სიახლეები 4 ოქტომბრიდან მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სკოლებში სავალდებულო იქნება 2021, 28 სექტემბერი, 19:35 15 სექტემბრიდან სწავლა ონლაინ მიმდინარეობს. საკოორდინაციო უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილებით სწავლა სასწავლო ოთახებში 2021 წლის 4 ოქტომბრიდან განახლდება. საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება პირბადის კეთება საგაკვეთილო პროცესის დროს. ინფექციონისტ, ექიმ ჯოშუა შაფზინის თქმით, უკვე არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ პირბადე უსაფრთხო სკოლის მთავარი კომპონენტია. AP-ის ცნობით, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ სკოლებში პირბადის ტარებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მოზარდებში კორონავირუსის გადადება და გავრცელება. "არიზონას შტატის იმ სკოლებში, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო არ არის ორჯერ უფრო მეტია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი სხვა სკოლებთან შედარებით“, - ამბობს AP-სთან საუბრისას ექიმი რებეკა სიუნშაინი. ამასთან, ამერიკის ზოგიერთ შტატში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ პირბადის ტარებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს კორონავირუსის გადადება, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ პირბადის ტარებასთან ერთად დაცულია შემდეგი წესები - ფიზიკური დისტანცია და ჰიგიენა.“
14 შეფასება არ არის
|