x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ცოტა რამ იაკობ ნიკოლაძის შესახებ
imageიაკობ ნიკოლაძე ითვლება ქართული რეალისტური ქანდაკების
ფუძემდებლად, მან
შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, მისი პირველი
მნიშვნელოვანი ნამუშევარი,
რომელიც თიხაში იყო შესრულებული და ეწოდებოდა “იმერელი
გლეხი”სამწუხაროდ
დაკარგულია, თუმცა
იმ ნამუშევარშივე იგრძნობოდა ავტორის სურვილი, დაენახებინა
ადამიანის არამხოლოდ გარეგნული მხარე, არამედ შინაგანი
სამყაროც.
იაკობ ნიკოლაძემ განათლება მიიღო მოსკოვში, სტროგანოვის
ცენტრალური სამხატვრო
-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894), ოდესის სამხატვრო
სკოლაში, პარიზის
ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (1899-1901). აღსანიშნავია
ისიც რომ იგი მუშაობდა იმ
პერიოდისთვის საკმაოდ სახელმოხვეჭილ როდენთან და მას
ეხმარებოდა.

ამ
დროისთვის თბილის ში არსებობს მისი სახლმუზეუმი,
სახელოსნო, სადაც ის
სამშობლოში ყოფნისას ქმნიდა თავის გენიალურ
ნამუშევრებს.მის სახელს უკავშირდება
საქართველოში ევროპული სკულპტურული სკოლის ჩამოყალიბება.
როგორც შალვა
ამირანაშვილი წერდა “ქართული პლასტიკის მრავალსაუკუნოვანი
დუმილის შემდეგ”
იგი მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოვიდა ასპარეზზე და
თითქმის ოცდახუთი წლის
განმავლობაში ქვეყნის ერთადერთი მოქანდაკე იყო. მან შეძლო
მოეპოვებინა მსოფლიო
აღიარება. მისი შვილიშვილე დღემდე განაგრძობს მის
პროფესიას და ცდილობს დიდი
წინაპრის ნამუშევრების მოტივებზე თავიდან დაამზადოს
ქანდაკებები.

imageმე და იაკობ ნიკოლაძის სახელოსნო



ჩემზე უდიდესი და განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა
მისმა მინიატურული ზომის შიშველმა, იმ დროისთვის საკმაოდ თამამმა და
ეროტიტულმა ნამუშევრებმა
imageimage
მისი შემოქმედებიდან, ყველაზე მეტად "ქარი" შემიყვარდა, რომელიც პირველად ეროვნულ გალერეაში ვიხილე


imageimageაღსანიშნავია, რომ იაკობ ნიკოლაძემ არამხოლოდ გამოაქანდაკა შოთა რუსთაველი, მან შექმნა ზოგადად მისი სახე, რა საკვირველია ჩვენთვის უცნობი იყო, როგორ გამოიყურებოდა ის სინამდვილეში, იაკობ ნიკოლაძემ კი იგი გამოძერწა სწორედ ისეთი სახით, როგორითაც დღეს ჩვენ მას ვიცნობთ, რომ არა ის, ალბათ, შოთა რუსთაველისთვის არ იქნებოდა დამახასიათებელი ასეთი წაწვეტებული ქუდი, ანდაც ბუმბული ქუდში.
imageimage

შოთა
რუსთაველის მონუმენტი ვილაბორგეზეს პარკში, რომი იტალია მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე





imageმთაწმინდის პანთეონში არსებულ ილია ჭავჭავაძის საფლავზე მდგარი ყველასათვის ცნობილი მონუმენტი “მწუხარე საქართველოც” სწორედ იაკობ ნიკოლაძის ნამუშევარია.



image


2016 წელს, გაიმართა ეიაკობ ნიკოლაძის დაბადებიდან 140 წლისადმი
მიძღვნილი მისი გამოფენა, ეროვნულ გალერეაში და გამოიცა ალბომი მისი ნამუშევრებით.

0
307
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0