x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
"არ მეგულება ადამიანი, ვინც კობახიძე - მდინარაძის მოსასმენად თავისი ნებით ქუჩაში გამოვა!" - ლევან ლორთქიფანიძე

image


პოლიტოლოგი და "კავკასიური სახლის" ბორდის წევრი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პარტია "ქარული ოცნების" მიერ დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი საბიუჯეტო სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს ხვალინდელ შეკრებაში მონაწილეობისკენ უბიძგებს. ლორთქიფანიძის თქმით, დედამიწაზე არ მოიპოვება ადამიანი ვინც კობახიძე-მდინარაძის მოსასმენად თავისი ნებით ქუჩაში გავა!



"დიახ, ბევრ ევროპულ ქვეყანაში პარტიები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მთავარ ყრილობებს, დემონსტრაციებს, მსვლელობებს მართავენ…


დიახ, ეს ტრადიცია არსებობს და ამაში გასაკვირი არაფერია.


სხვა რამ მიკვირს, 2012 წლის შემდეგ “ოცნებას” დიდი გამოსვლა არ გაუმართავს, რატომღაც წელს გადაწყვიტეს “ნაცების” ჟრიამულის პასუხად მიტინგის მოწყობა და მთელს ქვეყანაში საბიუჯეტო სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს უბიძგებენ ამ შეკრებაში მონაწილეობისკენ.


ათი წელია “ნაცებზე” გამოხმაურება ხართ! ათი წელია “ნაცებზე” რეაქცია ხართ! ათი წელია ვერ შეძელით სხვები გექციათ მოპასუხედ და თავად ყოფილიყავით დღის წესრიგის შემქმნელნი! დატოლების მეტი ხომ უნდა შეგეძლოთ რაიმე?!


დედამიწის ზურგზე არ მეგულება ადამიანი, ვინც კობახიძე - მდინარაძის მოსასმენად თავისი ნებით ქუჩაში გამოვა!"- წერს ლორთქიფანიძე.


"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება, სადაც მისივე თქმით, საქართველოს ათეულობით ათასი მოქალაქე შეიკრიბება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ აჩვენოს, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა.






0
500
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
500