილველი უნდა იყოს დირექტორი ან მანდატურის სამსახური,რაც პაზორად ითვლება და მოსწავლის მიჯირყვნა ხდება,ხოლო ფაქტის მიჩქმალვა. მართლა მაინტერესებს,დღევანდელი სკოლის მოსწავლეების მშობლებს რისი იმედი აქვთ ან რას ფიქრობენ რო სწავლობენ ბავშვები სკოლაში?

პ.ს. ხო სულ დამავიწყდა,როცა ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანობის განცდა და ადამიანი სწორი ქმედებით ვერ პოულობს სამართალს,მაშინ მკვლელობაც გამართლებულია და ბევრი რა სხვაც. უკანონო და არასამართლიან ქვეყანაში კანონის დაცვაზე არ უნდა ქონდეთ პრეტენზია. კონკრეტულად ამ შემთხვევაში კი, ყველა ადამიანი უდანაშაულოა,სანამ საპირიპირო არ დამტკიცდება და მედალს ორი მხარე აქვს. ტელევიზიები და ადვოკატპროკურორები ბევრს იტყვიან,მარა სასამართლომ უნდა დაადგინოს რა მოხდა. უი,სასამართლო კლანურია და შეილება ფული აიღონ?! მაშინ შეცვალეთ ეს დედა ნაქაჩი.
2021, 14 დეკემბერი, 23:29
ჩემი აზრით,პრობლემა კომპლექსურია და ყველა სფერო/სტრუქტურა უწყობს ხელს ამას. ბევრს წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ამ მხრივ სკოლებში და რა უბედური მდგომარეობა. მიდის ბულინგი,ცემა,გინება და სრული ქაოსი,რაც მასწავლებელების წახალისებულია უმეტეს შემთხვევაში და მშობლების მოწონებული.

ერთერთ სკოლაში მოხდა ასეთი რამე,ბავშვი შეეპასუხა მასწავლებელს რაღაც ტესტის სიძლიერეზე თუ რაღაც მსგავსი,მასწავლებელი გაუშავდა ამ ბავშვს და ბავშვი სამართლის საძიებლად მანდატურთან მივიდა. ხოდა აქ დაიწყო ზუსტად სრული კატასტროფა,ჩამშვების იარლიყი მიაწერეს ბავშვს და დაუწყეს ბულინგი,რაც სკოლამ იცოდა,მთელმა სამასწავლებლობ და მშობლებმა. ამ ბავშვს მშობელს შესთავაზეს სხვა სკოლაში ბავშვის გადაყვანა და სთხოვეს არ გაეხმაურებინა ეს ამბავი. მებადება კითხვა,ეს დაჩაგრული და დაბულინგებული ბავშვს რო გადაკეტვოდა ან გადაეკეტოს და მჩაგვრელი მოკლას,მაშინ ვინ უნდა დასაჯოთ სიკვდილით? სკოლა,მასწავლებელი თუ მშობლები?
2021, 14 დეკემბერი, 23:20
სიკვდილით დასჯა გამოსავალი არ არის და ამას იმ ქვეყნების თუ შტატების სტატისტიკა მოწმობს,სადაც ეს კანონი ისევ არის. პრობლემა მენტალიტეტშია და რა თქმა უნდა აღზრდაში. თუ პირველი(მენატლიტეტი) აქვთ ადამიანებს ბნელი,მაშინ მეორეც პრობლემა და ვერ გააზრდიან შვილს სწორად. პრინციპში,რა ჩვენი საქმეა ვინ როგორ ზრდის ბავშვს ან როგორ შეგვიძლია ამის შეცვლა,ფაქტი კი არის,რომ ვერ ზრდიან.
2021, 5 დეკემბერი, 18:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4