x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
საჯარო კორუფცია პოლიციის დაცვით

პოლიცია იცავს ბათუმის უმაღლესი საბჭოს შენობას,  სადაც ასევე განთავსებულია ბათუმის საკრებულო - 26.11.2

26 ნოემბერს "ქართულმა ოცნებამ" ბათუმის საკრებულოს შენობის ირგვლივ 350 მეტრზე პოლიცია დააყენა, რათა ხელი არავის შეეშალა საკუთარი სურვილისამებრ დაემტკიცებინა ქალაქის ბიუჯეტი და მერიის და საკრებულოს ჩინოვნიკების, ისედაც მაღალი ხელფასის, უფრო გაზრდა.

image

შენობის უკანა შესასვლელთან მობილიზებული პოლიცია



image

პოლიცია ამ განლაგებით იცავდა საკრებულოს სხდომის ჩატარებას / გუგლ მეფის ზედ ხედი



საქრთველოს საარჩევნო კოდექსში, ერთი თვის წინ შესული ცვლილების თანახმად, ბათუმის საკრებულოს წევრთა რაოდენობა 10-ით გაიზარა და 35 წევრიანი გახდა.

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამ ახალ 35 წევრიან საკრებულოში გაერთიანებული ოპოციცია 19 ხმითაა შესული, ქართული ოცნება კი - 16-ით, რაც ნიშნავს, რომ უმრავლეოსბაში მყოფ გაერთიანებულ ოპოზიციას, მართველი გუნდისთვის, ნებისმიერი, სასურველი საკითხის ჩაგდება შეუძლია. მაგალითად, ახალ შემადგენლობას რომ ჩაეტარებინა სხდომა - არჩილ ჩიქოვანს ხელფასი არ გაეზრდებოდა 5500 ლარამდე და საჯარო განხილვის გარეშე ვერც 2022 წლის ბიუჯი დამტკიცდებოდა.

მაგრამ სხდომა ახლად არჩეული საკრებულოს ნაცვლად, წინა მოწვევის, 25 წევრიანი შემადგენლობით გაიმართა, რადგან სწორედ წინა მოწვევის საკრებულოში იყო ქართულ ოცნება უმრავლესობით წარმოდგენილი. შესაბამისად, ამ გზით გადაწყდებოდა ნებისმიერ საკითხი, ქართული ოცნების სასარგებლოდ. ეს პროცესი მხარდაჭერილი და გამყარებული იყო ცესკოს მიერ, რომელმაც გამიზნულად გააჭიანურა ახალი მოწვევის საკრებულოების სხდომების თარიღის ჩანიშვნა.

ნაციონალურმა მოძრაობამ თავიდანვე იცოდა რა შედეგიც დადგებოდა და რაც არ უნდა არგუმენტი ეთქვა ოპოზიციას, არ იქნებოდა გათვალისწინებული. ამიტომ ნაციონალური მოძრაობიდან მირდატ ქამადაძე სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლას აქციურად ცდილობდა.

თავდაპირველად ის ითხოვდა ამ საკითხების დღის წესრიგიდან ამოღებას. მოგვიანებით კი ჰაერში შპრიცით მძაფრი სუნის მქონე სითხე გაუშვა.

„ან იმდენად გულუბრყვილოები ხართ, რომ ასეთ უთავმოყვარეობაზე მიდიხართ, ან კიდე პოლიტიკურ დანაშაულს ჩადიხართ, ქრთამი გაქვთ აღებული. ამიტომ დღევანდელი საკრებულოს სხდომა არ უნდა ჩატარდეს ყოველგვარი ხმაურის გარეშე. მე ახლა საჯაროდ ხელში მიჭირავს შპრიცი, რომელშიც არის ნივთიერება სრულიად უწყინარი. უბრალოდ ისეთი სუნი აქვს აქ ვეღარ გაჩერდებით“ - თქვა მან და ჰაერში მომწვანო, მოყვითალო ფერის სითხე გაუშვა. მძაფრი სუნის გამო ხალხი წამოიშალა, სხდომა შეწყდა, მირდატ ქამადაძე კი, პოლიციამ ძალის გამოყენებით შენობიდან გააძევა.

მირდატ ქამადაძე
მირდატ ქამადაძე. სპეციალური სითხის ჰაერში გაშვების შემდეგ მას პოლიცია შენობიდან აძევებს

შენობის გარეთ არანაკლები პროტესტი მიმდინარეობდა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შიგნით შესვლას ითხოვდნენ. იყო რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა რა დროსაც, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე 4 ადამიანი დააკავეს, ყოფილი პოლიციელი გია ხალვაში, გიორგი ბოლქვაძე, ვახტანგ ხუნდაძე და დენის ბუკაშვილი.


imageimage
image
აქციის ბოლოს ნიკა მელია გამოჩნდა


მიუხედავად ასეთი პროტესტისა, მიუხედავად დარბაზში მდგარი მძაფრი სუნისა ქართულმა ოცნებამ თავისი გაიტანა და განხილვის გარეშე, საზოგადოების ჩართულობის გარეშე, რაც კანონით აკრძალულია, 15 ხმით ძველ საკრებულოს მაინც დაამტკიცებინა ჩინოვნიკებისთვის ხელფასების გაზრდა და 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტი.





გაზრდილი ბიუჯეტი და გაზრდილი ხელფასები


2021 წელს ბათუმის ბიუჯეტი 204, 800, 200 ლარი (204 მილიო 800 ათას 200 ლარი) იყო.

ქართულმა ოცნებამ კი, 26 ნოემბრის სხდომაზე, 49 მილიონ ლარზე მეტით (კონკრეტულად: 49, 247, 200 ლარით) გაზარდა და 254, 047, 400 ლარით (254 მილიონ 47 ათას 400 ლარი) დაამტკიცა ბათუმის მომდევნო წლის ბიუჯეტი.


წინა წელთან შედარებით გაიზარდა შრომითი ანაზღაურება. 2021 წელს თუ იყო ხელფასებისთვის გამოყოფილი 25 მილიონზე მეტი, 2022 წელს თითქმის 28 მილიონი ლარი დაიხარჯება.


წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 56 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის გაეზრდება დაფინანსება 6 მილიონამდე მერიას და საკრებულოს 2 მილიონზე მეტი ექნება.


ამასთანავე თითქმის 4 მილიონი ლარით შეუმცირდა კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის ხელშეწყობას და 12 მილიონი გაუხდა, ხოლო 2 მილიონამდე გაეზარდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფას 18 მილიონამდე.


რაც შეეხება მერიის და საკრებულოს თანამშრომლებისთვის გაზრდილ ხელფასებს. პირველ რიგში უნდა ითქვამს, რომ ხელფასების გაზრდის საკითხი 21 ნოემბრის სხომაზე, ბათუმის ახლად არჩეულმა მერმა არჩილ ჩიქოვანმა დააყენა და 1000 ლარით მოითხოვა პირადად მისი ხელფასის გაზრდა.

თქვენ რომ ახლა ბათუმში დაიწყოთ სამუშაოს ძიება, აღმოაჩენთ, რომ 300-500 ლარამდე მერყეობს რიგითი მოქალაქის ხელფასი.


საბოლოო ჯამში ჩიქოვანი ყოველთვიურად 5500 ლარს აიღებს ხელფასის სახით, ანუ 11-ჯერ მეტს, ვიდრე რიგითი მოქალაქე.

ვიცე მერი 4400 ლარს,

მერის მოადგილეეები - 3850 ლარს.

პირველადი სტრუქტურული სამსახურების უფროსებს 3190 ლარი ექნებათ.

მერიის სახელფასო მონაცემებით უწყებაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2000 ლარს შეადგენს, რაც სასუალო სტატისტიკურ ქართველის ხელფასზე 3-4 ჯერ მეტია, არაოფიციალურად, ოფიციალურად კი 2-ჯერ.


image


წყარო: საქსტატი



საკრებულოშიც მაღალია ხელფასი, საშუალოდ აქაც 2000 ლარი. გაზრდილი ბიუჯეტით თავმჯდომარეს 5060 გაუხდება, მის სამ მოადგილეს კი - 3400 ლარი ექნება.



მაგრამ მერის ხელფასის გაზრდის ფორმაც და რაოდენობაც, უპრეცენდენტოა. როგორც ჩას ქართული ოცნება არჩილ ჩიქოვანის წინაშე განსაკუთრებულ ვალშია.


არჩილ ჩიქოვანი
არჩილ ჩიქოვანი 26 ნოემბრის სხდომაზე / წყარო: ტვ2



ბონუსად:









1
110
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
110
  
2021, 2 დეკემბერი, 3:11
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1