x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ლეგენდარული ეუსებიო

imageწუხელ ღამით 71 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო.(სრული სახელი- ეუსებიუ და სილვა ფერეირა), იუწყება A Bola.ფეხბურთელს გულზე ჰქონდა პრობლემები.ის ითვლება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.მას მეტსახელი "შავი ავაზა" შეარქვეს, მოიპოვა ჩემპიონთა თასი 1961/62წელს "ბენფიკას" შემადგენლობაში, 11-ჯერ იყო პორტუგალიის ჩემპიონი, 5-ჯერ ნაციონალური თასის მფლობელი, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი- 1965წელს, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბამდირი 1966წ. და ამავე ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, მექსიკის ჩემპიონი და სამხრეთ ამერიკის ლიგის ჩემპიონი 1976წ. და კიდევ უამრავი ტიტულების მფლობელი.შესულია FIFA-ს ყველა დროის 100 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში.მას სიცოცხლეშივე დადგეს ძეგლი "ბენფიკას" სტადიონთან ლისაბონში.image

5
34
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
34
  
2014, 5 იანვარი, 20:32
ხო ეგ რათქმაუნდა :-)
2014, 5 იანვარი, 20:29
ვიდეოში ნანახი მაქვ,როგორ არა..საბჭოთა კავშირი-პორტუგალიის ნახევარფინალი და სხვა თამაშები ..მაგრამ არასრულია და მთლიან წარმოდგენას ვერ შეგიქმნის
2014, 5 იანვარი, 20:25
იუთუბში მოძებნე
2014, 5 იანვარი, 20:21
არ მახსოვს მისი თამაში,მამის გადმოცემით ვიცი,რომ ძალიან მაგარი იყო,მამა მეუბნეოდა პელეს მერჩივნაო
2014, 5 იანვარი, 20:11
571 თამაშში გატანილი აქვს 585 გოლი
0 1 5