x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სამზარეულო ხრიკები, რომლებიც დედაშენმაც კი არ იცოდა
ბევრს მიაჩნია, რომ სამზარეულოსთან ურთიერთობა რომ დაამყარო, გარკვეულ ჯადოქრულ ნიჭს უნდა ფლობდე, მაგრამ ეს ასე არ არის. არსებობს გარკვეული ხრიკები, რომელიც ამარტივებს და აპრაქტიკულებს იქ ყოფნას და დღევანდელ სტატიაში სწორედ მათზე ვისაუბრებთ. ამ ყველაფრის ნახვისა და გაგონების შემდეგ კი იტყვით - " ეშმაკმა დალახვროს, აქამდე რატომ არ ვიცოდი"! დარწმუნებული ვარ, ამ "ჯადოქრობებიდან" ბევრი მათგანის შესახებ მართლაც არ იცოდით, თუმცა მათი ცოდნა, სამზარეულოში თქვენ ტრიალს გაამარტივებს და პროდუქტების გაფუჭებისგან დაცვას უზრუნველყოფს.




image




სამზარეულო ხრიკები, რომლებიც დედაშენმაც კი არ იცოდა




1. თუ კვერცხებს წაუსვამთ მცენარეულ ზეთს, ისინი შეგიძლიათ ოთხი კვირით მეტი ხნით შეინახოთ, ვიდრე შენახვის ვადა აქვთ. image




2. იმბირის გასუფთავება ჩაის კოვზით მეტად მარტივია.image





3. დაჭრილი ტორტი რომ არ გამოშრეს, კბილის ხის ჩხირით მიამაგრეთ პურის ნაჭრები და ის ისეთივე სველი და ფაფუკი დარჩება.image




4. თუ ქილაში დარჩენილ მაიონეზს დაუმატებთ ზეითუნის ზეთს და ცოტა ძმარს, არაჩვეულებრივი სოუსი გამოგივათ სალათებისთვის.image




5. თუ კენკრას ცოტაოდენ ძმრიან წყალში ჩაალბობთ, ის აღარ დაობდება. (ძმრის რაოდენობა უმნიშვნელო უნდა იყოს)image




6. ხახვისა და ნიორის დაობება და გაფუჭება თავიდან რომ აიცილოთ, გამოიყენეთ ქაღალდის პაკეტი. image




7. გათლილი ხახვი გაჭრილ ავოკადოს არ მისცემს საშუალებას, რომ გაშავდეს.image




8. ვაშლი შეინახეთ კარტოფილთან ახლოს, რადგან მასში შემავალი ეთილენი არ მისცემს უფლებას, რომ კარტოფილი აღივდეს. image




9. Nutella-ს ქილას ნარჩენების დროს ნუ გარეცხავთ, დაასხით ცხელი რძე, შეანჯღრიეთ და გემრიელად მიირთვით ცხელი შოკოლადი. image




10. ჩარბილებული ჩიპსი ან კრეკერი შეგიძლიათ განაახლოთ და ისევ ხრაშუნა გახადოთ, თუ ცოტახანს ღუმელში ან მიკროტალღურ ღუმელში მოათავსებთ. image





2
174
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
174
  
2022, 21 იანვარი, 15:12
ძალიან მომეწონა დიდი მადლობაა
0 1 2