x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიახლე - თამბაქოს მოწევა იკრძალება ტაქსიში და კიდევ რამდენიმე ავტოსატრანსპორტო სახეობაში.

თამბაქოს მოწევა ტაქსიშიც იკრძალება და საკუთარ ავტომანქანაში, როცა მასში არასრულწლოვანი ზის

image

პარლემნტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლითაც უფრო ეფექტიანად განისაზღვრება და მოწესრიგდება მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობები თამბაქოს კონტროლის სფეროში.


ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განცხადებით, თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში აქამდეც აკრძალული იყო, თუმცა ახალი კანონპროექტით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცნებას ემატება ტაქსი, საბაგირო და სანაოსნო ტრანსპორტი. საკუთარ სატრანსპორტო საშუალებაში იკრძალება სიგარეტის მოწევა, როცა აღნიშნულ ტრანსპორტში არასრულწლოვანი იმყოფება.


„თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონის აღსრულების პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ახლებურ სამართლებრივ რეგულირებას, ხოლო აღნიშნული კანონის ცალკეული ნორმები გარკვეულ კორექტირებას საჭიროებენ. გარდა ამისა, თამბაქოს კონტროლის სფეროში გამოიკვეთა ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგება აუცილებელია“, - განაცხადა მომხსენებელმა.

1
85
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
85
  
2021, 2 დეკემბერი, 3:10
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1