x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 ყოველდღიური ჩვევა, რის გამოც წონაში ვიმატებთ

image
შეიძლება ყოველ დღე არ მიირთმევდეთ ბურგერებს, არ სვამდეთ კოლას, შემცირებული გქონდეთ შაქრის და ფქვილის შემცველი პროდუქტები, მაგრამ იმ შედეგს მაინც ვერ იღებდეთ რაც გინდათ, ან იღებდეთ, მაგრამ ძალიან ნელა. ამის მიზეზი სწორედ ეს 5 ჩვევაა:

1. თუ ძალიან დიდხანს, დღეში რამდენჯერმე გძინავთ

ძილის ნაკლებობა იწვევს ჰორმონ კორტიზოლის გამოყოფას, რაც იწვევს ჭარბ კვებას. მაგრამ ძალიან ბევრი ძილიც არ არის საუკეთესო ვარიანტი. ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რეგულარული ძილი 10 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იწვევს სხეულის მასის ინდექსის ზრდას. ტყუილად არ გვირჩევენ ექიმები ზუსტად 7-9 საათის ძილს.image

2. თუ სიბნელეში ემზადებით

როცა გაიღვიძებთ, დაუყოვნებლივ გახსენით ჟალუზები ან ფარდები. ცისფერი სინათლის ტალღები დილის მზისგან ეხმარება ორგანიზმს გამოფხიზლებაში და მეტაბოლიზმის დაწყებაში, ნათქვამია ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნებულ კვლევაში. დილის 20-30 წუთიც კი საკმარისია, რომ გავლენა მოახდინოს თქვენს სხეულის მასის ინდექსზე.image

3. თუ არ ასწორებთ საწოლს

პარადოქსია, მაგრამ ეს მართალია. ამერიკის შეერთებული შტატების ძილის ეროვნული ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უკეთ გძინავთ, თუ საწოლს ყოველდღიურად აწყობთ და აწესრიგებთ. და ჯანსაღი ძილი არის ყველაზე სწრაფი გზა ჯანსაღი წონისკენ.image

4. თუ გავიწყდებათ აწონვა

კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ყოველდღიური აწონვა შეიძლება გამოიწვიოს წონის უკეთესი კლება. აწონვის საუკეთესო დროა დილა: სასწორი ყველაზე ზუსტად აჩვენებს ციფრებს, რადგან სხეულში წყალი ნაკლები იქნება.image

5. თუ არ საუზმობთ

თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ დილაობით გემრიელი საკვები უნდა მიირთვათ. 600 კალორიის შემცველი საუზმე მჭლე პროტეინებით, ნახშირწყლებით და ცოტა დესერტით დაგეხმარებათ მთელი დღის განმავლობაში კვების რეჟიმის შენარჩუნებაში.image





1
291
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
291
  
2021, 2 დეკემბერი, 3:15
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1