x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134674
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508865
ყველაზე საშიში და შემზარავი ალკოჰოლური სასმელები მსოფლიოში (მეორე ნაწილი)
ვაგრძელებთ მსოფლიოს ყველაზე შემზარავი და სახიფათო სასმელების რეიტინგის განხილვას.


9. ლიქიორი Everclear


image
მეცხრე ადგილი ჩვენს არც თუ უხიფათო რეიტინგში უჭირავს გინესის რეკორდსმენს, ყველაზე მაგარ სასმელს მსოფლიოში, ლიქიორს Everclear.


ამერიკული მენტალიტეტის წყალობით, რომელიც ადამიანს შთააგონებს აჯობოს საკუთარ თავსაც კი, 1979 დაფიქსირებული იქნა ფაქტი სპირტისა და წყლის თანაფარდობის ზღვრისა, რაც შეადგენდა 95, 6 %-ს. დისტილაციის გზით მიღებული სპირტის ამაზე მეტი კონცენტრაცია ფაქტიურად შეუძლებელია. საინტერესოა, თუ რატომ უწოდეს ასეთ ძლიერ და ნატურალურ პროდუქტს ლიქიორი? საქმე იმაშია, რომ არსებითი განსხვავება ჩვეულებრივ სპირტსა და Everclear-ს შორის მდგომარეობს ამ უკანასკნელის არაჩვეულებრივ სირბილეში, რაც მიიღწევა გაწმენდის ულტრათანამედროვე მეთოდებით, სუპერუმაღლესი ხარისხის ნედლეულითა და დამზადების საიდუმლო ტექნოლოგიით, მაგრამ ამ ლიქიორის დალევა სუფთა სახით სასიკვდილოდ საშიშია მასში ალკოჰოლის მაღალი პროცენტული შემცველობის გამო. ის მხოლოდ გაზავებული სახით შეიძლება მიიღოს ადამიანმა.



10. ლუდი Fijjtu


image

მოხერხებული აფრიკელი ლუდის მხარშავები და მათ მიერ დამზადებული უნიკალური პროდუქტი, უცნაური სახელწოდებით Fijjtu (ღმერთის ნამი) ჩვენს ჰიტ-პარადში მეათე პოზიციას იკავებს. ეს ლუდი აფრიკული სასმელის ჩანგაას ღირსეული კოლეგაა. მას აყროლებული, ათასგვარი საშინელებით დაბინძურებული წყლისგან ღებულობენ, რომლის ძირითად "ინგრედიენტს" ადამიანის ექსკრემენტები შეადგენს. Fijjtu მყისიერად ათრობს ადამიანს, რასაც თან სდევს ჰალუცინაციები და ფერადი ილუზიები ისეთი საგნებისა და სხეულებისა, რომლებიც რეალობაში არ არსებობს. მეორე დღეს მის მომხმარებელს გარანტირებული აქვს უსიამოვნებების მთელი პაკეტი სისხლიანი ფაღარათის, შეუჩერებელი ღებინების და საშინელი თავის ტკივილის სახით. ამჟამად სამხრეთ აფრიკაში ამ პროდუქტის წარმოება აკრძალულია, Fijjtu-ის მწარმოებელი უკანასკნელი ქარხანა 2003 წელს დაიხურა, მაგრამ მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს მაინც შეუძლიათ "დატკბნენ" ამ ლუდით, ვინაიდან აკრძალვის მიუხედავად მისი კუსტარული წესით წარმოება მაინც მიმდინარეობს.



11. "თოლიას ღვინო"


image

რას აღარ მოიფიქრებს ადამიანის ფანტაზია... მეთერთმეტე ადგილი ჩვენს შემზარავ რეიტინგში ისევ კანადელებს, უფრო სწორად, კანადელ ესკიმოსებს - იუიტებს უჭირავთ.

ცნობილია, რომ მძიმე პირობებში ადამიანს უვითარდება თვითგადარჩენის ინსტიქტი. სწორედ ასე დაიბადა იუიტების ეგრეთ წოდებული "თოლიას ღვინო". ცივ, ძვლების გამყინავ არქტიკულ ყინვაში მცხოვრებ ადამიანებს სხეულის გასათბობი სითხის დასამზადებელი სასმელისათვის ინგრედიენტების ფართო არჩევანი როდი ჰქონდათ. იუიტების მთელი სამზარეულო ხომ მხოლოდ ბუნების მიერ ნაბოძები პროდუქტებისაგან შედგება.

თოლიისაგან დამზადებული ადგილობრივი სასმელის დამზადების ტექნოლოგია აგერ უკვე ასეული წლებია, არ იცვლება და შემდეგში მდგომარეობს: მკვდარ, გახრწნადაწყებულ თოლიას თიხის ჭურჭელში აგდებენ და თბილ წყალს ასხამენ. შემდეგ ჭურჭელს მზეზე დებენ, რათა სითხე დადუღდეს. 2-3 კვირის შემდეგ სასმელი მზადაა. მას წურავენ, ბოთლებში ასხამენ და ინახავენ. სწორედ ამ საზიზღარი სუნის და გემოს მქონე შემზარავ სითხეს უწოდებენ "თოლიას ღვინოს".



12. ცონგსული, Tsongsul


image

შემდეგი ადგილი ჩვენს რეიტინგში უჭირავს კორეელ ოსტატებს, რომლებმაც ისიც კი იციან, თუ როგორ გააკეთონ განავლისაგან კანფეტები. ტრადიციულმა კორეულმა სასმელმა, რომელიც წინათ სამკურნალოდ გამოიყენებოდა, მეთორმეტე ადგილი დაიკავა ჩვენს სიაში.

ცონგსულს ძველად გამორჩეულად მხოლოდ ექვსი წლის ბავშვების განავლისაგან ამზადებდნენ, უმატებდნენ სამკურნალო ბალახებს და იყენებდნენ სამკურნალო მიზნებისათვის. სასმელის დამზადების თანამედროვე რეცეპტი ოდნავ შეცვლილია. დღეს მას გამოიყენებენ სადესერტო ალკოჰოლური სასმელის რანგში, ამზადებენ რა ადამიანის, ფრინველების, ძაღლების ფეკალიებისაგან, უმატებენ სხვადასხვა ბალახეულს და სპირტს და ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის, მას "აკეთილშობილებენ" კატის დაქუცმაცებული ძვლებით.

ყველაზე გამბედავები, ვისაც ვაჟკაცობა ეყო ეს სასმელი გაესინჯა, აღნიშნავენ, რომ ის ძალიან გემრიელია და სუფრის სადესერტო ტკბილ ღვინის მოგვაგონებს.



13. ლუდი არმაგედონი, «Armageddon»


image

მსოფლიოში ყველაზე მაგარი ლუდი ჩვენი რეიტინგის მეცამეტე ადგილზე მოკალათდა...

მსოფლიოში ყველაზე მაგარი ლუდის სახელის მოსაპოვებლად გამართულ მრავალწლიან რბოლაში აბსოლუტურად დამსახურებულად გაიმარჯვეს შოტლანდიელმა ლუდის მხარშავებმა, შექმნეს რა გასაოცარი ლუდი, რომელიც ვისკზე და ბრენდზე მაგარია და 65% ალკოჰოლს შეიცავს.

"არმაგედონის" შექმნის ისტორია მეტად ბანალურია: მშრალი კანონის გამოცემის და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვის გამო ორმა კრეატიულად მოაზროვნე შოტლანდიელმა სტუდენტმა გადაწყვიტა თავად დაემზადებინათ ლუდი. ამისათვის მათ შეიძინეს მის მოსახარშად საჭირო მოწყობილობა და კუსტარულად დაიწყეს ლუდის დამზადება. თავდაპირველად ისინი თავიანთთვის და თანაკურსელებისათვის ამზადებდნენ სასმელს, მაგრამ დროთა განმავლობაში წარმოება გაფართოვდა. ასე შეიქმნა ლუდსახარში «Brewmeister».

არსებობის პირველივე დღიდან «Brewmeister»-ის ჯადოქრები ცდილობდნენ რაღაც უნიკალური შეექმნათ. მცირეხნიანი ექსპერიმენტების შემდეგ, 2011 წელს დაიბადა რეცეპტურა ლუდისა "არმაგედონი", რომელიც ნამდვილი ბირთვული დარტყმაა ადამიანის ტვინზე.

ეს სქელი, ბლანტი, ლიქიორისმაგვარი სითხე ორგანიზმისათვის ნამდვილი ბომბია და მისი მიღება მხოლოდ ძალიან მცირე ულუფებით შეიძლება.


14. აიაჰასკა, ayahuasca


image

შემდეგი სასმელი სამხრეთ ამერიკის უძველესი და იდუმალი ადგილებიდანაა. უამრავი წლისა და საუკუნის განმავლობაში ლამის მთელ კონტინენტზე გადაჭიმული მდინარე ამაზონი გახდა უამრავი ხალხების გამოკვების და არსებობის მთავარი წყარო და დღესაც ამაზონიის ისტორია და კულტურა უამრავ ტურისტს იზიდავს.

ტრადიციული შამანური სასმელი, სახელწოდებით "აიაჰასკა" ჩვენს რეიტინგში მეთოთხმეტე ადგილს იკავებს. სამხრეთამერიკელი ინდიელების კეჩუას ენიდან ეს ითარგმნება, როგორც "სულების ლიანა".

სასმელის ძირითადი კომპონენტია ლიანა, სახელწოდებით "სულების ვაზი", რომელიც ამაზონის ჯუნგლებში იზრდება. მცენარეს ნაყავენ და სხვა მცენარეებთან ერთად 12 საათის განმავლობაში ხარშავენ. უნდა აღინიშნოს, რომ აიაჰასკა მხოლოდ შამანური რიტუალებისათვის გამოიყენებოდა და ის უკიდურესად ძლიერი ჰალუცინაციების მომგვრელი სასმელია. ითვლებოდა, რომ რიტუალის დროს, სასმელის დახმარებით, ცოცხლებისა და მიცვალებულების სამყარო ხსნიდა კარიბჭეებს და შამანი თავისუფლად გადაადგილდებოდა მათში.


15. პლაცენტა 400000, Placenta 400000


image

უკანასკნელი ადგილი ჩვენს საშინელ რეიტინგში უჭირავს იაპონურ სასმელს გაუგებარი სახელწოდებით Placenta 400000, თუმცა აქ მხოლოდ ციფრია გაუგებარი, რომელიც, ზოგიერთის აზრით, მინიშნებაა ამ სასმელის საკმაოდ მაღალი ფასზე. მსოფლიოში ატეხილი გასაახალგაზრდავებელი საშუალებების ბუმთან დაკავშირებით ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ გამოუშვა ეს უცნაური პროდუქტი. თუ მწარმოებლებს ვენდობით, ის დამზადებულია ღორის პლაცენტისაგან და აქვს ძლიერი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. იაპონელი მეცნიერების აზრით, სწორედ ღოროს ემბრიონი იხსნის მსოფლიოს სიბერისაგან, თუმცა ამ სასმელის ფანატებმა ჯერჯერობით ამ ეფექტს ვერ მიაღწიეს. ასეა თუ ისე, პლაცენტის შემქმნელების სარეკლამო ტრიუკმა გაამართლა და ამჟამად იაპონიაში ამ შემზარავი სასმელის მყიდველების რაოდენობა დღითიდღე იმატებს.


9
540
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
540
  
2015, 21 ივლისი, 20:42
ვიცი კენჭებს აჩენს მარა ვგიჟდები ისე მიყვარს:)
2015, 21 ივლისი, 20:36
ლუდი მავნებელია :)
2015, 21 ივლისი, 20:35
ეჰ ეხლა სამწუხაროდ ვერ დავლევ მარა კბილები მიწაწკაწებს ლუდის ხსენებაზეც:)
2015, 21 ივლისი, 20:32
მაშინ კანადური მიირთვი :DDDDD
2015, 21 ივლისი, 20:11
არც ჩვენსას დავიწუნებ ამჟამად ისე მწყურია:)
2015, 21 ივლისი, 20:08
რომელი ლუდი გინდა, აფრიკული? :DDDD
2015, 21 ივლისი, 19:28
აუუ ეხლა ჩემ წილად კაი ჩაციებულ ლუდს 5 ლიტრიანს წავაქცევდი:)
2015, 21 ივლისი, 19:16
ლელა, პირველი ნაწილი უფრო გემრიელია ::DDDD
2015, 21 ივლისი, 19:09
Es is momentia, roca vityvi, rom arcerts ar gavsinjavdi
0 1 9