x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რატომ გვესიზმრება კოშმარები?
მკვლევარი მეცნიერების აზრით, ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ გარკვეული შფოთვები, შიშები და კოშმარები, შეიძლება სასარგებლოც კი იყოს.


ჰარვარდის უნივრსიტეტის ფსიქოლოგის დეიდრე ბარეტის (Deirdre Barrett) აზრით კოშმარები სასარგებლოა ადამიანთა გადარჩენისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა მათი ანუ ჩვენი ევოლუცია. კოშმარები მოქმედებს, როგორც ერთგვარი სიგნალი, რათა ადამიანმა ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხებზე, რომლებიც მან უნდა გადაჭრას. „კოშმარები ალბათ გაჩნდა იმისთვის, რომ შეგვეტყო პოტენციური საფრთხის შესახებ“ - ამბობს ბარეტი.



image



„თუნდაც პოსტტრავმულმა კოშმარებმა, რომლებიც ხელახლა გვაყენებს ტრავმას, შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ძველ დროში, როდესაც თავს გვესხმოდა გარეული ცხოველი, ან უცხო მტერი იჭრებოდა ჩვენს ბანაკში, თუმცა ეს განგაშის ზარი შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო სხვა ეპოქაში, თანამედროვე დროში არ გამოგვადგება. დღევანდელი საფრთხეები, როგორიცაა ხანძარი, ავტოკატასტროფა, გაუპატიურება და ძარცვა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგივე სცენარით განმეორდეს ერთსა და იმავე მსხვერპლთან, ასე რომ, ეს ადაპტაციური მექანიზმი ყოველთვის კარგად არ გვემსახურება. თუმცა, ზოგიერთმა კოშმარმა შეიძლება გაამახვილოს ჩვენი ყურადღება, გვაჩვენოს რაღაც მნიშვნელოვანი, რაც მხედველობიდან გვაკლია, ან პირიქით, ცდილობს დაარწმუნოს ჩვენი არაცნობიერი, შევწყვიტოთ დროის დაკარგვა უსარგებლო რაღაცებზე.” - განმარტა ბარეტმა.




image



როგორ შევაჩეროთ კოშმარი?


როგორ დავარწმუნოთ ქვეცნობიერი, რომ შეაჩეროს განმეორებადი კოშმარების პროცესი? „ადამიანს შეუძლია დაასრულოს თავისი კოშმარი. ზოგიერთ ადამიანს კოშმარებში ურჩევნია დამპყრობლების დამარცხება, ზოგს კი სხვისი გადარჩენა მოსწონს. ბევრს სურს რეალისტური გადაწყვეტილებები, სხვები უფრო მეტად კმაყოფილდებიან მეტაფორული გადაწყვეტილებებით. თუ კოშმარის დასრულება გსურს, ძილის წინ უნდა დააარწმუნო საკუთარი თავი, რომ ამ კოშმარის შინაარსი და მსვლელობა დასრულდა, მაგრამ მაინც, თუ გადაწყვეტთ კოშმარის დასრულებას, იქნებ მანამდე დაფიქრებულიყავით და მოგეხდინათ მისი მნიშვნელობის გაშიფვრა. ზოგჯერ შფოთიანი ძილი ეხმარება ადამიანს პრობლემების გადაწყვეტაში” - განმარტავს ბარეტი.



image



0
88
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0