x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
„პოლიტიკურ გადაცემებს უნდა შევეშვა" - რა გადაწყვეტილება მიიღო ინგა გრიგოლიამ
image


ოპოზიციური ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, პოლიტიკური გადაცემების ჩაწერას თავს დაანებებს. ამის მიზეზად ინგა გრიგოლია ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს და ამბობს, რომ ამ ყველაფერმა ჟურნალისტი ძალიან დაღალა. როგორც გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მეგობრებს უზიარებს, კარსმომდგარ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პოლიტიკის გაშუქებას აღარ გეგმავს.

.

„არჩევნების მერე პოლიტიკურ გადაცემებს უნდა შევეშვა, ისე დამღალეს პოლიტიკოსებმა. გავაკეთებ პროექტს ყვავილებზე, პეპლებზე, სიყვარულზე და მეგობრობაზე )))))))) მეც დავისვენებ და თქვენც", - წერს ინგა გრიგოლია.


.

რამდენად შეასრულებს ინგა გრიგოლია თავის პირობას ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი კი ცხადია. გრიგოლია მრავალი წელია ინტერვიუებში ღიად ამბობდა, რომ მისი ოცნება იყო ახალი დიდი ტელევიზია შეექმნა და პროდიუსინგში გადაენაცვლა. გზა კი ახალგაზრდებისთვის დაეთმო.


ყველაზე ახალგაზრდულ ქართულ ტელევიზიად დღეს სწორედ ის ტელეკომპანია მიიჩნევა, სადაც ინგა გრიგოლია იყო გენერალური დირექტორი. გასულ თვეში ამ არხმა მისამართი შეიცვალა, გრანდიოზული ტელესტუდიები მოაწყო. გამოდის, გრიგოლიას ოცნებების უმრავლესობა უკვე ახდა. შემდეგ ნაბიჯად გრიგოლიას ეკრანიდან წასვლა და კულისებში გადანაცვლება რჩება.

0
364
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0