x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ეს ბირთვული ჩლუნგი და ამბიციური გოიმი ამხელს იმაში, რომ... " - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" დამფუძნებელი და რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, გადაცემა "თეორემას" ყოფილი პროდუსერის და ამჟამად ემიგრაციაში მყოფი, რუსუდან ვაშაკიძის ფეისბუქპოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "ბირთვულ ჩლუნგს" უწოდებს. ჩერგოლეიშვილის ვრცელ პოსტს, რომელიც მან ცოტა ხნის წინ, პირად გვერდზე გამოაქვეყნა თქვენც უცვლელად გთავაზობთ.



"ასეთი მოგიზგიზე, ვულგარული, გალაქტიკური ბრიყვები დათარეშობენ ფეისბუქზე.


ემიგრაციაშია - სააკააშვილი ეხვეწება ემიგრანტებს ბილეთი აიღეთ, ჩამოდით, დამიხსენითო და ეს ბირთვული დებილი სააკაშვილის კონკურენტებს სთხოვს პასუხს იმაზე, რაზეც პასუხისმგებლობა არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ აუღია!



არასოდეს, არცერთ ოპოზციურ ლიდერს, გარდა ნაცმოძრაობისა და მასთან აწებებული კოლექტიური თაკო ჩარკვიანისა, არ აუღია არანაირი პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჩამოსვლაზე, ან მის გათავისუფლებაზე.


არავის, მისი კონკურენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებიდან, არ უთხოვია სააკაშვილისთვის ჩამოდი, უნდა დაგიხსნათო.


ეს ვულგარული გოიმები დაგვძახოდნენ რომ ჩვენ ნულები ვართ და სააკაშვილი წააქცევს ბიძინას.


ახლა სხედან დეპრესიაში, ემიგრაციაში, ხედავენ რომ არც სააკაშვილის გამო გავიდა და დადგა ხალხი ქუჩაში - ვერც სააკშვილს გამოუვიდა ის, რაც არ გამოუვიდა მაგალითად ბაჩო ახალაიას. გაირკვა რომ არაფრით, მეტი არ შეუძლია.



უფრო მეტიც - პირადად სააკაშვილის პარტიის დეპუტატები პარლამენტიდანაც კი არ გამოვიდნენ, მიუხედავად იმისა რომ
სთხოვა!



ეს ბირთვული ჩლუნგი და ამბიციური გოიმი სააკაშვილის კონკურენტებს ამხელს იმაში, რომ სააკაშვილის გათავისუფლების თავი არ აქვთ - შე ბრიყვო, არც დაპირებიან!!!" - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი.


შეგახსენებთ, რომ ჩერგოლეიშვილის გაღიზიანება რუსუდან ვაშაკიძის აღნიშნულ პოსტს მოჰყვა.


image




0
584
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
584