x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
„მიშას გამოსვლა იყო ის, რის გამოც არც დემოკრატად, არც დამცველად და არც პარტნიორად აღარ განიხილება“ - ჩერგოლეიშვილი

image

გიგა ბოკერიას მეუღლე, "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ სააკაშვილის სასამართლო გამოსვლა სწორედ იმ შინაარსის იყო, რის გამოც ის აღარც დემოკრატად მიიჩნევა, აღარც დემოკრატიის დამცველად და აღარც დემოკრატების პარტნიორად. მას ვერ წარმოუდგენია და შეუძლებელი ჰგონია მიშას ლიდერობით და მისი დროშით ივანიშვილის დამარცხება. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მიშას გამოსვლა იყო ზუსტად იმ შინაარსის, რა შინაარსის გამოც ის დემოკრატად, დემოკრატიის დამცველად და დემოკრატების პარტნიორად აღარ განიხილება. არც ჩემთვის. არც - დასავლეთისთვის. p.s. ვის მოგწონთ ეს და ვის არა, თქვენი გემოვნების და პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხია.

სინანული არაფერ შუაშია. წარსულიც არაფერ შუაშია. მთელი მისი გზავნილი მხოლოდ იმას ადასტურებს რომ მესიანისტურ ნაციონალისტური პოპულიზმის მიღმა მას რესურსი, იდეა, ხედვა არ გააჩნია. მომავლის ხედვა აქვს კატასტროფული. მემემემე... ანუ ახალი არაფერი, უბრალოდ ვიფიქრე ციხიდან მაინც “იეშმაკებდა”. მაგრამ ვერ ხვდება.

მე ვერ წარმომიდგენია ივანიშვილის მიშათი დამარცხება. შეუძლებელი მგონია მიშას მიერ როდესმე ივანიშვილის დამარცხება. ან მიშას დროშით და ლიდერობით ივანიშვილის დამარცხება. რაც დიდხანს იქნება “მთავარ” ალტერნატივად მიშა, მით დიდხანს იქნება ბიძინა და ჩავიძირებით ჭაობში.

წარსულის მონატრება ვისთვისაც მოტივატორია ის ხალხი არ ყოფნის ბიძინას დამარცხებას. ამომრჩევლის მოტივატორი არის მომავალი. მე არ მენატრება წარსული (რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის ცუდიან კარგიანად). მე მინდა მომავალი - თავისუფლება, და უკლებლივ ყველა მოქალაქის სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება (ყველა უმცირესობის, მათ შორის “ჩამოთრეულების” ჩათვლით) . მე მინდა დანაწილებული ძალაუფლება და ურთიერთკონტროლი. ეს გზა მიმაჩნია უალტერნატივოდ. მარტო ეს მიმაჩნია წინსვლის გზად! აი ეს მინდა მე, ესაა ჩემი მოტივატორი და არა წარსული.

მიშა განიზიდავს ოპოზიციისგან დასავლეთს მიშა განიზიდავს ადგილზე მათ, ვინც გამარჯვებისთვისაა სასიცოცხლოდ საჭირო. და ლიბერალური დემოკრატია სწორედ რეგიონის გათვალისინებითაა ერთადერთი იარაღი ჩვენს არსენალში. მიშას მუდმივი მარცხი 9 წლის განმავლობაშსი - საქართველოშიც და უკრაინაშიც მხოლოდ დემოკრატიის ღალატით და ძალაუფლებით შეპყრობითაა განპირობებული. ამიტომ დარჩა მარტო - და კიდევ უფრო იზოლირებული დარჩება თუ ასეთი სფიჩებით გააგრძელა და ან მე და ან არაფერი იძახა... მიშას პოლიტიკური წონა ბიძინას კონტროლის შენარჩუნების გარანტიაა... ბუნებრივია ეს არაა მიშას ბრალი მხოლოდ. უიდეო ოპოზიციური ელიტის დიდი ნაწილის ბრალია.

როცა მოტივატორი მარტო ძალაუფლების მატარებელზე მოხტომაა, თუნდაც წარმოსახვითი იყოს, დიდის გარშემო კონსოლიდაცია ხდება და ეს ბიძინას აძლიერებს.

ივანიშვილის დამარცხება მაინტერესებს და იმ იდეოლოგიის დამარცხება, რითაც ივანიშვილი მოვიდა და სააკაშვილი განასახიერებს იმ შინაარსს რაც 2012 ივანიშვილს ჰქონდა - ეთნოშოვნიზმი, ასავალ დასავლის ენა, სულ ივანიშვილისგან მოპარული ტრიუკებია. ჩემთვის ეგ ბიოლოგიურად მიუღებელია მთელი ცხოვრება და სააკაშვილსაც მხოლოდ მაგიტომ ვუჭერდი მხარს რომ ერთიან, სამოქალაქო იდეაზე დაფუძნებულ ერ სახელმწიფოს აკეთებდა და არა ეთნოშოვინისტურ ტერიტორიას.

ჩვენ თქვენ არ გიშლით ბიძინას არადემოკრატიულად დამხობას - აქაა თქვენი პრეზიდენტი, ციხიდან გიხმობთ გამწარებული, დამიხსენითო - უგდეთ ყური და დაიხსენით. გაიტაცეთ! დაამხეთ! დაიხსენით ის კაცი - აქ რა გინდათ? გორში წადით და უმღერეთ ოსანა", - წერს ჩერგოლეიშვილი.

4
568
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
568
  
2021, 1 დეკემბერი, 13:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2021, 1 დეკემბერი, 8:51
იპოლიტე,სირცხვილია მსგავსი კომენტარი და ის,რომ ერთუჯრედიანი ხარ XXI საუკუნეში. წაიკითხავთ კომენტარებს,წაკითხულიდან აზრს ვერ გამოიტანთ,ხოლო იმის ნაცვლად ბევრი ივარჯიშოთ ამ საქმეში სხვას ეძახით სირს. მადლობა დიდებული შეფასებისთვის.

რაც შეეხება შენნაირებს,სწორედ თქვენ ხართ ის ხალხი ვინც მთავრობას თხოვთ,რომ ვიღაცა დასაჯონ და რაღაცა აკრძალონ,ხოლო როცა მთავრობა გეუბნებათ ყ ლ ე ბ ი ხართო,ტაშს უკრავთ თავგამოდებით. შესაძლოა,ვიღაცამ იკითხოს,რა შუაშია აკრძალვაო,ასეთი ხალხის კარგად გასაცნობად და აღსაქმელად არის საჭირო. ვინ გლანძღავს ხო მნიშვნელოვანია გავიგოთ. თუ გინდათ ვკითხოთ,რას ფიქრობს კაზინოების კეისზე და ეთანხმება თუ არა მთავრობის გადაწყვეტილებას. დაველოდოთ,მორალისტობას დაიწყებს
2021, 1 დეკემბერი, 6:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2021, 1 დეკემბერი, 0:35
ლიბერალურს რო ახსენებ,მაშინ ისიც მოაყოლო,რომელ ლიბერალიზმს ემხრობით შენ და ბოკერია. თუ კლასიკურს,მაშინ დაწერე ლიბერტარიანიზმი შეჩემა და შეშვი სიბრძნის ფრქვევას. ისე მაგარი მემარჯვენეები და ლიბერალები კი ხართ ოჯახი(ამის დედამთილს არაფერს ვერჩი). ლიბერტარიანელი ანუ კლასიკური ლიბერალი საკუთარი მორალური პრონციპიდან მოქმედებს და თქვენი მორალი ერთი ადგილის თამაშია მხოლოდ. მიშა,გრიშა და ბიძინა თქვენაირების დაწყებულია,კომენტარსაც რო აკეთებ ამაზე ესეც მესიანისტურობის პროპაგანდაა. დაიკიდეთ მიშა და ისიც გაჩერდება,თუ დიდხანს ილაპარაკებთ მასზე,ისიც ათას სირობას იტყვის კიდევ.
0 1 4