x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
სოსო გოგაშვილი: "ხვალიდან კანცელარიასთან 12:00 სთ.ზე დაიწყება კამპანია #დაბეგრეკაზინო"

image
ყურადღება!! ხვალიდან კანცელარიასთან 12:00 სთ.ზე დაიწყება კამპანია #დაბეგრეკაზინო
- ჩემო მეგობრებო, კარგად წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი მოსაზრება და კარგად გაანალიზეთ არსებული ვითარება, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო!!
- საქართველოში ფორმალურად ორად გაყოფილი ერთი პოლიტიკური ორგანიზმი და ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური ცირკი, რომელსაც პროფესიონალი ჯამბაზები მართავენ, ხალხს აცხოვრებს ოცნებებში და ილუზიებში.
- პარალელურად მძვინვარებს ეპიდემია, რომელიც ყოველდღე იწირავს ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ შორის უთავბოლო და უპასუხისმგებლო ეპიდემიური მენეჯმენტის გამოც.
- ეს ყველაფერი არ აძლევს ადამიანებს გასაქანს და საშუალებას, რომ რეალურად შეაფასონ ვითარება, გაერკვნენ, თუ რა ხდება სინამდვილეში ირგვლივ, ან მათ თავს. აი ამ ფარსში და ირეალურ სამყაროში “ცხოვრებით”, კი არადა არსებობით, სწრაფად გარბის წლები და მთელი ცხოვრება.
უაზროდ, ძალიან უაზროდ.
- ჩვენი ხალხი გაცილებით უკეთეს ფინანსურ და სოციალ- ეკონომიკურ პირობებს, გაცილებით უკეთეს შეფასებას და დაფასებას იმსახურებს. ეს სავსებით შესაძლებელია. დასაფასებელია ყველა ასაკის და პროფესიის ადამიანი.
სამწუხაროდ უმრავლესობას ხშირად უწევს მშიერი კუჭით ძილი, რადგან არ შეუძლია გამოკვებოს შვილები ყოველდღე. ასევე უწევთ ბუნკერებში ძრომიალი, ქუჩა- ქუჩა შემწეობის თხოვნა და მთავრობისგან გადმოგდებული დამამცირებელი ოდენობის პენსიის, დახმარების, თუ ხელფასის, (რომელიც არაფერში არ ჰყოფნის) ამარა ყოფნა და არსებობა:(
- რა ხდება ამის მიღმა? უსამართლოდ მდიდრდება ძალიან მცირე პირთა წრე, რომელიც დაახლოებულია ხელისუფლებასთან, ან არის მისი წევრი. მდიდრდება გეომეტრიული პროგრესიით.
- წარმოუდგენელ და ფანტასტიკურ თანხებზეა საუბარი. ფაქტიურად საქართველოს ჰყავს უკვე რამდენიმე ათეული მილიარდელი, რომელიც არ ჩანს ასე ღიად, მაგრამ გარწმუნებთ, რომ გვყავს უკვე… კი.
- ხომ არ გგონიათ კაპიკს გააგდებინებთ საქველმოქმედო მიზნით მაინც? …აქ მაინც მოეშვით ოცნებას, რადგან ეს არ ხდება. დამალული როგორ უნდა დახარჯო ღიად, სურვილიც რომ გქონდეს? არ ეშინიათ, არ უნდათ.
გამიგრძელდა სიტყვა და დავუბრუნდები კამპანია #დაბეგრეკაზინო- ს.
ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია აპირებს, რომ წამოიწყოს პერმანენტული, ეფექტური, ფართომაშტაბიანი კამპანია ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებას აქვს სათამაშო ბიზნესის მიმართ, არის მინიმუმ არასამართლიანი, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ფარულ
ინტერესებზე. (ამაზე მოგვიანებით გაცნობებთ კამპანიის მსვლელობისას). ვამხელთ ამ ფარულ ინტერესებ!!
- გვინდა მოგიწოდოთ ყველას და თითოეულს, ვისაც მიგაჩნიათ, რომ ეს თავგასული და უსამართლო პრივილეგიებით გაზულუქებული ბიზნესი უნდა დაემორჩილოს საყოველთაო კანონს და იხდიდეს შესაბამის გადასახადს ბიუჯეტის, ანუ ხალხის სასარგებლოდ.
- ვისაც გსურთ, რომ გაუმჯობესდეს თქვენი, ან თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ფინანსური და სოციალური მდგომარეობა, ჩაერთეთ ამ კამპანიაში და დარწმუნებულები იყავით, რომ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. ამ მთავრობის ხელში, თუ არა, შემდეგი კოალიციური მთავრობის ხელში მაინც.
- მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკოსებს, პარტიებს, ორგანიზაციებს, მედიას, არასამთავრობოებს, ნებისმიერ მსურველს, ერთად ჩავერთოთ ყველა ამ კამპანიაში, რადგან #დაბეგრეკაზინო გახდეს საყოველთაო ეფექტური და შედეგიანი კამპანია.
წარმატებები ყველას ერთად! " წერს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი
0
294
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0