x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
უნივერსალური გამწმენდი საშუალება, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს სახლში! (თან ძალიან იაფი)

ვაშლის ძმარი, ანტიბაქტერიული ეფექტის მქონე, უძველესი ხალხური საშუალებაა, რომელსაც ვაშლის გემო და არომატი აქვს. მას, როგორც კულინარიაში, ასევე მედიცინაში დღესაც იყენებენ.

ვაშლის ძმარი შეიცავს მიკროელემენტებს, მინერალებს და ვიტამინებს: ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, B ვიტამინის კომპლექსს და C, E, A ვიტამინებს. მაგრამ, ყველაზე მეტი ვაშლის ძმარში კალიუმია.

ის ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ მისი ფუნქცია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ვაშლის ძმარი, ყველაფერთან ერთად, იდეალური გამწმენდი საშუალებაც არის და არა მარტო... ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ამ პროდუქტმა, უკანასკნელი წლების მანძილზე, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.


image


ბუზების ხაფანგი


თუ ბუზები თქვენი სახლის ხშირი სტუმრები არიან, მათი თავიდან მოცილება, ვაშლის ძმრით, სულ მარტივად შეიძლება: ჩაასხით ძმარი ჭიქაში, გადააკარით პოლიეთილენის აპკი, გახვრიტეთ ის რამდენიმე ადგილას, ისე, რომ ბუზი გაეტიოს. დადგით ჭიქა მაგიდაზე. ბუზი შიგნით ჩაფრინდება, მაგრამ გამოსვლას ვეღარ შეძლებს.


imageმისი გამწმენდი საშუალება


თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს ვაშლის ძმარი და გამოხდილი წყალი, ჩაასხით სპრეის ბოთლში, მიასხურეთ მინის ზედაპირს და გაწმინდეთ მიკროფიბერის რბილი ქსოვილით.


დათავება, უთოს გარეშე


ვაშლის ძარით დაჭმუჭნილი ტანსაცმლის დაუთავება, უთოს გარეშე შეიძლება: შეურიეთ 1 წილი ვაშლის ძმარი, 3 წილ წყალს და სპრეის ბოთლის გამოყენებით, მიასხურეთ ქსოვილს, პრობლემურ ადგილებზე. ჩამოკიდეთ სამოსი გასაშრობად რამდენიმე წუთი.



აცილებს სუნს ნაგვის ურნას


ხან ისეც ხდება, რომ ნაგვის გადაყრის და ურნის გარეცხვის შემდეგაც კი, ცუდი სუნი მაინც რჩება. ამ პრობლემის მოგვარებაშიც ვაშლის ძმარი დაგეხმარებათ: დაასველეთ ღრუბელი ვაშლის ძმარში და მოათავსეთ ქაღალდის პირსახოცზე, ცარიელ ურნაში, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ასე ღამის მანძილზე. დილისთვის სუნი გაქრება.


მილების გამწმენდი


თუ აბაზანაში მილი გაიჭედა, მის გასაწმენდად, ქიმიური საშუალების შეძენა საჭირო არ არის. პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ 1/2 ჭიქა საკვები სოდა და 1 ჭიქა ვაშლის ძმარი საკმარისი იქნება: ნიჟარაში ჩაყარეთ სოდა, ზემოდან დაასხით ძმარი და მას შემდეგ, რაც ქაფი დაეშვება, წყალი დაასხით.


imageუნივერსალური გამწმენდი


ვაშლის ძმარი საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა: ძმარი და წყალი, პროპორციით 1 (ძმარი) : 2 (წყალი) ჩაასხით სპრეის ბოთლში. ეს საშუალება კარგად წმენდს სამზარეულოს და აბაზანის კედლის ფილებს.


აცილებს ლაქებს ქვაბებს და ტაფებს


ქვაბში ან ტაფაში ჩაასხით თანაბარი რაოდენობის წყალი და ძმარი, იმდენი, რომ ლაქა დაფაროს. ამის შემდეგ, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. თუ ლაქა დარჩება, ჭურჭელი გარეცხეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და ლაქა მოსცილდება.


ყვავილებს უხანგრძლივებს სიცოცხლეს


თუ გინდათ, რომ ყვავილებმა დიდ ხანს გაძლონ, ვიდრე ლარნაკში ჩააწყობთ, წყალში 2 სუფრის კოვზი შაქარი და 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ჩაამატეთ. გარდა ამისა, წყალი ყოველ დღე უნდა გამოცვალოთ და ყოველ ჯერზე, ეს ორი ინგრედიენტი დაამატოთ.


imageწებოვანი ფენის მოცილება


სტიკერის ან წებოვანი ლენტის აძრობის შემდეგ, ნებისმიერ ზედაპირზე, წებოვანი კვალი რჩება. დაიტანეთ ზედაპირის ამ უბანზე ვაშლის ძმარი. რამდენიმე წამის შემდეგ, მშრალი ქსოვილი გადაუსვით და ზედაპირი გაიწმინდება.


ავეჯის დაცვა შინაური ცხოველებისგან


ჩაასხით ვაშლის ძმარი სპრეის ბოთლში და მსუბუქად მიასხურეთ ავეჯს, რომლის დაკაწვრაც კატას უყვარს. კატები ვერ იტანენ ძმრის სუნს და ამიტომ, ავეჯისგან თავს შორს დაიჭერენ.


როგორც ხედავთ, ვაშლის ძმრის გამოყენება, სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება და იმისთვის, რომ სახლი სუფთა იყოს და კატამაც "თავისი ადგილი" იცოდეს, ძვირად ღირებული გამწმენდი საშუალებების შეძენა საჭირო არ არის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 30 საინტერესო ფოტო ჩვენი წარსულიდან

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?

* ნაკლებად ცნობილი ფაქტები, ყველასთვის ცნობილი ადამიანების შესახებ

* საქართველო და მსოფლიო – ჩვენთან როგორი წყობაა?

* რომც მოინდომონ, მაინც ვერ ააშენებენ – 13 უძველესი არქიტექტურული ძეგლი

* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

* პატარა ხის სააგარაკო სახლი დიდი აუზით და დახვეწილი ინტერიერით

* ამ ფოტოებზე წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება



0
491
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
491
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0