x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"შაბაშის" ფორმა, რომელიც მიწასთან ასწორებს მუსიკოსის ღირსებას, თუმცა მუსიკოსი ფულის დაკარგვის შიშის გამო ამაზე ხმას არ იღებს

image ნაცნობი ოპერატორის საიტის ვიდეოებში შემხვდა ვიდეო რომელმაც ძალიან ცუდ ხასიათზე დამაყენა, ვიღაც ღიპიანმა "ბიძამ", რომელსაც მთელი ქორწილის მენიუ ჰალსტუხზე ჰქონდა ასახული ფული ენის წვერით დაასველა და ქორწილში მიწვეულ მუსიკოსს შუბლზე მიაკრა, მუსიკოს სიმღერა არც კი შეუწყვეტია ისე გააგრძელა პროფესიული საქმიანობა.
გასაგები რომ იყოს თავიდანვე ყველაფერი აქვე ვიტყვი: ყველა პროფესია დასაფასებელი და მისაღებია, მით უფრო ხელოვანის, არა აქვს მნიშვნელობა ფილარმონიაში დაუკრავს, სტადიონზე თუ რესტორანში, ადამიანი მუშაობს თავისი ცოდნის ხარჯზე რაც დასაფასებელია.
ამ ვიდეომ გამახსენა კოვიდამდე ჩემი ყოფნა ქორწილში, სადაც ანალოგიური შემთხვევა მოხდა.
ქორწილში 300 სტუმარზე მეტი იყო, მუსიკოსები როგორც აღმოჩნდა რესტორანში მუშაობდნენ ყოველდღიურად.
შუა ქორწილიდან დაიწყო და რა დაიწყო, მთვრალი სუფრის წევრები რიგრიგობით დგებოდნენ და შეკვეთილი მელოდიის სანაცვლოდ "შაბაშის" სახით შუბლზე აკრავდნენ რომელიმე მუსიკოსს ფულს.
შემზარა ამის დანახვამ, არის რაღაც რომლის იქით უფსკრულია, ღირსება ფულზე მაღლა იდგა მუდამ და ასეც უნდა იყოს, მე მესმის იმ მუსიკოსებისაც, მთვრალ მამაკაცთან მისი საქციელის განხილვა წყლის ნაყვაა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა იმ მუსიკოს და სხვებსაც თავი აერიდებინათ შუბლისკენ წაღებული ფულიანი ხელისთვის?-აი ეს არ მესმის, ვიყო მუსიკოსი და ვიღაც ბიძამ", რომელსაც სიმთვრალის მაღალი სტადიის გამო ღია ღიპი უთანთალებს, მისი ნერწყვით დასველებული 100$-იანი შუბლზე "შპალერივით" გამაკრას.
არა ბატონებო, სხვისი არ ვიცი და მე ამას არ შევეგუებოდი, იმ ქორწილშიც პატარძლის მხარეს წარმოვადგენდი და თან ჩხუბს და აყალმაყალს მოვერიდე მასპინძლის ხათრით, თორემ იმ "ბიძასაც" და სხვა "ბიძებსაც" მივუჩენდი ადგილს.
მუსიკოსებო!-თქვენ ხელოვანები ხართ და არა ვიღაც "ფულის ტომრის" მოჯამაგირეები უკადრებელი გაკადრონ, ნუ დაიყვანთ თქვენს ღირსებას "პლინტუსის" დონემდე, შვილების თვალებში შეხედვის არ უნდა გრცხვენოდეთ სახლში მისულს.

0
274
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
274