x
image
worldsport.ge
ფალკაო: “მხოლოდ “მონაკოზე” ვფიქრობ”

imageბოლო დროს ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ რადამელ ფალკაო თავისი თანამემამულის და აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელის, ხამეს როდრიგესის ბედს გაიზიარებს და სულ მალე, მადრიდის “რეალის” მაისურს მოირგებს.
თუმცა, თავად კოლუმბიელმა SkySports–თან ინტერვიუში, აღნიშნულ ჭორებზე საუბარი არ ისურვა.
“აღნიშნული ტრანსფერის შესახებ არაფერი ვიცი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ახლა “მონაკოს” ფეხბურთელი ვარ და სხვა კლუბზე არ ვფიქრობ. ერთადერთი, რაც ახლა მაღელვებს, ფორმის აღდგენაა”, – განაცხადა ფალკაომ.
ცნობისთვის, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რადამელ ფალკაო რამდენიმე დღის წინ მოედანს დაუბრუნდა და მინდორზე 15 წუთი დაჰყო.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0