x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"გავრეკავთ მშიშარა რუსებს" - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ნადზელსკიმ

imageუკრაინის საზღვრებთან, რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი წვრთვნების ჩატარების მერე არავინ ელოდა რუსეთი ახალ მაპროვოცირებელ ნაბიჯებს თუ გადადგამდა რუსეთი. თუმცა როცა საუბარია რუსეზე ამ შემთხვევაში რაიმე ლოგიკურ ანალიზზე საუბარიც ზედმეტია.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ თვითაღიარებულ ლუგანსკის და დონეცკის "რესპუბლიკეში" იბრძვიან არა მეშახტეები, არამედ რუსეთის რეგულარული არმიის ოფიცრები და ჯარისკაცები, ისევე როგორც იბრძვის რუსული სამხედრო ტექნიკა რომელსაც უკრაინელ სეპარატისტებს და მათ რუს ინსტრუქტორებს შეუფერხებლად აწვდის მოსკოვი, რადგან საზღვრის საკმაოდ ფართო ზოლი დაუცველია უკრაინელი მესაზღვრეების მხრიდან.

რუსეთი თავის მხრივ ბოლო ხმაზე გაყვირის, რომ უკრაინა ემზადება დონბასის პრობლემის ძალისმიერი მეთოდით მოსაგვარებლად და ამისათვის დიდძალ მძიმე ტექნიკას უყრის თავს სეპარატისტულ რესპუბლიკებთან ახლოს.

თავის მხრივ უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა პოლკოვნიკმა ნადძელსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ერთხელ და სამუდამოდ გაყრიან უკრაინიდან "მშიშარა რუსებს", სეპარატისტული წარმონაქმნები კი ერთხელ და სამუდამოდ გაუქმდება.

უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი რომელიც საბჭოთა კავშირის დროს უძლიერესი იყო ნელა, მაგრამ მტკიცედ იბრუნებს საწარმოო სიმძლავრეებს, ეს განსაკუთრებით ჯავშანტექნიკის მხრივაა შესამჩნევი.

ადგილობრივი წარმოების გარდა უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე შეიარაღებული არიან ამერიკული მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით "ჯაველინი", რომელსაც ასე უფრთხიან რუსები.

გარდა ამისა უკრაინელების განკარგულებაშია თურქული წარმოების დამრტყმელი დრონები "ბაირახტარი", რომელთა ანალოგიურმა დრონებმაც გადაწყვიტეს ბრძოლის მიმდინარეობა და არცთუ დიდი ხნის წინ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიას გამარჯვება მოაპოვებინა.


0
224
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
224