x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134473
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
სკოლამ ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც მუსლიმი მოწაფეები ლოცვის დროს გარეთ გაყარა (ვიდეო)
image

სკოლამ ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც მაჰმადიანი სტუდენტების კადრებმა, რომლებიც ცივ ამინდში გარეთ ლოცულობდნენ, თემში ვნებათაღელვა გამოიწვია.


ოლდჰემის ჩრდილოეთ აკადემიის მამრობითი სქესის სტუდენტების ვიდეომ, რომლებიც ატარებენ ჯუმა-ნამაზის (პარასკევის) ლოცვებს გარეთ, ეზოში გამოიწვია მწვავე რეაქცია სოციალურ მედიაში მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ მასწავლებელმა ქალმა " ისინი კლასიდან გაყარა".


კლიპში ნათლად ჩანს დაახლოებით რვა ბიჭი, რომლებიც მუხლს უდრეკენ ტროტუარზე, ხოლო სკოლის პერსონალის წევრი, რომელსაც მაღალი ხილვადობის ქურთუკი აცვია, მათ უყურებს.


image

ლოცვის დასრულების შემდეგ ბიჭები, რომლებსაც ჯერ კიდევ ეცვათ პიჯაკები და სასკოლო ფეხსაცმელი, სწრაფად დგებიან და სკოლის ჩანთების აღებას იწყებენ.


image

კადრებს დიდი აღშფოთებით შეხვდა საზოგადოება და გაბრაზებულმა მაყურებლებმა სცენები შეაფასეს, როგორც "შემაშფოთებელი" და "ამაზრზენი".


ყოველი ამის შემდეგ, Oldham Academy North-ის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ მოსწავლეები ვერ მოახეხებდნენ ლოცვას შენობაში, რადგან ძლიერი წყალდიდობის გამო, სერიოზულად დააზიანა და დაიხურა 15 საკლასო ოთახი.

image

კლიპის ვირუსულად გავრცელების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში სკოლამ „გულწრფელად ბოდიში მოიხადა“ და დაადასტურა, რომ გამოძიება დაიწყო.



ერთმა ყოფილმა მოსწვალენ გამოცემა The Oldham Times-ს განუცხადა, რომ ბიჭები ლოცულობდნენ გასულ პარასკევს სადილობის შესვენების დროს კლასში, როდესაც თანამშრომელმა უთხრა მათ წასულიყვნენ. ამ დროს მოსწავლეებს სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ სიცივეში ლოცვა აღესრულებინათ, რადგან სკოლას არ ჰქონდა შესაბამისი სამლოცველო ოთახი.


როგორც ჩანს, Asian Image-ის მიერ გამოქვეყნებული სხვა მოხსენება ადასტურებს ამ ჩანაწერს, სადაც სტუდენტი, რომელიც ამ ინციდენტში მონაწილეობდა, ჰყვება, რომ „გაბრაზებულმა“ მასწავლებელმა უთხრა ჯგუფს, რომ მათ არ მისცემდა ლოცვის უფლებას იმ ოთახში, რომელშიც იმყოფებოდნენ.


image

მოსწავლემ განმარტა: ”ჩვენ ჯუმას ვლოცულობდით, როდესაც მასწავლებელი შემოვიდა და გვითხრა, რომ ამ ოთახში ლოცვის უფლება არ გვქონდა და კარი გაბრაზებულმა გაიჯახუნა."

ამის შემდეგ თემის მუსლიმმა ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ სკოლასთან, რათა თავიდან აიცილონ მსგავსი ინციდენტები მომავალში.

„სკოლების ხელმძღვანელებთან საუბრის შემდეგ მიხარია, რომ მათ ბოდიში მოუხადეს დაზარალებულებს და მშობლებსაც მისწერენ ახსნა-განმარტების წერილს."-აღნიშნა მსულიმთა საბჭოს ლიდერმა ოლჰემში არუჯ შაჰმა.




image

ასევე იხილეთ



შეერთებულ შტატებში, რასობრივ მოტივზე ახალი სკანდალი აგორდა. ამჯერად, შავკანიანთა უფლებები "დაარღვია" უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელმაც უარი თქვა შავკანიანი სტუდენტებს საგამოცდო ტესტის უფრო გაადვილებული ვარიანტი ჩაებარებინათ . ამის გამო პედაგოგი სამსახურიდან დაითხოვეს. ...


საფრანგეთის განათლების სამინისტრო მზად არის გასცეს დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის დამოკიდებულებას ტრანსგენდერი მოზარდების მიმართ, ანუ მათ, ვინც გადაწყვეტს სქესის შეცვლას. გაზეთ Le Figaro- ს ჟურნალისტები გაეცნენ ახალ წესებს. დოკუმენტი გამიზნულია მასწავლებლებისათვის.თუ როგო...


ახალი სასწავლო წლიდან, ჩიკაგოს დაწყებითი სკოლის მოწაფეებს (10 წლიდან და ზემოთ)უფასოდ დაურიგდებათ პრეზერვატივები, იუწყება FoxNews. ინოვაცია ადგილობრივი მომხმარებელთა უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის (CPS) ინიციატივაა, როგორც ნაწილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აივ ინფექციის, ასევე არასასურველი ორსულობის შემცირების მცდელ...


10 წლის ფიამეტა მეცადინეობს ღია ცის ქვეშ - ალპებური საძოვრის შუაგულში. 10 წლის ფიამეტა მელისი იტალიის ჩრდილოეთ პროვინცია ტრენტინოდან თავის მასწავლებლებთან და კლასელებთაბ ურთიერთობს მაღალ მთებიდან, სადაც მამამისს თხები ჰყავს მოშენებული. ყოველ დილით გოგონა მიდის ვალ დი სოლეს საძოვრებზე, სადაც ის სახელდახელოდ გ...

0
63
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0