x
მეტი
  • 29.07.2025
  • სტატია:143584
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515489
იაშვილის კლინიკაში 5 წლის ბავშვი შემოაკვდათ – „ენტეროვირუსი ჰქონდა და ალერგიულ შოკში ჩავარდა, ვერ გადაარჩინეს“
image


.

თბილისის იაშვილის სახელობის კლინიკაში 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა. როგორც ოჯახის ახლობლებმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, ბავშვი ექიმების დაუდევრობას ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, ბიჭი ალერგიულ ნიადაგზე ანაფილაქსიური შოკით დაიღუპა.

.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს სოფელ მირზაანში მცხოვრები 5 წლის ბიჭი თავდაპირველად ვირუსული ინფექციით ჯერ წნორის "არქიმედეს" კლინიკაში მოათავსეს. შემდეგ ის თბილისის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ალერგიული შოკი გახდა, რაც მედიკოსების დაუდევრობის შედეგად განვითარდა. სოფელ მირზაანში ექიმების პასუხისმგებლობის დასმას მოითხოვენ.

.

“ენტეროვირუსი ჰქონდა, სერიოზული არაფერი იყო. ღებინების შესაჩერებლად ნემსი გაუკეთეს, ბავშვი კი ალერგიული იყო და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. ვერ გადაარჩინეს ექიმებმა". – ამბობს ჟუჟო დარჩიაშვილი.

.

“ექიმების მიერ დაშვებული შეცდომის გამო მოხდა ყველაფერი. მედიკოსებმა არ განიხილეს პაციენტის ანკეტა და ისე იმოქმედეს. იმედი გვაქვს, ყველა ექიმი სათანადოდ დაისჯება". – აღნიშნავს ნინი ფიროსმანაშვილი.

.

მომხდარს გამოეხმაურა სოფელ მირზაანის საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაც. მათ გარდაცვლილი ბავშვის ფოტოები გამოაქვეყნეს და მწუხარება გამოხატეს..

.

0
494
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0