x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პანდემიაზე საშიში: მეცნიერები კლიმატურ კატასტროფაზე გვაფრთხილებენ

image


მეცნიერებმა დედამიწაზე ტემპერატურის მატება ადამიანის ჯანმრთელობის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად დაასახელეს. მათ თავიანთი აზრი გამოაქვეყნეს პეტიციაში იმ ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP26) შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში. ამის შესახებ ვებგვერდი Phys.org იტყობინება.






ექსპერტების აზრით, კლიმატის კრიზისის უარყოფითი ეფექტი ბევრად უარესი იქნება, ვიდრე კორონავირუსის პანდემიის შედეგები. წიაღისეული საწვავის ჰაერის დაბინძურება იწვევს ყოველწლიურად შვიდი მილიონზე მეტი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს. პლანეტაზე იზრდება დაავადებულთა რიცხვი უხარისხო საკვების, წყლისა და ჰაერის გამო. პეტიციაში ასევე ნათქვამია, რომ მხოლოდ წელს ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანში, ვიეტნამში, კანადაში, გერმანიაში, ბელგიაში იყო დიდი კატაკლიზმები, რამაც ზიანი მიაყენა მოსახლეობას.



ასევე, ექსპერტებმა განმარტეს, რომ ამ საუკუნეში დედამიწაზე ტემპერატურა 2, 7-3, 1 გრადუსით მოიმატებს.







ამასთან დაკავშირებით, ექიმებმა შემოგვთავაზეს გარკვეული ზომების მიღბა კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. უპირველეს ყოვლისა, ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ ფინანსები სუფთა ენერგიის გასავითარებლად, ასევე, სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების ზომები უნდა იყოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გეგმის ნაწილი.

0
151
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0