x
გადავარჩინოთ ხეები გაჩეხვას!

ახალი თაობა ბუნების დასაცავად!27 ივნისს ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა აქცია ''გადავარჩინოთ ხეები გაჩეხვას!''. აქციაზე დაახლოებით 50 ადამიანი შეიკრიბა, მათ გააპროტესტეს ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს გაყიდვა და ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა, რომელიც გამოიწვევს 60-70 წლის ნარგავების გაკაფვას. imageშეგახსენებთ აღნიშნული ტერიტორია 2010 წელს გაასხვისა ეკონომიკის სამინისტრომ. დღევანდელი მფლობელის შესახებ ინფორმაცია ფაქტიურად არ არსებობს და არც ისაა ცნობილი კონკრეტულად რა იგეგმება. სავარაუდოდ რამდენიმე კორპუსის აშენებას აპირებენ რომელთა სიმაღლეც 36 სართულს მიაღწევს. აქციის ორგანიზატორები არ აპირებენ გაჩერებას და გეგმავენ პროტესტს პერმანენტური ხასიათი მისცენ. შემდეგი აქცია გაიმართება კვირას, 30 ივნისს 18:00 საათზე. ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. https://www.facebook.com/events/262766583863540/263823827091149/?notif_t=plan_mall_activity

0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი გოგბერაშვილი
გიორგი გოგბერაშვილი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0