x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მომღერალი და კომპოზიტორი ალექსანდრე გრადსკი კოვიდის შემდგომი გართულებების გამო გარდაიცვალა

imageრუსეთის სახალხო არტისტი ალექსანდრე გრადსკი 73 წლის ასაკში კვირას კვირას, 28 ნოემბერს გარდაიცვალა.

პარასკევს კომპოზიტორი სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის საავადმყოფოში ინსულტის ნიშნებით. გრადსკის წინა დღეს, სახლში ყოფნისას, უჩიოდა ჯანმრთელობის გაუარესებას. ალექსანდრ გრადსკიმ სექტემებრში გადაიტანა კორონავირუსი, რის გამოც ძალზე დასუსტებული იყო და გართულებები დაუტოვა.

ალექსანდრე გრადსკი რუსული როკის მამად ითვლება და მის დაბადებაში დიდი წვლილი მიუძღვის, არტისტმა დააარსა ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი როკ ჯგუფი - ""Славяне". 1974 წელს დაამთავრა სახელმწიფო მუსიკალური პედაგოგიური ინსტიტუტი. მონაწილეობდა არაერთი საბჭოთა როკ ფესტივალის ორგანიზებაში, როგორიცაა "როკ პანორამა" ; მონაწილეობა მიიღო ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის ლიკვიდატორების მხარდასაჭერ კონცერტში.

1987 წლიდან - კომპოზიტორთა კავშირის წევრი. თავისი კარიერის განმავლობაში მან დაწერა მუსიკა მრავალი ფილმისთვის, შემქნა ოპერები, მათ შორის როკ -ოპერები, დადგმული აქვს როკ-ბალეტები, გამოუშვა რამდენიმე ათეული მუსიკალური ალბომი.

1988 წელს მან პირველად შეძლო საზღვარგარეთ გამგზავრება (აშშ-ში) . ის მუშაობს ერთობლივ პროექტებსა და კონცერტებში დასავლური მუსიკის ისეთ „ვეშაპებთან“, როგორებიცაა: ლაიზა მინელი, შარლ აზნავური, ჯონ დენვერი, კრის კრისტოფერსონი, დიონ უორვიკი, სემი დევისი, Greatful Ded და სინდი პიტერსი.

კონცერტებს მართავდა აშშ-ში, გერმანიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, შვედეთში. 1990 წელს, იაპონიაში ჯონ დენვერთან ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, გრადსკიმ კონტრაქტი გააფორმა წამყვან იაპონურ კომპანიასთან VMI-სთან (VICTOR). მან გამოსცა ორ დისკი (Metamorphoses and The Fruits From The Cemetery) და გამართა რამდენიმე კონცერტს იაპონიაში მრავალფეროვანი რეპერტუარით, დაწყებული რუსული სიმღერებით, დასავლურ ჰიტებით და იაპონური კლასიკური რომანსებით დასრულებული.

წელს მან მოსკოვში გახსნა საკუთარი მუსიკალური თეატრი Gradsky Hall, რომელიც შენდებოდა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ დროისთვის ყველა კონცერტი და სპექტაკლი პოპულარულია მაყურებელში. თეატრის დასი ძირითადად შედგება სატელევიზიო შოუ "«Голос" -ის მონაწილეებისგან, ამასთანავე გრადსკი ხშირად იწვევდა ქვეყნის საუკეთესო არტისტებს .

2019 წელს გამომცემლობა АСТ -მა გამოსცა წიგნი „ალექსანდრე გრადსკი. რუსული მუსიკის გრანდი ”, რომელშიც ევგენი ევტუშენკო, ანდრეი კნიშევი, ანდრეი მაკარევიჩი, ვლადიმერ მატეცკი და სხვა კოლეგები აზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს მუსიკოსის შემოქმედებაზე.



0
314
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0