x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133843
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
კონტრაცეფციის 10 საშინელი მეთოდი, რომელსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ

image


ძველ დროში ადამიანებს კონტრაცეფციის ადეკვატური მეთოდები არ გააჩნდათ, ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობა მედიცინასაც კი მოკლებული იყო. მათ ამის არც ცოდნა და არც გამოცდილება არ ჰქონდათ, თუმცა ხალხმა მაინც იცოდა რომ უსაფრთხო სექსი მათ არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები არაერთი დაავადებებისგან იცავდა, ამიტომ ისინი თავის დაცვას სხვადასხვა საშუალებებით ცდილობდნენ.






ლიმონის წვენი


image


არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვის ეს მეთოდი ჯერ კიდევ თალმუდში იყო აღწერილი. ქალბატონები ღრუბელს ლიმონის წვენში ასველებდნენ და საშოში ისე ითავსებდნენ, ასე ქმნიდნენ ისინი ბარიერს სპერმასა და საშვილოსნოს ყელს შორის.



კოკა - კოლა


image


პოპულარულ უალკოჰოლო გაზიან სასმელს 1950-იან წლებში შეერთებულ შტატებში ხშირად იყენებდნენ. ითვლებოდა რომ სასმელში შემავალი ნახშირორჟანგი სპერმას კლავდა. აღნიშნული მეთოდის ეფექტურობა დღემდე უცნობია.



ვერცხლისწყალი

image


არასასურველი ორსულობისგან თავის დასაღწევად ჩინელი ქალები ცხელ ვერცხლისწყალს სვამდნენ.




ნაწლავები

image


პრეზერვატივის პირველი სახეობები მე-19 საუკუნეში გაჩნდა და ისინი ღორისა და ცხვრის ნაწლავისგან მზადდებოდა.



ნიანგის ფეკალიები


image


მეცნიერების აზრით, სწორედ ძველი ეგვიპტელები იყვნენ პირველები, ვინც კონტრაცეფციის შესახებ ფიქრი დაიწყეს. მათ ნიანგის გამხმარი ფეკალიებისგან და თაფლისგან წარმოუდგენელი კოქტეილი შექმნეს, რომელსაც ქალები საშოში ითავსებდნენ რათა სპერმა შიგნით არ მოხვედრილიყო. ეს ვერსია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1850 წელს ნაპოვნ პაპირუსზე იქნა აღმოჩენილი.



ცემინება

image


ძველი ბერძენი ექიმი სორანოსი ქალებს არასასურველი ორსულობისგან თავის დასაღწევად სექსის დროს სუნთქვის შეკავებას ურჩევდა, შემდეგ კი გულიანად დაცემინებას.




ცხელი ქვები


image


კიდევ ერთი მეთოდი ძველი ეგვიპტიდან - სექსის შემდეგ ქალი საშოს "დასაწვავად" პირდპირ ცხელ ქვებზე ჯდებოდა.





ფიზიკური დატვირთვა


image


საბჭოთა კავშირში აბორტის გარდა სხვა საშუალებებიც არსებობდა, არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ქალები მუცელში ირტყამდნენ და სისხლდენის გამოსაწვევად ძალიან ცხელ აბაზანებს იღებდნენ.



თახვის სათესლე ჯირკვლებზე დაყენებული ნაყენი


image


ამ საშუალებას კანადაში მცხოვრები ის ქალები იყენებდნენ, რომლებსაც შვილების გაჩენა არ სურდათ. ამ "სასწაულმოქმედი" ნაყენის დასაყენებლად თახვის კვერცხებს ჯერ აშრობდნენ, შემდეგ კი გარკვეული პროპორციით ალკოჰოლთან აზავებდნენ. ითვლებოდა, რომ თუ ამ მიქსტურას დალევდით შვილი არ გეყოლებოდათ (კუჭის წყლულის შემთხვევაში კი ისტორია დუმს).





სინდიოფალას სათესლე ჯირკვლები


image


კიდევ ერთი აბსურდული მეთოდი შუა საუკუნეებიდან - ითვლებოდა, რომ თუ ქალი თეძოს შიგნიდან სინდიოფალას სათესლე ჯირკვლებს მიიმაგრებდა, ის არასდროს დაორსულდებოდა.





0
156
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
156