x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბერი,რომელიც 20 წელია მარტო ცხოვრობს კაცხის სვეტის მონასტერში

კაცხის სვეტი ჭიათურის რაიონში მდებარეობს, კაცხის ხეობაში.კაცხის კლდოვან სვეტზე მონასტერი VI, VIII საუკუნეების შუალედში აიგო, 1944 წლისთვის მონასტერის მხოლოდ ფუნდამენტი იყო დარჩენილი. imageამჟამად კაცხის სვეტის მონასტერში ცხოვრობს ბერი მამა მაქსიმე.20 წელია იგი წირვას აღავლენს.image სვეტმა იმდენად აღაფრთოვანა ახალგაზრდა მაქსიმი, რომ გადაწყვიტა აღედგინა მიტოვებული საყდარი.imageმან დაამთავრა სემინარია და გაგზავნილი იქნა ბეთანიის მონასტერში.რამდენიმე წლის შემდეგ მან მიიღო კურთხევა პატრიარქისგან, რომ აღედგინა კაცხის სვეტი.
40 მეტრის სიმაღლეზე მაქსიმე სრულ მარტოობაში და სიმყუდროვეში ატარებს დღეებს.image სვეტზე ასასვლელად მაქსიმე კიბეს იყენებს, მოსახლეობამ მას "კიბე ზეცაში" შეარქვა, იგი 2007 წელს იქნა დაყენებული, მანამდე კი განდეგილი ბერი თოკებით ალპინისტების დახმარებით სარგებლობდა.ჩამოსვლას კიბეზე 20 წუთი უნდება, ასვლას უფრო დიდი დრო უნდა.image არავინ არ იცის როგორ ადიოდნენ ძველ დროს სვეტზე ბერები, ან როგორ აჰქონდათ სამშენებლო მასალა მშენებლობისთვის. რამდენიმე საუკუნის მანძილზე კაცხის სვეტის თავზე ადამიანს ფეხი არ ჰქონდა დადგმული, მხოლოდ 1944 წელს ალპინისტი ალექსანდრე ჯაფარიძე და მწერალი ლევან გოთუა გამოკვლევებისთვის სვეტის თავზე ავიდნენ, იქვე იქნა აღმოჩენილი ძველი მონასტერის ნარჩენები.image იქვე იყო პატარა სამრეკლო აგებული ლოცვისთვის, ვინ ააგო და როდის უცნობია, თუმცა შემორჩენილია ძველი წარწერა."მე დიდი ცოდვა მაწევს, ამიტომ სვეტზე ავაგებ ორ საყდარს, ერთს ღმერთისთვის, ხოლო მეორეს ბერებისთვის." imageბოლო ბერი აქ XV საუკუნეში ცხოვრობდა.მისი სიკვდილის შემდეგ სვეტზე აღარავინ ასულა.კლდოვან კუნძულზე სიცოცხლე 500 წლით შეწყდა.image მხოლოდ ბოლო 20 წლის წინ დაიწყო ბერმა მაქსიმე ქავთარაძემ მონასტრის აღდგენა.ამჟამად სვეტზე ცხოვრება გაფართოვდა, ბერი მაქსიმეს გარდა აქ ცხოვრობენ დიაკონი და მორჩილი.image
ბერმა მაქსიმემ შესძლო და აღადგინა მონასტრის და საყდრის ინფრასტრუქტურა, საცხოვრისი, დარჩა მხოლოდ მცირე კოსმეტიკური რემონტი.image imageimage

3
2156
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2156
  
2013, 18 სექტემბერი, 17:36
რაც მართალია მართალია
2013, 18 სექტემბერი, 17:07
მადლობა გაიხარე
2013, 18 სექტემბერი, 15:22
რა კარგი სტატიაა
0 1 3