x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"რა ღირსება ხალხო, შიმშილით ვკვდებით, კორონათი ვკვდებით, იმათ კი აქვთ საჭმელიც, სახლებიც, მანქანებიც"

ხელოვანი ხალხი ყოველთვის სხვაგვარად განიცდის და გადმოსცემს რეალობისგან დაგროვებულ სათქმელს.


image

ფოტო, პირადი ფეისბუქ-გვერდიდან

გიორგი მარშანია

"ერთი ციცქნა ქვეყანა ჩაიბარა რამდენიმე ათეულმა კაცმა და ჩვეულებრივად ვნადგურდებით".

"გვისმენენ! გვაშანტაჟებენ! გვკლავენ! გვტ***ვენ! გვიჭერენ! გვატყუებენ! " - წერს სტუდია "ველოსიპედის" ხელმძღვანელი გიორგი მარშანია თავის ემოციურ პოსტში.

იხილეთ სრული პოსტი:

"აი, დღე არ გავა, მესიჯი არ მომივიდეს, რომ 10 ₾არი მასესხე, 30 ₾არი მასესეხე, ბავშვის დაბადების დღეა და ტორტის ფული არ მაქვს, რომ ბაღში მივიტანო, ბავშვს საჭმელი მაინც რომ ვუყიდო...... როგორი მოსასმენია? მე, მადლობა ღმერთს, 20 ₾არი შეიძლება არ მიჭირდეს, მაგრამ რამდენი 20 ₾არი მექნება? ან ვის ეყოფა, თუნდაც ის ერთი 20 ₾არი? რამდენ ხანს ეყოფა? რას იყიდის?......... ზოგი შეიძლება იტყუება, ზოგი სპეციალურად აკეთებს სხვა ანგარიშს, რომ რცხვენია.. არა მგონია, იმ მატყუარასაც ულხიდეს... და ამ დროს ქვეყანაში რა ხდება? ერთმანეთის ლანძღვა, გინება, ღლიცინი... ეს ქვეყანა ვისაც აბარია, იმათ კი აქვთ საჭმელიც, სახლებიც, მანქანებიც, საათებიც, ტანსაცმელიც... რაზე ვლაპარაკობთ? აი, რომ დავუფიქრდეთ, რა ქვეყანში ცვხოვრობთ და რაზე ვლაპარაკობთ?

- მიშა არ დაბრუნდეს!
- მიშა მოკვდეს!
- ბიძინა წავიდეს!
- ხუთიანი ვინც შემოხაზა ბოზია!
- ორმოცდაერთი ვინც შემოხაზა ქვეყნის მტერია!

ხალხს ქვეყანა აბარია და 9 წლის წინ გადაღებულ კადრებს გვიფრიალებენ და უფასო ლიფტები გექნებათო! წარმოგიდგენიათ? დღეში 10 თეთრს გვპირდებიან - რა დღეში ვართ.. ბენზინი გაძვირდა, კვერცხი გაძვირდა, პური გაძვირდა, ტერიტორებს ყოველ დღე ვკარგავთ - თუ გგონიათ, სახლში ლეპტოპთან რომ ხართ თბილად, იქ ომი არ არის? გეგონებათ, კი - საოკუპაციო ხაზთან ათ-ათი კაცი დადის და პიდარასტების საცემად ათი ათასი... ღირსება შევინარჩუნოთო... რა ღირსება ხალხო, შიმშილით ვკვდებით, კორონათი ვკვდებით, პირადაპირი მნიშნვნელობით ვკვდებით თან, კი არ ვაჭარბებ! ერთი ციცქნა ქვეყანა ჩაიბარა რამდენიმე ათეულმა კაცმა და ჩვეულებრივად ვნადგურდებით. ვღარიბდებით, ვშიმშილობთ, ვიხოცებით... და ზოგი არჩევნებზე არ დადის, და ზოგი დადის, ნაცები არ მოვიდნენო...

რა ნაცები, ხალხო! რა მიშა! რა გრიშა! გვისმენენ! გვაშანტაჟებენ! გვკლავენ! გვტყნავენ! გვიჭერენ! გვატყუებენ! დაგვცინიან! და ჩვენ ვდგავართ და რაზე ვლაპრაკობთ?.. მე გეტყვით: შენ ნაცი ხარ! შენ ქოცი ხარ! შენ პიდარასტი ხარ! შენ ურწმუნო ხარ! შენ მორწმუნე ხარ! მეგობრებიც კი ერთმანეთს ვართ გადაკიდებულები, რა ღირსება, რა ქვეყანა, რა სიკეთე, რა ქრისტიანობა... მე ხო ვიცი, ეს სტატუსიც დაისქრინება და წავა საჭირო ადგილას. მე ხო ვიცი, "ეგე, ხო ვამბობდი, მარშანია ნაციაო" მოყვება ამას. ქეცბაიასი არ იყოს, სულ ფეხებზე მკიდია, ნაცებიც, ქოცებიც და ლეიბორისტებიც! მე რაც გამოვიარე ნაცების დროს, ბევრი ჩემზე უარეს დღეში იყო, მაგრამ ბევრს არც დაესიზმრება! ამიტომ ჩემო ძვირფასო ქოცო მეგობრებო, ტრაკში შეიტენეთ თქვენი აზრები ჩემს ნაცობაზე!

დღე არ გავა, მესიჯი არ მომივიდეს, რომ 10 ₾არი მასესხე, 30 ₾არი მასესეხე, ბავშვის დაბადების დღეა და ტორტის ფული არ მაქვს, რომ ბაღში მივიტანო, ბავშვს საჭმელი მაინც რომ ვუყიდო..."

0
314
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0