x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უკრაინელი დეპუტატი მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას,რომ მათგან მოაშორა ეს "თვალთმაქცი და თაღლითი"
image
დეპუტატმა ილია კივამ აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ როგორც იქნა მოიშორა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ის უსარგებლო ხარჯები, რაც ამ "თაღლითისა და შარლატანის" შენახვისათვის იხარჯებოდა.



უკრაინის რადას დეპუტატმა ილია კივამ, პარტია "ოპოზიციური პლატფორმიდან - სიცოცხლისთვის" მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელმძღვანელობას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისთვის, რადგან პოლიტიკოსის მტკიცებით კიევს ათიათასობით დოლარი უჯდებოდა ყოველდღე მისი შენახვა.

image"როგორც უკრაინის სახალხო დეპუტატმა, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, საერთაშორისო გასტროლიორ- აფერსიტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და დაკავებასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციისთვის”, - წერს კივა თავის "ტელეგრამ"-არხზე.


მან აღნიშნა, რომ ქვეყანამ როგორც იქნა მოიშორა უსარგებლო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დეპუტატის თქმით, ამ "თვალთმაქცი და შარლატანი" სააკაშვილის დაპატიმრებით, სამართლიანობამ გაიმარჯვა.




შეგახსენებთ, როგორც მოხვდა სააკაშვილი უკრაინაში.


2014 წლის 27 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. საქმე მისი პრეზიდენტობის დროს მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ ფაქტს ეხებოდა. სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ, 28 ივლისს პროკურატურამ ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე კვლავ დაიბარა, თუმცა სააკაშვილი არც ამჯერად გამოცხადდა. ამავე დღეს, მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.


ამის შემდეგ ექს-პრეზიდენტი უკრაინაში მიემგზავრება და იქვე რჩება.2014 წელსვე სააკაშვილი აქტიურად უჭერს მხარს "ევრომაიდანს" მოძრაობას და უკრაინაში ძალაუფლების შეცვლას.


2015 წელს დაინიშნა ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ და უკრაინის სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელად, ასევე იყო უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი და უკრაინის რეფორმების საკონსულტაციო საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე. პოროშენკოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს მიენიჭა უკრაინის მოქალაქეობა, რაც გახდა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზი.


2016 წელს სააკაშვილმა დატოვა თანამდებობები და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში ჩაუდგა; გახდა მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე.


2017 წელს, პოროშენკოს განკარგულებით მას ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა, ხოლო 2018 წლის თებერვალში იგი გააძევეს ქვეყნის ტერიტორიიდან.


დეპორტაციის შემდეგ ის ცხოვრობდა მეუღლის სამშობლოში, ნიდერლანდებში.

2019 წლის მაისში უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა მეორე დღეს კი იგი უკრაინაში დაბრუნდა.

0
443
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0