x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 ანტიდეპრესანტული წიგნი: რა უნდა წავიკითხოთ, როდესაც ცუდად ვგრძნობთ თავს
image
შემოდგობის სეზონისთვის განწობილების ცვლილება სულაც არ არის უცნაური მოვლენა. უკეთეს შემთხვევაში, სილაღე გვიბრუნდება აპრილის დასაწყისში, როდესაც მწვანე ბალახი ახარებს თვალს და მზე გვიხალისებს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, თუ მოწყენილობა გაჭიანურდა, მასთან ხუმრობა არ ღირს, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს. აქვე გთავაზობთ დეპრესიის შემამსუბუქებელ მრავალჯერ შემოწმებულ და უვებელ წამალს - წიგნებს.

ბაბუაწვერას ღვინო

რეი ბრედბერი გვაცნობს თორმეტი წლის ბიჭის ბავშვურ სამყაროს. ეს ნაწარმოები (ნაწილობრივი ავტობიოგრაფიული) დამსახურებულად მოხვდა მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობის ოქროს ფონდში. მთავარ გმირთან ერთად გაატარებთ ერთ საოცარ ზაფხულს, სავსეს როგორც მხიარული, ასევე სევდიანი მოვლენებით. ნუ გექნებათ რეის ტიპური სამეცნიერო ფანტასტიკის მოლოდინი. წიგნი არ არის კოსმოსზე ან რობოტებზე, არამედ ადამიანის ზრდის საოცრებას მოგვითხრობს, როცა გარშემო სამყაროს გაფართოებული თვალებით სწავლობ, მეგობრებთან ერთად გასეირნებისას გვიან საღამომდე უჩინარდები.
image


ციკლი « ჯივსი და ვუსტერი» პ.გ. ვუდჰაუსი


შესანიშნავი ბრიტანელი სატირიკოსის ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე მხიარული წიგნია მსოფლიოში. ამ ციკლში პელემ გრენვილ ვუდჰაუსი მოგვითხრობს ჯივსისა და სერ ვუსტერის სასიყვარულო ურთიერთობებსა და სასაცილო სიტუაციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯივსი არისტოკრატ ვუსტერს ემსახურება, ისინი მაინც საუკეთესო მეგობრები არიან. ბერტი ვუსტერი გამუდმებით რაღაც გაურკვებლობაში ეხვევა, თავისი დეიდების წყალობით, რომელთაც სურთ მისი დაქორწინება. საბედნიეროდ, ერთგული ჯივსი ჭკვიანია და ადვილად იგონებს არასასურველი კომპანიონებისგან თავის დაღწევის გზებს, ვიდრე ბერტის კიდევ ერთი ლამაზმანი შეუყვარდებოდეს.

image



"35 კილო იმედი", ანა გავალდა


ოჰ, რამხელა იმედს მიიღებთ ანა გავალდასგან! ავტორი იგავის სახით თავის ბესტსელერში მოგვითხრობს ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. აქ მთავარი გმირი ცხოვრების გზის არჩევის წინაშე დადგება, შეიგრძნობს სიყვარულის უპრეცედენტო ძალას და დაგროვილი პრობლემებიდან გამოსავალს დაეძებს. და მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი მხოლოდ 13 წლისაა, ზრდასრულ ადამიანს შეშურდება მისი სიბრძნე და დაბრკოლებების გადალახვის უნარი.
image

«შოკოლადი», ჯოან ჰარისი



მოგეხსენებათ, შოკოლადი შესანიშნავი ანტიდეპრესანტია. ასე რომ, ეს წიგნი სპეციალურად თქვენთვისაა. ჯოან ჰარისს უყვარს გემრიელი სათაურები. ამ ნაწარმოებში ავტორი მოგვითხრობს პროვინციული საფრანგეთის ქალაქის ცხოვრებაზე, რომლის სიმშვიდეც მთავარი გმირის ქალიშვილთან ერთად ჩამოსვლამ დაარღვია. ვიენი აქ შოკოლადის მაღაზიას ხსნის და ტკბულეულის გაყიდვასთან ერთად მოსახლეობას სიცოცხლის გემოს ხელახლა შეგრძნების უნარს უბრუნებს. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვჭირდება! სხვათა შორის, ჯოან ჰარისის რომანის შოკოლადის მიხედვით, ჰოლივუდმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც ერთდროულად ხუთ კატეგორიაში იყო ნომინირებული ოსკარზე.
image


«სამნი ნავში ძაღლს თუ არ ჩავთვლით», ჯერომ კლაპკა ჯერომი

ჯერომ კ. ჯერომი აღწერს სამი ინგლისელი ჯენტლმენისა და ჭკვიანი ძაღლის მოგზაურობას მომხიბვლელად და ირონიულად. მოწყენილმა ქალაქელებმა წაიკითხეს უამრავი სამედიცინო საცნობარო წიგნი, გამოიგონეს დაავადებები და გადაწყვიტეს ჯანმრთელობის გაუმჯობესება სუფთა ჰაერზე გასეირნებით.
image


4
257
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
257
  
2021, 2 დეკემბერი, 18:29
ქართულ ენაზე არის ეს წიგნები ნეტავ
2021, 29 ნოემბერი, 14:56
პირადად წავიკითხავ, თუ წავაწყდი სადმე.
2021, 29 ნოემბერი, 14:41
პირადად მე, თომას მანის «ჯადოსნური მთა» დამეხმარა. რა ვიცი, იქნებ სხვებმაც სცადონ?
0 1 4