x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ხელის ჩამორთმევა - მთავარი მამაკაცური რიტუალის ისტორია და მნიშვნელობა

image
ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე სამყარო ხელის ჩამორთმევის გარეშე - ის გამოიყენება როგორც მისალმებისთვის, ასევე გამოსამშვიდობებლად და მილოცვის დროს.
image

ხელის ჩამორთმევის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, მაგრამ ახლა ცოტამ თუ იცის ამ რიტუალის თადაპირველი მნიშვნელობა. ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე სამყარო ხელის ჩამორთმევის გარეშე - გამოიყენება როგორც მისალმებისთვის, ასევე გამოსამშვიდობებლად, ასევე მილოცვისთვის; ხელშეკრულებების დადებისას; შერიგების დროს და წახალისების სახით. აღმოსავლეთ ევროპაში ხელის ჩამორთმევა უფრო ხშირია მამაკაცებში, ხოლო დასავლეთში ის ასევე შესაფერისია მამაკაცსა და ქალს შორის (მაგრამ უფრო ხშირად საქმიან გარემოში). გამონაკლისი მხოლოდ მუსლიმური ქვეყნებია, სადაც ქალსა და მამაკაცს შორის ხელის ჩამორთმევა მკაცრად აკრძალულია.

image

ხელის ჩამორთმევის ისტორია მჭიდრო კავშირშია რაინდობის ეპოქასთან და თავად რიტუალი წარმოიშვა ურთიერთნდობის გამოხატვით: თუ მეომრები ერთმანეთს ხელს ართმევდნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ იარაღი არ ჰქონდათ და ორივე მხარე მეგობრულად იყო განწყობილი. მაგალითად, ძველი ბერძნების ხელოვნებაში ადამიანების ფიგურები, რომლებიც ხელს ართმევენ ერთმანეთს, მე - V საუკუნით თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ხოლო რაც შეეხება ლიტერატურას, ყველაზე ძველი ჩანაწერი ხელის ჩამორთმევის შესახებ გვხვდება ოვიდიუსის პოემაში „მეტამორფოზები“, რომელიც თარიღდება I საუკუნით. ახ.წ.

ძველი სლავები განსაკუთრებულ, წმინდა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ხელების კონტაქტს და, კერძოდ, ხელის ჩამორთმევას. ორი ადამიანის ხელის შეერთება ნიშნავდა მათი ენერგიებისა და ძალების ურთიერთგაცვლას. ამიტომ, ხელის ჩამორთმევა ნდობის განსაკუთრებული რიტუალი იყო და შესბამისად, ყველას არ ართმევდნენ ხელს. მამაკაცთა გარემოში ხელის ჩამორთმევა იყო მიმღებლობისა და შუღლის არ ქონის წმინდა სიმბოლო. სხვათა შორის, თუ ადამიანს არ სურდა ხელის ჩამორთმევა და სხვასთან „დაახლოება“, მისალმების ნიშნად უბრალოდ ქუდს წევდა ზემოთ. აქედან მომდინარეობს გამოთქმა " შლაპით ნაცნობობა" რაც ნიშნავს ვინმეს ზედაპირულ, ზერელე გაცნობას, ამ ადამიანთან მჭიდრო ურთიერთობის არქონას.

5
83
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
83
  
2021, 4 დეკემბერი, 15:46
ყველას თავისი ტრადიცია აქვს.
2021, 4 დეკემბერი, 15:43
სამეგრელოში მოხუცები სამძიმარსაც ასე უცხადებენ ერთმანეთს არჩილ.
2021, 4 დეკემბერი, 15:19
არასოდეს მსმენია ამ ტრადიციაზე.
2021, 4 დეკემბერი, 15:16
კოლხური ტრადიციით ხელის ჩამორთმევა გამოირიცხებოდა, მხარზე მთხვევით გამოიხატებოდა მისალმებაც და ამ ადამიანის მიმართ პატივისცემაც.
კავკასიაში ინგუშებს და ჩეჩნებს დღესაც აქვთ ეს ტრადიცია.
0 1 5