x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"დიდი ამბავია ამტყდარი, არ მიკვირს" - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს და "7 ნოემბრის საქმეზე" მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ ექს- პრეზიენტის პასუხებით უკმაყოფილო სოციალური ქსელის მომხმარებლებს რამდენიმე ფაქტს ახსენებს.


"დიდი ამბავია ამტყდარი, როგორ თუ 6-7 ნოემბრის ღამეს მიშას ეძინაო.


არ მიკვირს :

ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ-ნოემბრის აქცია უკვე დაშლილი იყო, ღამე 20 კაცი დარჩა ღამის გასათევად.

ამოცანა გვეკითხება-რატომ დაარბიეს მძინარე მოშიმშილეები და ვინ იყვნენ ის ყვითელპლაშჩიანები?

დილის დარბევა რომ არა, აქციები როგორ გაგრძელებულიყო არ ვიცოდით-ესაა ფაქტი."- წერს ელისო კილაძე.


"7 ნოემბრის კადრებს რომ ატრიალებთ, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?!" - ასე გამოეხმაურა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქმეს, რომელიც მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება.


29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო სქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.


სააკაშვილმა სხდომაზე 7 ნოემბრის მოვლენებსა და მის წინაპირობებზეც ისაუბრა. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის 7 ნოემბრის აქციას ტელევიზორით უყურებდა და მას დირექტივა არავისთვის არ მიუცია.






0
343
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
343