x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"იდიოტი ვიყავი" - რა შეცდომებს ნანობს უორენ ბაფეტი
უორენ ბაფეტი
ინვესტიციების გურუ, კომპანია Berkshire Hathaway- ის გენერალური დირექტორი უორენ ბაფეტი ინვესტირებისას ყოველთვის ტრადიციულ დარგებს ანიჭებდა უპირატესობას. მაგრამ იმის გამო, რომ ზოგიერთი ტექნოლოგიური კომპანიის პერსპექტივა სათანადოდ ვერ შეაფასა, რამდენიმე საინვესტიციო შესაძლებლობა მაინც გაუშვა ხელიდან.


ბაფეტმა აღიარა, რომ თავს არიდებდა ტექნოლოგიური კომპანიების აქციების შეძენას, რადგან კარგად ვერ ერკვეოდა, როგორ შოულობდნენ ისინი ფულს და განვითარდებოდნენ თუ არა გრძელვადიან პერსპექტივაში. რომელ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს ნანობს ცნობილი ინვესტორი?


1. ამაზონი - უორენ ბაფეტმა ამაზონის აქციები მხოლოდ 2019 წელს შეიძინა. იმის გამო, რომ ონლაინ რითეილერის აქციები ასე გვიან შეიძინა, ბაფეტმა საკუთარ თავს იდიოტიც კი უწოდა. საბოლოოდ, აქციების ყიდვა ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway- ის ერთ-ერთმა მენეჯერმა გადაწყვიტა და ბაფეტის თქმით, მისი შეცდომა ამით გამოსწორდა.


„დიახ, მე იდიოტი ვიყავი, იმიტომ რომ ამაზონის აქციები არ შევიძინე. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩემი არჩევანი (იგულისხმება ტრადიციული დარგები) არ იცვლება“, - განუცხადა ბაფეტმა ტელეარხ CNBC-ს.



2017 წელს მან აღიარა, რომ იმაში, რომ მან პოტენციალი ვერ დაინახა "ამაზონში", დამნაშავე „სიბრიყვეა“. 2018 წელს კი Berkshire Hathaway-ის აქციონერთა კრებაზე ბაფეტმა განაცხადა, რომ დიდი ხანია აღფრთოვანებულია ჯეფ ბეზოსით, მაგრამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა ამ ბიზნესში ადრეულ ეტაპზე ჩაედო ფული, როცა აქციის ფასი გონივრული იყო. იმ მომენტისთვის, როცა ბაფეტის კომპანიამ ამაზონის აქციები იყიდა, ისინი თითო 1900, 82 დოლარი ღირდა, ხოლო ამაზონის კაპიტალიზაცია 935, 83 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში კი აქციის ფასი 3, 3 ათას დოლარამდეა გაზრდილი.


2. გუგლი - 2017 წელს უორენ ბაფეტი საკუთარი კომპანიის აქციონერებს გამოუტყდა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა გუგლის დედობილი კომპანია „ალფაბეტის“ აქციები არ შეიძინა მრავალი წლის წინ. მაშინ, როცა "ალფაბეტი" იღებდა 10-11 დოლარს Geico-ს ყოველი სარეკლამო კლიკიდან, რომელიც Berkshire Hathaway-ის შვილობილი კომპანიაა.

"გუგლის" შემთხვევაში ძნელი ასახსნელია, რატომ ვერ განსჭვრიტა ბაფეტმა კომპანიის პერსპექტივები, ვინაიდან თავად შეჰქონდა წვლილი "გუგლის" წარმატებაში შვილობილი კომპანიის Geico-ს საშუალებით.

"ალფაბეტი" ჰოლდინგად 2015 წელს ჩამოყალიბდა და მისი აქციების ფასი დღეს 1900%-ით არის გაზრდილი.


3. „მაიკროსოფტი“ - უორენ ბაფეტმა უარი თქვა "მაიკროსოფტში" ინვესტიციაზე ჯერ კიდევ „იპოს“ სტადიაზე. ასეთი გადაწყვეტილება მან კომპანია "ლიბერთი მედიას" თავმჯდომარე, მილიარდერ ჯონ მელოუნის რჩევის საფუძველზე მიიღო. „ჯონ, შენ გაგეგება ამ ტექნოლოგიური კომპანიების, შენ მოახდენდი ინვესტირებას მაიკროსოფტში?, - ჰკითხა მას ბაფეტმა, რაზეც პასუხად უარი მიიღო. მელოუნი მიიჩნევდა, რომ ასეთ კომპანიას კონკურენტები მალე გამოუჩნდებოდა.


თუმცა "მარკროსოფტში" რომ ჩაედო ინვესტიცია, ბაფეტი აქციებს სავარაუდოდ მაინც გაყიდდა, რადგან მოგვიანებით ბილ გეითსს ძალიან დაუმეგობრდა. ბაფეტი ყოველწლიურად სწირავს ბილ და მელინდა გეითსების ფონდს ქველმოქმედების სახით საკუთარი კომპანიის კუთვნილ სხვადასხვა აქციებს.


კითხვაზე, რატომ არასოდეს შეუძენია მაიკროსოფტის აქციები, ბაფეტი პასუხობს, „სისულელე ჩავიდინე, მაგრამ ახლა ჩემი კომპანიის მხრიდან შეცდომა იქნებოდა მაიკროსოფტის ყიდვა, იქიდან გამომდინარე, რომ ბილ გეითსთან ვმეგობრობ", - ამბობს ბაფეტი. მართალია Berkshire Hathaway-მ არა, მაგრამ უორენ ბაფეტმა მაიკროსოფტის 100 აქცია პირადად შეიძინა. "მე შევიძინე 100 აქცია, რათა თვალი ვადევნო, როგორ წავა ამ ყმაწვილის საქმეები", - თქვა ბაფეტმა. ბაფეტმა 100 აქცია 10 000 დოლარზე ნაკლებ ფასად შეიძინა, რაც დღეს 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირს.


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინვესტიციის გურუ კომპანიებს თავისი „კომპეტენციის წრიდან“ ირჩევს, მხოლოდ იმ დარგებში დებს ფულს, რაც ესმის. ის ცდილობს აქციები იაფად შეიძინოს და ზედმეტად ძვირ ტექნოლოგიურ კომპანიებს გაურბის. თუმცა ბოლო დროს გამონაკლისი "ეფლისა" და "ამაზონისთვის" დაუშვა.


კომპანიები, რომლის აქციების არშეძენას უორენ ბაფეტი ასევე ნანობს, არის Dallas-Fort Worth NBC, "ვოლმარტი" და Airbnb.

0
145
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0