ფეხბურთი
რობენი და “ბაიერნი” შეთანხმდნენ
2014, 21 თებერვალი, 19:03
“ბაიერნის” ჰოლანდიელმა შემტევმა არიენ რობენმა დაადასტურა, რომ ის და მიუნხენური კლუბის წარმომადგენლები ახალი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ.
“ძირითად პუნქტებზე შეთანხმებას მივაღწიეთ. მხოლოდ ფორმალური საკითხებია გადასაწყვეტი. ახლა ბევრი საქმე გვაქვს – თამაშები, ფრენები... ხელშეკრულების გაფორმებას “ჰანოვერთან” მატჩის შემდეგ ვგეგმავთ.” – ციტირებს რობენის სიტყვებს AZ.
არიენ რობენი “ბაიერნში” 2009 წლიდან თამაშობს. მოქმედი კონტრაქტი მას კლუბთან 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მიშა ზაქარეიშვილი
www.worldsport.ge