x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარება და სად ცხოვრობს იგი ამჟამად თავის მეუღლესთან ერთად?

image

2019 წლის 19 დე­კემ­ბერს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დაჭ­რეს. ჭრი­ლო­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ ბევ­რჯერ დად­გა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ მისი გა­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხი. ამ უმ­ძი­მე­სი დღი­დან მალე 2 წელი გავა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ცოტ­ნეს გვერ­დი­დან არ მო­შო­რე­ბია მე­უღ­ლე, ანა ჯა­ბა­უ­რი. ანა პრო­ფე­სი­ით ექი­მი-კარ­დი­ო­ლო­გია. მან სა­ქარ­თვე­ლო­ში აწყო­ბი­ლი კა­რი­ე­რა მი­ა­ტო­ვა და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ცოტ­ნე და ანა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ.

რო­გო­რია ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და სად ცხოვ­რობს ახლა წყვი­ლი, ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს ანა ჯა­ბა­უ­რი ესა­უბ­რა.

უკვე 4 თვეა წეროვანში ცხოვრობენ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში, რომელიც მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო - სუფ­თა ჰა­ე­რი და ულა­მა­ზე­სი ტყე-პარ­კი აკ­რავს გარს.აქვე ახ­ლოს, ამა­ვე შე­მო­სა­ზღვრულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლია მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხედ­რო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­გაკ­ვირ­ვებთ ყვე­ლაფ­რით - თა­ნა­მედ­რო­ვე, მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი დარ­ბა­ზე­ბი­თა და უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით, მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლი გუნ­დი­თა და მო­ტო­რულ-კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ბევ­რი სი­ახ­ლით. სწო­რედ ამ ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უტა­რე­ბენ ცოტ­ნეს ყვე­ლა ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ულ პრო­ცე­დუ­რას, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზეა სა­ჭი­რო.

ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც ცოტ­ნეს­თან მუ­შა­ობს, ცხა­დია, სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი და მკაც­რად ეკი­პი­რე­ბუ­ლია. ცოტ­ნეს ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ამა წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­დე­გი საკ­მა­ოდ იმე­დის­მომ­ცე­მი და თვალ­სა­ჩი­ნო იყო - მან და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, ყო­ველ­დღე ამ­ბობ­და ახალ სი­ტყვებს, აწყობ­და წი­ნა­და­დე­ბებს, ჰქონ­და სრუ­ლი­ად ნა­თე­ლი გო­ნე­ბა, იცი­ნო­და, ხუმ­რობ­და, თან­და­თან აუმ­ჯო­ბე­სებ­და მო­ტო­რულ ფუნ­ქცი­ებ­საც.

მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცოტ­ნეს ძა­ლი­ან მძი­მე ეპი­ლეფ­სი­უ­რი სტა­ტუ­სი და­ე­წყო, რომ­ლის მოხ­სნაც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ გერ­მა­ნელ პრო­ფე­სო­რებს. ორ­ჯერ გა­და­იყ­ვა­ნეს ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში, და­უ­ნიშ­ნეს უძ­ლი­ე­რე­სი ან­ტი­კონ­ვულ­სი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დახია უკან - აპ­რილ­ში, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის უმ­ძი­მე­სი 15 თვის შემ­დეგ, ისევ ნუ­ლი­დან და­იწყო ყვე­ლა­ფე­რი. დღეს­დღე­ო­ბით ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა ახ­ლი­დან უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ჯერ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მიაღწია ეპი­ლეფ­სი­ურ სტა­ტუ­სამ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, მაგ­რამ გო­ნე­ბა ისევ ნა­თე­ლი აქვს, და­ი­წყო კი­დუ­რე­ბის ამოძ­რა­ვე­ბა, აქ­ტი­უ­რად კონტაქტობს ბგე­რე­ბით და ეტყობა, რომ უკვე ლა­პა­რა­კის და­წყე­ბას ცდი­ლობს.

მეუღლის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის დიდ ნა­წილს ცოტ­ნეს მოვ­ლა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და მას­ზე ზრუნ­ვა შე­ად­გენს. მის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­კი­თხი­სა და სფე­როს მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, კო­ორ­დი­ნი­რე­ბა, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ-ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, გერ­მა­ნელ პრო­ფე­სორ­თან ერ­თად მკურ­ნა­ლო­ბი­სა და კვე­ბის სქე­მის შედ­გე­ნა და კო­რექ­ტი­რე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლის­ხმე­ვის, პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბის დრო­უ­ლი გან­სა­ზღვრა - ეს ყვე­ლა­ფე­რი მისი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დამ­ხმა­რე­ე­ბი ჰყავს, არის პრო­ცე­დუ­რე­ბი, რო­მელ­საც მხო­ლოდ მეუღლე უტარებს ცოტ­ნეს. კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო, ცოტ­ნეს­თან და­მა­ტე­ბი­თი პერ­სო­ნა­ლის დაშ­ვე­ბის ში­შით და­ლა­ქო­ბაც კი შე­ის­წავ­ლა და თვი­თონ კრეჭს წვერ­საც და თმა­საც. თუმცა დღეს­დღე­ო­ბით, მარ­ტო ამით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მისი ყოველდღიურობა. თურ­ქეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში ასე იყო - უმ­ძი­მე­სი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი პა­ლა­ტა­ში ი­ცხოვ­რა და ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი ი­ყო ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ ახლა უკვე გან­ა­ახ­ლა მუ­შა­ო­ბა. ინ­ცი­დენ­ტამ­დე სამ ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და - კლი­ნი­კა­ში კარ­დი­ო­ლო­გად, ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფეს­ო­რად და სა­მე­დი­ცი­ნო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში "პულ­სი ტვ“ გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად. ნელ-ნელა და­ი­წყო უკვე სამ­სა­ხუ­რებ­ში გას­ვლა. ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წროს - პირ­ველ რიგ­ში ცოტ­ნე იყოს წეს­რიგ­ში, რად­გან დღე­ვან­დელ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა მას სჭირ­დე­ბა; სამ­სა­ხუ­რებ­შიც ხა­რის­ხი­ა­ნად ი­მუ­შაოს და არ მო­აკ­ლოს ყუ­რა­დღე­ბა არც შვილს, შვი­ლიშ­ვილს და მო­ხუც მშობ­ლებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ დიდ ენერ­გი­ას, ძა­ლის­ხმე­ვას და მო­ბი­ლი­ზე­ბას სა­ჭი­რო­ებს, მაგ­რამ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად მაძ­ლე­ვენ ამის ენერ­გი­ას.

თვლის რომ გიორგის და კონსტანტინეს გარეშე ვერ გაუძლებდნენ ამ­დენ უმ­ძი­მეს გა­მოც­დას. ასე­თი ძმო­ბა, რო­მელ­საც ისი­ნი ცოტ­ნეს უწე­ვენ, არც უნა­ხავს და არც გა­უგია. ორი წე­ლია ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი ყო­ველ წვრილ­მან­ში. ყვე­ლა წარ­მოქ­მნილ პრობ­ლე­მას ისი­ნი აგვარებენ. სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცია გა­ნუ­ვი­თარ­დათ ცოტ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს წი­ნას­წარ იცი­ან დღეს რა უჭირს და ხვალ რა დასჭირ­დე­ბა. ამ მძიმე განსაცდელის დროს სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და, ორი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ აძ­ლი­ე­რებთ - და­უშ­რე­ტე­ლი ოპ­ტი­მიზ­მი და რწმე­ნა ცოტ­ნეს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­სა, და მძი­მე პე­რი­ო­დებ­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩარ­თუ­ლი ერ­თმა­ნე­თის გამ­ხნე­ვე­ბის უნა­რი…



0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0