x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მაია ნადირაძე ნაცმოძრაობას აკრიტიკებს - „ეპოქალური საქმე ჰქონიათ… ხაზარაძე- მელიას დასაქმების “უზრუნველყოფა“
image


“ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ყველაზე აქტიური სახე და სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრი მაია ნადირაძე თავისივე პარტიის ლიდერებს მიმართავს.. როგორც ჩანს ნადირაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ნიკა მელიას მიერ საგანგებოდ წარდგენილი ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი და კოალიციური მოადგილეები.

.

„ამასწინათ, ისეთი გულუბრყვილო პოსტი დავდე – მიშას ყოფილ თანამოაზრეებს მივმართავდი – ეპოქალური ამბავია მიშას გამოხსნა და გადადეთ გვერდზე წყენებითქო. (ერთადერთი, გიგი უგულავამ იგივე თქვა და თურმე ცოტა ადრე)


.
რა ვიცი, რამ გადამრია?! რა რომანტიზმი მეტაკა?! რას ველოდი?!
ყოფილი თანამოაზრეები კი არა და, სულაც მისი პარტიის მესვეურ- მოურავები ყოფილან ძალიან დაკავებულები.

.

მაგათაც ეპოქალური საქმე ჰქონიათ… ხაზარაძე-ლიაკა- მელიას დასაქმების “უზრუნველყოფა აქვთ განსახორციელებელი”, როგორც თავად იტყოდნენ. არაა ეს პატარა საქმეო. ამას რომ მოვითავებთ მიშასაც მივხედავთო. როგორ და რანაირადო, მაგას ვერ “გაგიმხელთო”.

.

ალბათ ასეა! მე რა უფლება მაქვს ეჭვი შევიტანო მათ გეგმებში და სტრატეგიებში.
ამ პოსტით იმიტომ გაწუხებთ, რომ ინფორმაცია მაქვს თქვენთვის: მე ერთობ არასოციალური არსება კი ვარ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ კვირაში 23 ადამიანს გამოველაპარაკე. ადამიანს, ანუ ქოცს – არა! ხოდა, ის მინდოდა მეთქვა, რომ ამ 23 ადამიანიდან, 5- მა გადაჭრით მითხრა ნ. მელიას ხმას ვერ მივცემო, ამას დამატებულმა კიდევ 5- მა, ანუ 10-მა, ვერაო, ვერც დანარჩენ ოპო პოლიტმუშაკებსო და კიდევ 2-ს სერიოზული ჭმუნვა ჰქონდა არჩევნებზე წასვლა-არ წასვლაზე.

.

ჰოდა, დანარჩენი თქვენ დაითვალეთ. ამ 23- იდან უკლებლივ ყველამ 1 ოქტომბერს თქვენ მოგცათ ხმა !

რა უნდა ამ ხალხს და არ მოსწონთ, თქვენ არკვიეთ და თუ საჭირო იქნება, გალანძღეთ კიდეც. რა პრობლემაა?!

.

P.S. ამ წუთას გავიგე, რომ მიშა ცუდად გახდა და მოაბრუნეს ამჯერად. მიშას რომ რამე მოუვიდეს, თქვენ, ოპომუშაკებო, მარტო ჩაილურის წყალს კი არ დალევთ, თქვენც გახდებით ბრალდებულები. მე მითქვამს!”– წერს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში.


* * *


image


სამოქალაქო აქტივისტი და ბუნების დამცველი ნატა ფერაძე, რომელიც მანამდე მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებას სხვადასხვა საპროტესტო აქციებიდან რადიკალური განცხადებებით ახსოვს და ოპოზიციის მხარდამჭერად მოიაზრებოდა, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ღიად წერს, რომ ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას ხმას ვერ მისცემს... აღმოჩნდა, რომ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ნაციონალურ მოძრაობას ფერაძის მხარდაჭერა აღარ ექნება.


როგორც აქტივისტი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განმარტავს, ნატა ფერაძე ამ დასკვნამდე მელიას მიერ გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა მიიყვანა. ბოლო წვეთი კი ტვ პირველში ნიკა მელიას სტუმრობა გახდა.


„მელია ისეთებს ლაპარაკობს ტვ პირველზე, ვერ მივცემ ხმას, შანსი აღარაა! იდი**ხ*ი...“ - ნატა ფერაძე.

.

პროსტა უნდა ნახო ტვ პირველი. ახლა რეკლამაზეა ჭრა. ეგრევე შემაქანა... თვალებიდან და ყურებიდან ტვინი და სისხლი მდის... ინბოქს ყველა ურბანუსტი შოკშია. ცოცხი არაა ეს, სამშენებლო ნაგავია. აი საკამათოდაც რიმ არ ღირს, ისეთი აბსურდი თქვეს. ვინ ყავთ? 1 უვიცი ანა ბიბილაშვილი. ეგაა საუკეთესო გოგო? ოკ...

.

ხაზარაძემ ისეთი დაამატა, წავალ, კალაძეს შემოვხაზავ, ამათ არ მოიგონ. რაის მწგაპროექტი თბილისი სითი, იდინახუი. არა, ხაზარაძემ ისეთი გაუტია, მეორე პანორამას აპირებს. არა, ამას ხელს ვერ მოვაწერ ჩემი ხმით. აბესაძეც ამატებს. გადაწყვეტილი აქვთ უკვე. ხმა არ გამცეთ პატრიოტიზმზე, ამათი შემოხაზვა თბილისის მოკვლაა.

,

დროა კანდიდატებს ადეკვატური შეპირებები მოვთხოვოთ. ხაზარაძის და მისი "ურბანისტის" გადატანილი რკინიგზით და მის ადგილას გაშენებული მეგაპროექტ "თბილისი სითით" ამხობთ პუტინს?.. ასეთ მნიშვნელოვან დროს რომ ეს არ უნდა ეთქვათ, ამასაც ტვინი უნდა. ანუ ისეთი სირები არიან, ჯერ არ გაურკვევიათ, ისე გვიყვებიან ამ ჰიპოთეტურ პროექტზე ასეთ კრიტიკულ დროს?.. კალოშს რა შემომახაზინებს, სულ არ წავალ რამეს თუ არ შეცვკიან რადიკალურად

.

გადავდივარ ჩემი ყვავილების და ცხოველების პოსტვაზე, დანარჩენი ამაოებაა. აღარ მინდა ეს მარაზმი. განხილვას არ ექვემდებარება, ხელმოსაკიდი არ დატოვეს...

,

პიზდეცში ვართ, გინდა აქედან, გინდა იქიდან.
ამ ეტაპზე სამოქალაქო აქტივიზმის კბილებამდე შეიარაღებაზე ფიქრზე უნდა გადავერთო ისევ, რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ქალაქს დედა ეტყვნის.
.
ქალაქის აოხრების პროექტს თუ არ ვეთანხმები, პუტინის მონა მე კი არ ვარ, თქვენ დაგაგოიმეს და პროგრამა არა აქვთ.
ტიპები რო გამოდიან და ისეთ ურბანულ ფაშიზმზე ლაპარაკობენ, აღარაფერი უშველის თბილისს მერე, ეს გუნდი რომ არ შემოვხაზო, აწი ქოცი უნდა მიძახოთ? მიძახეთ, რაც გინდათ, ქალაქს არ დავუთმობ ამ სტიქიურ მავნებლებს, წინასწარ რომ აანონსებენ შემორჩენილი ქალაქის აოხრებას. ლისს რაც დამართა, 1:1 ბიძინას თაბორის მოდელია ოდნავ მცირე მასშტაბით. 20 წუთი მაინც უნდა კარგმა პროფესიონალმა ურბანისტმა რომ აგიხსნას, ასე რეფლაებში გამიჭირდება. და რკინიგზაზე რაც თქვეს, რომ აპირებენ, კამათსაც არ ექვემდებარება, მარტო გაქცევას.
.
რკინიგზის ადგილას ლონდონს ავაძენებთო.... კალაძემ დაღუპა თბილისი და ერთი სული მქონდა ოდნავ ადეკვატური მმართველობა მოსულიყო და არა ახალი ენთუზიაზმით უარესი პროექტებით.
.
ქალაქი ესეთ დღეშია, მერობის კანდიდატები ამაზე მნიშვნელოვანზე რაზე უნდა გველაპარაკონ, ასეთი ქალაქიდან ან უნდა გაიქცე, ან დეპრესიული იყო, ან აგრესიული.
.
0
826
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
826
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0