x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
„ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი თავზე ჩამომენგრა 2013 წელს, ვიბრაციას ვერ უძლებდა“ - წულუკიანი
image

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში მწერალთა კავშირთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

წულუკიანი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი ჩამოენგრა თავზე. წულუკიანმა ის ფაქტი გაიხსენა, რომ მინისტრად დანიშვნის დროს ახლადაგებული იუსტიციის სახლის ჭერში ტონობით სამშენებლო ნაგავი იყო დატოვებული.

ამასთან, თეა წულუკიანმა გიორგი ვაშაძეს და სალომე სამადაშვილს შეახსენა, რომ მწერალთა კავშირი მათი მმართველობის პერიოდის დროს გააუქმეს.

„მინდა გიორგი ვაშაძეს და სალომე სამადაშვილს შევახსენო, რომ მწერალთა კავშირი თქვენ გააუქმეთ და მე რატომ მეკითხებით რას ვაპირებ მწერალთა კავშირთან დაკავშირებით? რატომ იცინით ქალბატონო სალომე?! თქვენ ალბათ მაშინ ბრიუსელში იყავით და ესპრესოს ჭიქით ხელში დიპლომატის მშვიდი სახით აკვირდებოდით რა ხდებოდა საქართველოში. გაგიკვირდებათ და მე თქვენ ძალიან დიდი პატივს გცემთ.

2007 წელს სპეცრაზმი შეიჭრა მწერალთა კავშირში, იქიდან გამოყარა მწერლები, მათ მოუწიათ დავა სასამართლოში და გამოიცანით როგორ დამთავრდა თქვენი ხელისუფლების დროს? - წააგეს და ისინი დატოვეს ქუჩაში, შემდეგ ტაშ-ფანდურის თანხლებით შექმნეს ამ შენობაში მწერალთა სახლი, რომელიც დღემდე იმ კავშირის დროინდელ მწერლებს არ უშვებს შენობაში და ბატონი გიორგი ვაშაძე მეკითხება მწერალთა კავშირთან დაკავშირებით რას აპირებო. ალბათ, მას უნდოდა ეკითხა, მე რომ მწერალთა სახლი შევქმენი, იმასთან დაკავშირებით რას აპირებო? მწერალთა სახლის ამჟამინდელ შენობას, ასევე, აქვს პრობლემა და ჩვენ უკვე გამაგრების პროცედურებისთვის თანხა დავხარჯეთ.

2013 წლის 3 დეკემბერს გიორგი ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი ჩამომენგრა თავზე, იმიტომ რომ ბატონმა დავით აღმაშენებელმა ისე ააშენა იუსტიციის სახლი, სოკოებს რომ ეძახიან თბილისელები, იმ პეტალებში, რომელშიც სახურავია, რეალურად არის ჰაერი, ჩატოვეს არმატურები და ეს ნაგავი იმხელა ვიბრაციას იწვევდა, სახურავი ჩამოიქცა. აი, ასეთია კაცია აღმშენებელი, რომელიც მწერალთა კავშირში სპეცრაზმით შეიჭრა...

ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც წინა ხელისუფლების მიერ არაპროფესიონალურად წარმოებული სახელმწიფო დავა სტრასბურგში შემოატრიალა და ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ხელში მისცა სტრასბურგის ვერდიქტი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ოკუპირებულია, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოა, რომ ქართველების წმენდა განხორციელდა ეთნიკური ნიშნით ამ ტერიტორიებზე, რომ ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ, რომ ჩვენი დევნილი შვილები, მათ შორის ჩემიც, ერთ დღეს იქ უნდა დაბრუნდნენ და რომ ეს სამართლებრივი დოკუმენტი იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი ინსტრუმენტი და არა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც ჩვენ 2008 წელს ვიხილეთ, როცა გაუაზრებელმა პოლიტიკამ გამოგვამწყვდია რუსეთის მიერ წამოწყებულ საშინელი ომის მარწუხებში და ჩვენ იქ ჩავდეთ ჩვენი სიცოცხლეები, ჩავდეთ ჩვენი დამატებითი დაკარგული ტერიტორიები და ა.შ. ეს არის ეს გუნდი, რომელიც გულწრფელად ცდილობს პრობლემებთან გამკლავებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

.

* * *

დედოფლისწყაროს ახალი საკრებულოს პირველი სხდომის დეტალები


image


დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. პრიცესი ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე წარიმართა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სესია დროზე ადრე დატოვეს.

.

ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნასრაშვილმა გახსნა, რომელმაც სესიაზე დამსწრე საზოგადოებას 2 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნო და სიტყვა საკრებულოს უხუცეს წევრს გიორგი გოგილაშვილს გადასცა.

.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 30 წევრია. აქედან, 10 მაჟორიტარული წესით, 20 კი პროპორციული სიით არჩეული. 30 წევრიდან მპგ “ქართულ ოცნებას“ 24 წარმომადგენელი ჰყავს, ნაციონალურ მოძრაობას 5, ხოლო სახალხო პარტიას 1 წევრი.

.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნუგზარ პაპიაშვილის კანდიდატურა დასახელდა. ის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც გახლდათ. წარმოდგენილი კანდიდატურა ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული.

.

ასევე, ხმათა უმრავლესობა მოიპოვა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებმაც. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გოჩა სამუკაშვილი აირჩიეს. სიახლეა ისიც, რომ დაემატა ორი მოადგილე. მოადგილეებად გივი გიგაური და დავით ალუღიშვილი აირჩიეს.

.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა განაცხადა, რომ პიროვნულად საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა თანამდებობის პირთა ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობისგან ნაციონალურმა მოძრაობამ თავი შეიკავა.

.
დღესვე საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს კომისების თავმჯდომარეებიც: საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას მამუკა სეფიაშვილი უხელმძღვანელებს, სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას მიხეილ ბახუტაშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას არსენა ბაღაშვილი, სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიას ნიკოლოზ ხუციშვილი, იურიდიულ საკითხთა კომისიას გიორგი გოგილაშვილი.


როგორც დედოფლისწყაროს ტელევიზიამ გაარკვია, მცირდება ფრაქციების რაოდენობა. წინა წლებისგან განსხვავებით ამჯერად თითო პარტიას მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეუძლია. ხალი მოწვევის საკრებულოში ორი ფრაქცია იქნება წარმოდგენილი. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნუგზარ ყოჩიაშვილი უხელმძღვანელებს, ფრაქცია „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ კი ლევან ბაღაშვილი.

.
სხდომის დასარულს შეიქმნა საკრებულოს ბიურო შემდეგი შემადგენლობით: ნუგზარ პაპიაშვილი, გოჩა სამუკაშვილი, გივი გიგაური, დავით ალუღიშვილი, მამუკა სეფიაშვილი, მიხეილ ბახუტაშვილი, არსენა ბაღაშვილი, ნიკოლოზ ხუციშვილი, გიორგი გოგილაშვილი, ნუგზარ ყოჩიაშვილი და ლევან ბაღაშვილი.

.

image


ახალი საკრებულოს წევრების სია

ქართული ოცნება

.

1 ნუგზარი პაპიაშვილი

2 დავით ალუღიშვილი

3 მაია ცისკარაული

4 მამუკა სეფიაშვილი

5 ნუგზარ ყოჩიაშვილი

6 ლელა ჭინჭარაული

7 გია ფუტკარაძე

8 ვასილი ჩოვუშიან

9 ირინე ფოცხვერაშვილი

10 მიხეილ ბახუტაშვილი

11 პავლე თავაძე

12 ლალი იაკობიშვილი-ჩერქეზიშვილი

13 ლევან ოზბეთელაშვილი

14 კახა წიკლაური

15. გოჩა სამუკაშვილი - ქ დედოფლისწყაროს მაჟორიტარი

16 ივანე ნატროშვილი - ზემო მაჩხაანი, მირზაანის მაჟორიტარი

17 არსენა ბაღაშვილი - არბოშიკი, ოზაანის მაჟორიტარი

18 გივი გიგაური - გამარჯვების მაჟორიტარი

19 გიორგი გოგილაშვილი - ხორნაბუჯის მაჟორიტარი

20 სიმონ წიკლაური - არხილოსკალოს მაჟორიტარი

21 ავთანდილ ხუმარაშვილი - ქვემო ქედის მაჟორიტარი

22 სიმონ ყოჩიაშვილი - სამრეკლოს მაჟორიტარი

23 ნიკოლოზ ხუციშვილი - ზემო ქედის მაჟორიტარი

24 ავთანდილ შაინიძე - სამთაწყარო ფიროსმანი

.

ოპოზიცია

1 ლევან ბაღაშვილი - ნაცმოძრაობა

2 ლევან იაკობიშვილი - ნაცმოძრაობა

3 ნატალია ქადაგიძე - ნაცმოძრაობა

4 ლევან მჭედლიშვილი - ნაცმოძრაობა

5 დავით ჯიბღაშვილი - ნაცმოძრაობა

6 შალვა ბატიაშვილი - სახალხო პარტია

.

imageimageimageimageimage




0
91
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0