x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არის "ომიკრონი" უფრო საშიში ვიდრე "დელტა" შტამი? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება კოვიდის ყველაზე სახეცვლილი მუტაციების შესახებ

image
მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრობენ. მას ჯანმომ "ომიკრონი"- შემაშფოთებელი შტამი უწოდა და ევროპაში მისი სწრაფად გავრცელებაც უკვე დაანონსდა.

- რას ნიშნავს "შემაშფოთებელი შტამი", რით განსხვავდება ის "დელტა" შტამისგან რამდენად სწრაფია გავრცელების თვალსაზრისით? - ამ კითხვებს "რუსთავი 2-თან" იმუნოლოგ-ალერგოლოგის ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს:

"ჯერჯერობით ყველა ინფორმაცია, რომელიც ახალ შტამზე არსებობს, მაინც თეორიულ დონეზეა და პრაქტიკული ნიუანსები მსოფლიოს მედიცინას ამ ეტაპზე არ აქვს. ეს არის შტამი, რომელიც ყველაზე სახეცვლილია. მუტაციებს, ჯანმო ორ ნაწილად ყოფს - ეს არის, ინტერესისა და შეშფოთების მუტაციები. ბოლო მათგანს მიეკუთვნება "ალფა", "ბეტა", "გამა" და "დელტა", მათ კი, ახლა ახალი შტამი "ომიკრონი" დაემატა. თუმცა, ის მაინც განსხვავდება შეშფოთების სხვა ყველა მუტაციისგან იმით, რომ ამ ვარიანტში არის 50-ზე მეტი მუტაცია.

შესაბამისად, მას გავრცელების უფრო მეტი სიჩქარე შესაძლოა ჰქონდეს, ვიდრე მაგალითად "დელტა" ვარიანტს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მიერ და მან თქვა, რომ იმ რეგიონში, სადაც "ომიკრონის" ყველაზე მეტი რაოდენობაა კონცენტრირებული დაავადებული ადამიანების, საავადმყოფოები იმ ნაწილში, მაინც სავსე არის აუცრელი ადამიანებით. ამიტომ, არ ადასტურებს სამხრეთ აფრიკა, რომ ამ შტამის გავრცელების მიუხედავად, ბევრი მათგანი რეინფიცირებული ან ვაქცინირებული მოხვედრილიყოს კლინიკებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ასე, რომ ამ შტამის სახეცვალებადობის გამო, რისკები ნამდვილად არსებობს".

- რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ახალ შტამთან უკვე არსებული ვაქცინები?

- რადგანაც ეს ახალი შტამია, არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი არავის შეუსწავლია. ამას ჰქვია მანეიტრალებელი ძალა, რამდენად დარჩა ვაქცინას ახალი შტამის მიმართ, ეს კი ერთ კვირაში გვეცოდინება ძირითადი ვაქცინის მწარმოებლებისგან, "- განუცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "რუსთავი 2-ს".

1
146
შეფასება არ არის
ავტორი:თამარა კაროიან
თამარა კაროიან
146
  
2021, 5 დეკემბერი, 11:34
ადრე კულუმბეგოვი ობიექტური მაინც იყო სხვებისგან განსხვავებით, ახლა ესეც ჯანმოს დაკრულზე ცეკვავს.
"ომიკრონის" აღმომჩენი სამხეთამერიკელი ექიმი სხვას ამბობს და ეს სხვას.
0 1 1