x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მამამ სასიკვდილო სენით დაავადებულ შვილისთვის თავად გამოიგონა წამალი
image

ჩინეთში, სასიკვდილო სენით დაავადებული ბიჭის მამამ მოახერხა დამოუკიდებლად შეექმნა შვილისთვის წამალი. იტყობინება South China Morning Post.


მენკესი-ეს არის იშვიათი სასიკვდილო დაავადება, რომელიც იწვევს ზრდის შეფერხებას, ნერვული სისტემის დარღვევებს და თმის დამახასიათებელ დახვევას, რის გამოც მენკესის დაავადებას ასევე უწოდებენ "ხვეული თმის დაავადებას". ამ ტიპის პათოლოგიები ჩნდება ადამიანის ორგანიზმში სპილენძის უჯრედული ტრანსპორტირების დარღვევის გამო - ამ დაავადების მქონე ბავშვები როგორც წესი მხოლოდ რამდენიმე წელიწადი ცოცხლობენ.


"ჩვენ ექიმს მივმართეთ ბავშვის შენელებული განვითარების გამო. მათ აიღეს ანალიზები, რათა ჩაეტარებინათ სრული გენეტიკური ტესტი და პასუხი იყო -მენკესის დაავადება. თავს განადგურებულად ვგრძნობდი, მაგრამ დანებება არ შემეძლო. როგორ შეგიძლია უარი თქვა საკუთარ შვილზე? ” - თქვა ბავშვის მამამ, 30 წლის მამაკაცმა სიუ ვეიმ(Xu Wei).


image

რომდესაც შეიტყო, რომ საკუთარ შვილს ასეთი საშინელი დაავადება სჭირდა, პირველი რაც გააკეთა, შეეცადა მოეძებნა ყველა სახის მეთოდი მისი მკურნალობისთვის, მაგრამ ალტერნატივა რომ ვერ იპოვა, მან თავად შეძლო ექსპერიმენტული პრეპარატის, -ამინომჟავა ჰისტიდინის სპილენძის სინთეზირება.


ჩინელი მამაკაცი, რომელსაც მხოლოდ საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული, ჩაირიცხა უნივერსიტეტის საჯარო კურსებზე, რომლის მეშვეობითაც მან ისწავლა ფარმაცევტული საშუალებების წარმოება და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა. მის მიერ შექმნილი წამლის დამზადება ინდუსტრიული წარმოების მაღალი სირთულისა და მაღალი ღირებულების გამო, საკუთარ სახლში განხორციელდა.


როგორც არის მიღებული, პრეპარატი მამაკაცმა ჯერ ვირთხებზე გამოცადა, შემდეგ საკუთარ თავზე და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა შვილს. კველევებმა აჩვენა, რომ წამალმა ნაწილობრივ გამოაჯანმრთელა ბავშვი. ის გადარჩა, მაგრამ ვერ ტრიალდება და ვერ საუბრობს.

image

მენკესის დაავადება 1962 წელს ბავშვთა ნერვოპათოლოგმა ჯონ მენკესმა აღმოაჩინა .ეს უიშვიათესი დაავადება ხვდება 1/100 000 იდან 1/250 000-მდე და ძირითად ავადდებიან ბავშვები 3 წლამდე, იშვიათად უფრო გვიანდელ ასაკშიც.ამ დაავადების მქონე პირებს არ შეუძლიათ სწორად აღიქვან სპილენძი.თავის ტვინი, ღვიძლი და სისხლის პლაზმა ამ აუცილებელ დანამატს მოკლებულია, სამაგიეროდ სხეულის სხვა ნაწილებში, მათ შორის თირკმელებში, ელენთასა და კუნებში, ძალიან ბევრი სპილენძი გროვდება.

0
334
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0