x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134685
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508882
როგორ მოვუაროთ აგავას

აგავა ძალიან გამძლე მცენარეა . ყველაზე კარგად ნათელსა და თბილ გარემოში ხარობს . აქ წარმოქმნილ აგავას სქელი ღერო აქვს. ყველაზე გავრცელებული ამერიკული აგავა ფართო, წვეტიანი ფოთლების როზეტს ქმნის და უზარმაზარი იზრდება . შედარებით მომცრო, ნელა მზარდი სახეობებია :A. filfera რომლის ფოთლებიც ნაზი, თეთრი ძაფებით ბოლოვდება, და A. victoriae-regine რომლის მაქსიმალური სიმაღლე დაახლოებით 25სანტიმეტრია . ამ ჯუჯა აგავას ფოთლები კომპაქტურ როზეტს ქმნის, რომელსაც თეთრი ლაქები ამშვენებს.
მოვლა:
სინათლე –მთელი წლის განმავლობაში სინათლე არ მოაკლოთ
ტემპერატურა–აგავა ზამთრის დაბალ გემპერატურას 5–6გრადუსსაც კი იტანს, მთავარია მშრალ ადგილას იდგეს.
მორწყვა–აქტიური ზრდის პერიოდშიო მორწყეთ რეგულარულად, თუმცა მოეწყვიდან მორწყვამდე მიწას ოდნავ შეშრობა დააცადეთ. ზამთარში ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს.
მოვლა– ამ მცენარეს განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება. ზოგი სახეობის აგავას წვეტიანი წვეროები შეიძლება სახიფათო იყოს ბავშვისთვის, ამიტომ წვეროები მაკრატლით შეასწორეთ ან ზედ კორპის საცობები წამოაცვით . ტრანსპორტირებისას შეგიძლიათ შეფუთოთ – ფოთლები მალევე გადაიშლება და გასწორდება. ზომაში დაახლოებით 55სანტიმეტრია და ადგილზე პრობლემა არარის ნებისმიერ მშრალ ადგილას დადგითimage

0
507
1-ს მოსწონს
ავტორი:tea margvelashvili
tea margvelashvili
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0