x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ჯანი ვერსაჩე და სხვა ცნობილი სახეები, რომლებიც სერიული მკვლელების მსხვერპლნი გახდნენ
image


იმ 5 ისტორიიდან, რომლის შესახებ ქვემოთ მოგიყვებით, პოლიციამ მხოლოდ ერთი საქმის გახსნა შეძლო, დანარჩენი კვლავ ბურუსით მოცული რჩება, მაგრამ რაც ერთმნიშვნელოვნად ცნობილია არის ის, რომ ყველა ეს ცნობილი ადამიანი სერიული მკვლელის მსხვერპლი გახდა.





შერონ ტეიტი, 1943-1969 წწ, ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, მსახიობი და მოდელი, სიცოცხლეს ჩარლზ მენსონის სექტის წევრებმა გამოასალმეს


image


რომან პოლანსკის მეუღლე, შერონ ტეიტი, ჩარლზ მენსონის მეთაურობით "ოჯახის" სექტის წევრების მიერ სასტიკად იქნა მოკლული. მენსონმა მკვლელობის რეალური მოტივი ბოლომდე მაინც ვერ დაასახელა, ციხეში ის 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.




ჯონბენეტ რემსი, 1990-1996 წწ, ბავშვთა სილამაზის კონკურსების მრავალგზის გამარჯვებული


image


არაერთი საბავშვო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული ჯონბენეტ რემსის მკვლელობის ამბავმა 1996 წელს მთელი მსოფლიო შეძრა. 6 წლის გოგონას გამტაცებელმა ჩანაწერი დატოვა, სადაც ის მისი ოჯახისგან გამოსასყიდს ითხოვდა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მშობლებმა ქალიშვილის ცხედარი სარდაფში იპოვეს. პოლიციამ მკვლელი საბოლოოდ, მაინც ვერ იპოვა.





ჯანი ვერსაჩე, 1946-1997 წწ, ცნობილი იტალიელი დიზაინერი


image


"ვერსაჩეს" მოდის სახლის დამფუძნებელი, ჯანი ვერსაჩე მკვლელმა ენდრიუ კიუნენენიმ თავში ორი გასროლით მოკლა. მკვლელობის მიზეზი უცნობია, რადგან ენდრიუმ საკუთარ იახტაზე თავი მაშინ მოიკლა როდესაც დაინახა თუ როგორ უახლოვდებოდნენ მას პოლიციელები. ზოგი დღემდე ფიქრობს, რომ ძმის მკვლელობა მისმა დამ, დონატელა ვერსაჩემ შეუკვეთა.





ელიზაბეტ შორტი, 1924-1947 წწ, მიმტანი და მსახიობი


image


დამწყები მსახიობის ელიზაბეტ შორტის მკვლელობას ყველაზე ხმამაღალი და იდუმალებით მოცული უწოდეს, ხოლო ჟურნალისტებმა მას "შავი გეორგინა" შეარქვეს. 1947 წლის 15 იანვარს მსახიობის სხეული, ისევე როგორც მთელი სახე სრულიად დასერილი იპოვეს. გამოძიებისას 60-მა ადამიანმა აღიარა, რომ ისინი კრიმინალები იყვნენ - თუმცა მათი ყველა ჩვენება ყალბი აღმოჩნდა. მკვლელი დღემდე უცნობია.





პიერ პაოლო პაზოლინი, 1922-1975 წწ, პოეტი, ინტელექტუალი, კინორეჟისორი და მწერალი



image


ცნობილი იტალიელი რეჟისორი ნეოფაშისტების მსხვერპლი გახდა, რომლებმაც ის ჯერ სასტიკად მოკლეს, შემდეგ კი მისი სხეული საშინლად დაასახიჩრეს. პაზოლინი კომუნისტურ შეხედულებებს ყოველთვის ღიად გამოხატავდა, ხოლო 1975 წელს გადაღებულ თავის უკანასკნელ, სკანდალურ კინოფილმში, "სალო, ანუ სოდომის 120 დღე" ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერები მოძალადეებად და გარყვნილებად წარმოაჩინა. პიერ პაოლო პაზოლინი 1975 წლის 2 ნოემბერს რომის მახლობლად, ოსტიაში მოკლეს. მისი ცხედარი დილით სისხლის გუბეში იქნა ნაპოვნი.




0
573
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
573