x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ყველაზე დიდი ნაძირალა ამ ძვირიანი ტანსაცმლის უკან იმალება”- ვისზე საუბრობს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დედაქალაქის მოქმედ მერსა და "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს სახალხო დამცველის განცხადებაზე გაკეთებული ირონიული კომენტარის გამო "ყველაზე დიდ ნაძირალას" უწოდებს.


"სინამდვილეში, ყველაზე დიდი ნაძირალა ამ ძვირიანი ტანსაცმლის და მილანში დავარცხნილი თმის უკან იმალება. ქართული ოცნების გამორჩეულ ნაძირლებს შორის, ყველაზე დიდი ნაძირალა კახი კალაძეა. თავისი ხიტრაჟოპობით "კაი ტიპს" რო ძერწავდა საკუთარი თავისგან და ახლა ნიღაბახეული ურჩხული რომაა, ის კალაძე. ამ "კაი ტიპის" პოზის გამო, ყველაზე საშიში ნაძირალაცაა." - წერს გვარამია.


ცნობისთვის, სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს. ლომჯარიას თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. სახალხო დამცველის ზემოხსენებულ დასკვნას კალაძე შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა, რასაც ნიკა გვარამიას გაღიზიანება მოჰყვა.


"სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი. თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება და მიეხედება ისე, როგორც ყველას".









0
882
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
882