x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გაიცანით - ცისარტყლას ციყვი (ყველაზე იშვიათი ციყვი მსოფლიოში)

გარდა იმისა, რომ ამ ციყვებს ცისარტყლისებური შეფერილობა აქვთ, ჩვენთვის ცნობილ ციყვებთან შედარებით, გიგანტური ზომებით ხასიათდებიან. ჩვეულებრი, ამ ჯიშის ციყვების უმრავლესობა, იმდენს იწონის, რასაც საშუალო ზომის, დაბალბეწვიანი კატა. ხოლო, ცხოველის სიგრძე - 1 მ–მდე შეიძლება იყოს.


image


ცისარტყლას ციყვები ინდოელი ფოტო–მოყვარულის კაუშიკუ ვიჯაის ფოტოაპარატის ობიექტივში 2019 მოხვდნენ, რაც ნამდვილად, რომ დიდი გამართლება იყო. გიგანტური ზომის ციყვები სამხ. აზიაში ბინადრობენ და ხეებზე ცხოვრობენ. ხოლო, მათი კვების რაციონი, სხვა ციყვების რაციონისგან არ განსხვავდება. ზომები კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შთამბეჭდავი აქვთ: თავის და სხეულის სიგრძე, დაახლოებით, 35 სმ. შეიძლება ჰქონდეთ და ამას 60 სანტიმეტრიანი კუდიც ემატება და მიუხედავად იმისა, რომ ცხოველი 2 კგ–ზე მეტს იწონის, - გადახტომა 6 მ–ის სიგრძეზე შეუძლია.

ყველაზე საინტერესო კი, ციყვების ბეწვის შეფერილობა არის. როგორც წესი, ის ორ ან სამ ფერიანია: კრემისფერი და ღიაკრემისფერი, ყვითელი და ყავისფერი, არიან წითურები და მუქი ყავისფერები. მაგრამ, მათ შორის, უნიკალური შეფერილობის ცხოველებიც არიან: ციყვებს, რომლის გადაღება ფოტო–მოყვარულმა შეძლო, ბეწვი ცისარტყლის ფერებში აქვთ შეფერილი — ერთმანეთში გარდამავალ ფერებში და ტონებში, შეიძლება იისფერი, ყვითელი, ლურჯი და ინდიგოს ფერის ნახვაც კი. ბიოლოგები ფიქრობენ, რომ ასეთი ჭრელი შეფერილობა ცხოველებს, შეჯვარებისთვის, პარტნიორების მიზიდვაში ეხმარება და ასევე, შენიღბვის კარგი საშუალებაა.


imageimageimageimageimageimageimage

image


imageimageimageimage




0
41
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0