x
მეტი
  • 31.07.2025
  • სტატია:143621
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515520
ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა, თუ...

image

დიახ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ მზად არის დატოვოს თანამდებობა, თუ ეს უზრუნველყოფს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ან ქვეყნისთვის ხანგრძლივ მშვიდობას. მან აღნიშნა, რომ თუ მისი გადადგომა ხელს შეუწყობს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, მზად არის ეს ნაბიჯი გადადგას.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უარი განაცხადა ტრამპის მოთხოვნაზე, რომ გაეწვია გაეროს რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მას აგრესორად მოიხსენიებს - წერს Washington Post-ი

„პუტინს ეს ომი არ დაუწყია NATO-ს გამო – ეს წმინდა კრემლის პროპაგანდაა – არამედ იმიტომ, რომ იგი დაუნდობელი ოპორტუნისტია, რომელიც ორი ათწლეულია ხელისუფლებაშია და სჯეროდა, რომ მოკლე, სწრაფი ომით შეძლებდა თავისი პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რუსეთის იმპერიის აღდგენას.
ყველასთვის ნათელია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის დიქტატორი, არამედ დემოკრატი, რომელიც მამაცურად იცავს თავის ქვეყანას აგრესორის წინააღმდეგ. ის არ ხვრეტს ჟურნალისტებს. ის არ წამლავს თავის ოპონენტებს და არ აგზავნის მათ გულაგში. ამას პუტინი აკეთებს.“ - აცხადებს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ბორის ჯონსონი.
ბრიტანული მედიის ცნობით, ბრიტანეთი ემზადება უკრაინის თავზე საჰაერო საპატრულო მისიის დასაწყებად, მას შემდეგ, რაც ამოქმედდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსნები აცნობიერებენ იმას, რომ უკრაინის ცაში მხოლოდ Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლების გაგზავნა არ არის საკმარისი და ბრიტანული ავიაციის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია უკრაინაში სისტემური სახმელეთო კომპონენტის შექმნა, რომელიც საჰაერო თავდაცვის ელემენტით უზრუნველყოფს ბრიტანული ავიაციის უსაფრთხოებას.
"უკრაინა მუშაობს ამერიკული Patriot-ის საკუთარი ანალოგის შექმნაზე." - ვოლოდიმირ ზელენსკი.
დიდი ალბათობით Кiльчень-ის პროექტს გააცოცხლებენ, რომელზეც თავის დროზე იუჟმაში მუშაობდა.
"პოლონეთმა იყიდა Starlink-ები, რომლებიც გადასცა უკრაინას. ჩვენ ვიხდიდით და შემდეგშიც გადავიხდით სააბონენტო გადასახადს უკრაინისთვის თანამგზავრული ინტერნეტისთვის. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გაწყვიტოს ვინმემ კომერციული ხელშეკრულება, რომლის მონაწილე მხარეც პოლონეთია." - პოლონეთის ციფროვიზაციის მინისტრი, კშიშტოფ გავკოვსკი.

უკრაინის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქვეყნები და ორგანიზაციები განაგრძობენ დახმარების პაკეტების გამოყოფას. გთავაზობთ უახლეს ინფორმაციას:

ევროკავშირი: განიხილავს უკრაინისთვის 700 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას. ეს ინფორმაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გააჟღერა.


ფინეთი: 2025 წლის 31 იანვარს, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა დაამტკიცა თითქმის 200 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის. საერთო ჯამში, ფინეთმა უკრაინას 2.5 მილიარდი ევროს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა.


დიდი ბრიტანეთი: 2025 წლის 5 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ, კიევში განაცხადა უკრაინისთვის 55 მილიონი ფუნტის ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადობასა და ეკონომიკურ ზრდას.


29
99
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ბერძენაძე თამარ
ბერძენაძე თამარ
99
  
25 თებერვალი, 13:40
მაგარია!
25 თებერვალი, 9:04
მალადეც,ძაღლიც გავხდი ხო? დარწმუნებული იყავით რო მიზნამდე ვერ მიხვალთ,ნუ ამ ქვეყანაში მაინც და სხვა არც მადარდებს.მე ვუზრუნველყოფ(ბევრი სხვაც საბედნიეროდ) რო თქვენაირმა ხალხმა სახლიდან გამოსვლა ვერ შეძლოთ ან ქვეყნიდან მიბრძანდეთ. თქვენ გგონიათ ვინმეს თქვენი ან თქვენი დამქაშების ვინმეს ეშინია,არ გერჩიან იმიტო რო ქვეყანას სჭირდება ასე და არა იმის გამო რო ვინმეს თქვენი ეშინია,არც თქვენი გონებრივი შესაძლებლობა არის ისეთი რო საშიშად ჩანდეთ. თუმცა ჭკუაზე თუ არ მოხვალთ,მაგის დროც მოვა და მერე მე ვეღარ გიშველით. ვცდილობ გესაუბროთ და გაგაგებინოთ,თქვენთვის კარგი მინდა და მაგიტომ,თორე რაც გინდათ ის გააკეთეთ,როგორც ვთქვი,პრობლემას ვერ ქმნით და ვერც შექმნით. ვერ წარმოგიდგენიათ რო უცხო ადამიანს თქვენთვის კარგი მინდა და მტრად ან ძაღლად მომიხსენიებ,ხოდა რასაც მოგიტანთ ეს ამბავი გამოვა ხმა. უბრალოდ,ისე არ ქნათ რო ჩემნაირმა ხალხმა გამოქომაგების სურვილი დაკარგოს და თავი არ დაიღუპოთ.ახალგაზრდა გოგონები ხართ,იმის ნაცვლად რო კარიერულ წინსვლაზე ფიქრობდეთ ან ოჯახზე,რევოლუციონერობთ აქ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ხალხს უდგახართ გვერდზე ან ტაშს უკრავთ.გასაგებია,მარო მაყაშვილობა გინდათ,თუმცა ის გავიწყდებათ რო ის უცხოეთიდან დაფინანსებულ თუ წაქეზებულ ქართველებს ებრძოდა,ხოლო თქვენ მსგავს ხალხთან დგახართ. ძალიან სამწუხაროა,ეგ დიპლომი გულის ჯიბეში შეინახეთ და შვილიშვილებს მოუყევით ბუხართან თქვენი ნამოქმედარი რაღაც დროის მერე,იამაყებენ ნამდვილად:) სირცხვილია,ძალიან სამწუხარო ამბავია,ორი ქართველი გოგო,ახალგაზრდა და ერთ დროს პერსპექტიული ხალხი,დგახართ და უკრაინის დროშით ხელში რევოლუციონერობთ.
25 თებერვალი, 8:34
გამომიხვედით მეომარი ხალხი,როცა თქვენი თაობის ნიშა იყო,გირჩის საბუთები და ათასი მიზეზის მოფიქრება ჯარში წაუსვლელობაზე. პატრიოტი ან ხარ ან არა,მე რას გავაკეთებ რა მნიშვნელი აქვს,შენ თუ პატრიოტათ გაგზარარდეს ან შენი თაობა. პატრიოტობა წამხედურაობით კი არ არის,ან ხარ ან არა. და კიდევ,მე არ გეუბნები იყო თუ არა პატრიოტი,ეგ შენი გადასაწყვეტია და შენი ბიძაშვილის. უბრალოდ,თუ გინდა შერიგება შედგეს და ეს ქვეყანა მართლა გადარდებთ(არაპირადი გამორჩენა),მაშინ ეგ უკრაინის დროშა მოაძრეთ და ქართულზე გადადით. ისე ბიძაშენი ნამდვილად იამაყებდა,მისი ახლობელი რო სხვა ქვეყნის გამო ან რომელიმე ორგანიზაციაში შესვლის ან გვარამიას გამო ანგრევს ქვეყანას და რევოლუციონერობს. მის ადგილას მე შემრცხვებოდა,ისიც ესე იფიქრებდა დარწმუნებული ვარ,რადგან კარგად ვიცნობ მეომარ ხალხს და ვიცი რაზე რეაგირებენ და რატომ.
25 თებერვალი, 8:27
სირცხვილია,მსგავსი საუბრები არ გეკადრება და იმაზე ცუდად ყოფილა საქმე,ვიდრე მე მეგონა. მერე ამბობ რო ტვინი არავინ გამოგირეცხა,ხოდა მიშა იქნება თუ გვარამია დიდი მნიშვნელი არ აქვსო,ხოდა საღ ჭკუაზე მყოფი ამას დაწერდა? ბიძა გარდაგეცვალა ომში,ხოდა ვინც ცოცხალი დაბრუნდა იქედან,არბევდა მიშას მთავრობა და პროკურორად გვარამია ყავდა. დარწმუნებული ვარ რო ბიძაშენი ცოცხალი რო იყოს,რასაც მე გეუბნები იმას გეტყოდა,რადგან სიმართლე ერთია და ამ სიმართლეს მე გეუბნები. 2008 წელს,როცა ომი დაიწყო 17 წლის ვიყავი და კომისარიატთან ვიყავი,მოხალისედ ვაპირებდი წასვლას და კომისარმა მითხრა,მიშამ უკან დახევის ბრძანება გასცაო. ისე წამოვიდნენ იქედან ხალხის გამოყვანაც კი არ უცდიათ,მებრძოლებს ვგულისხმობ და შენ მეუბნები რო ეს ხალხი დარდობდა ბიძაშენზე ან მის მსგავს ადამიანებზე? შევიდნენ ცხინვალში და ისიც ვერ გათვალეს რო რუსეთი იმოქმედებდა,რამეთუ ის ჯარი 1 ან 2 დღეში იქ ვერ გაჩნდებოდა. რუსებს აგენტები ყავს და ყავდა საქართველოს მთავრობაში,ხოდა წინასწარ იცოდა რასაც აპირებდა მიშიკო და მისი ბანდა,ხოდა ჯარი მზად ყოფნაში ყავდათ. თან სრულმაშტაბიანი ომში უშვებდა ხალხს,თუმცა შინაგანი ჯარი იყო წინ წამოწეული,ხოლო თავდაცვა დამხმარის როლს ასრულებდა. ეს იცი რატომ ქნა? მერე რო გაეპრავებინა,ომი კი არა,სპეცოპერაცია ჩავატარეო და ამიტომ ყავდა გამოყენებული შინაგანის ძალები. თუმცა დაზვერვამ და კონტრდაზვერვამ იცოდა,რომ რუსეთი საზღვართან იცდიდა და სრულმაშტაბიანი ომი იქნებოდა. ეს იყო მიზანმიართული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ,რაც მიშას ხელით განხორციელდა და შენ მეუბნები რო მე მიყვარს რუსეთი? როცა ხვდები რო მურა დათვი გაგსრესს,უნდა მოერიდო და ეძებო შემოვლითი გზები. გიორგი V რა უყვარდა მონღოლები? მარა მათთან არ ომობდა,პირიქით,დააჯარა რო ერთიანი საქართველო უფრო მეტ სარგებლეს მოუტანდა მონღოლეთ და მერე ამოარტყა წიხლი. ეს ჭკუას ნიშნავს,რაც თქვენ თაობას ასე გაკლიათ.
25 თებერვალი, 8:15
რაც შეეხება იმას რო მე სხვისი მკვდარი არ მადარდებს და სულ ერთია ვის რა მოუვა,წინა კომენტარშიც დაგიწერე და არ წაიკითხე ეტყობა. სხვისი მკვდარი რო მეკიდოს,წავიდოდი საზღვრებს გარეთ და იქიდან მოგიწოდებდით ამ მთავრობის დამხობისკენ,რამეთუ ეს უეჭველად გამოიწვევდა მკვდრებს სხვის ოჯახებში. ამის ნაცვლად,გელაპარაკები ამდენი ხანია და გიხსნი,რომ სწორედ ეს ხალხი არის ომის დამქაშები,ის ვინც ომი დაიწყო და მერე რუსებს კოცნიდა უკანალზე,სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს. ხოდა შენთვის მნიშვნელობა არ აქვს თურმე ვინ მოვა,ხოდა მე მკიდია სხვისი მკვდარი თუ შენ? როგორ გამოდის ეგ ამბავი? უკრაინაში მოხალისედ რატომ არ წახვედით შენ და შენი ბიძაშვილი,უკრაინის დროშა ხომ აქვს გამოფენილი ქართველ გოგოს,ხოდა წაბრძანებულიყავით და გებრძოლათ. რუსი ხომ მტერია და რა მნიშვნელი აქვს სად შეებრძოლები რუს,უკრაინაში თუ საქართველოში. რამდენი ადამიანი ჩამოასვენეს უკრაინის ფრონტიდან და სად გაგიგია ჩვენი მხარიდან სიხარული წამოსულიყო ამის გამო? თქვენი სიგიჟის და მოწოდებების გამო არის ის ხალხი იქ და კიდევ მე მკიდია მკვდარი სხვის ოჯახში?
25 თებერვალი, 8:07
უნდა შემენახა? კარგად მახსოვს,აუცრელ ხალხზე წერდი და მათ დასჯას ითხოვდი,მახსოვრობის პრობლემა არ მაქვს ჯერ და არც ტყუილის დაბრალება მჩვევია. ამას ნიშნის მოგებით კი არ გეუბნები,ბევრი იყო შენსავით იმ პერიოდში.უბრალოდ,იმის თქმას ვცდილობ,ხანდახან უფროსაც უნდა მოუსმინო.
და რას მეუბნები რო მე რუსეთი მიყვარს? მაგას ვიძახი სწორედ,სიგიჟემ გადაგიარათ და რას იძახით ვერ ხვდებით. წეღან შემხვდა შენი სტატია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე,ხოდა ეგრე რო იცი ისტორია,მაგიტომაც ხარ შეცდომაში შეყვანილი. ისტორიას ვერ გააყალბებთ,ეს არავის გამოსვლია ჯერ და არც თქვენ გამოგივათ. გეორგიევსკის ტრაქტატის მეორე ვერსია დაიდო გიორგი მეთორმეტის მიერ და ის ძველი ვერსია ანულირებული იყო 1801 წლისთვის,მერე ეს ხელშეკრულება მხოლოდ ქართლ-კახეთთან იყო გაფორმებული. ბევრჯერ გაქვს ნახსენები საქართველოს სამეფო,ხოდა ეგ 1466 წლიდან გაუქმდა და დაიყო სამეფო-სამთავროებად. რუსეთის შემადგენლობაში ქართული სამეფო-სამთავროები სხვადასხვა დროს შევიდა. იქ კიდევ იყო ერთი უზუსტობა,1918 წელს,დამოუკიდებლობა ძალით გამოაცხადებინეს ჟორდანიას და ჟორდანია არ იყო პროდასავლური პოლიტიკოსი თუ მოღვაწე. ჩვეულებრივი პროლეტარი იყო,ამიტომაც არ სურდა დამოუკიდებლობა,რადგან მსოფლიო პროლეტარიატის მომხრე იყო. სიმართლე გითხრა,ამის მერე აღარ წამიკითხავს,შეიძლება უზუსტობა მერეც იყო
24 თებერვალი, 21:50
მოეშვი, თუთი. ყველა ძაღლის ყეფაზე თუ გავჩერდით, მიზნამდე ვარასდროს მივალთ
24 თებერვალი, 21:43
მართალი ყოფილა ლადო. შენ მართლა საშინელი კაცი ყოფილხარ.... რა სახელს და გვარსაც არ უნდა ამოეფარო, ყველგან გიცნობ.... რადგან არამზადობასთან ერთად, შენივე სიტყვებით რომ ვთქვა, მართლა დებილი ყოფილხარ
24 თებერვალი, 21:16
ილიაუნი კი არა, ვერავინ მოახერხებს ჩემს ტვინის გამორეცხვას, რადგან მტკიცებულებების ცხვირწინ დალაგების გარეშე, არაფრის მჯერა. სულ არ მაინტერესებს ენჯეოშნიკები და ფულზე დაგეშილი დეპუტატები. არცერთი არ დამადგამს გვირგვინს, ყველა გამორჩენაზეა ყველა მხრიდან. ჩემს საკეთებელს ვერცერთი ხელისუფალი ვერ გამიკეთებს. მიშა იქნება, გრიშა თუ ბიძინა.
24 თებერვალი, 21:06
ერთი მოწოდება მაჩვენეთ ჩემი კოვიდის დროს. ვეღარ გავიგე, ზოგი ანტივაქსერებს გვეძახდა და ახლა თქვენ პირიქით, მოწოდებას აკეთებდიო. არ ვარ ვაქცინირებული, სამჯერ გადავიტანე კოვიდი, ბებო მესამედ რომ დაემართა, იმ კოვიდმა მომიკლა. არ ვიცი, მგონი გეშლებით ვიღაცაში ამჯერად. რაც სეეხება რუსეთს, ქუცას რომელზეც ვცხოვრობ, ჩემი დედის ძმის სახელი ჰქვია. ვერასდროს მის მკვლელებს... თქვენ ტუ გნებავთ გიყვარდეთ. მე არანაირად არ შემიყვარდებიან, და მაქვს საამისოდ საფუძველი. თქვენ შეიძლება სხვისი მიცვალებულები არ გადარდებდეთმ, რა ვიცი, აბა?! მე კი ჩემი დაღუპული ბიძა, რომელსაც არც შვილი დაუტოვებია და არავინ, ზალიან მტკივა და ამ ტკივილიდან გამოვდივარ, როცა საქმე რუსეთს ეხება. ამაშია საქმე. სხვადასხვა სიმართლიდან, სხვადასხვა რეალობიდან ვხედავთ სამყაროს, სხვადასხვა გამოცდილებიდან, მე მთელი ბავშვობა მესმოდა ტირილი და მთელი ბავშვობა საფლავზე გავატარე. აბა, ახლა ჩემს ადგილზე დაიყენეთ თავი და ჩემი რეალობიდან შეხედეთ კვლელთან ჩახუტების პროცესს. ზოგადად, პატრიოტული სულისკვეთება ცაქრა ჩემს თაობაში. ნეტა რატომ> უმიზეზოდ არაფერი ხდება. ვხედავთ, რომ ბიჭები შეეწირნენ ქვეყანას და სულ მალე იმ მკვლელებს ეხუტებიან? რისთვის ამოეფინენ მიწაში? რისთვისღა გაუბედურდა ამდენი ოჯახი? მეზობელს მეზობლის მიცვალებული მზინარე ეგონაო. ის, ცინც თქვენ მძინარე გგონიათ, ჩემი ოჯახის ტრაგედიად იქცა, ბაბუს გული გაუსკდა, ბებო დაავადმყოფდა, დედას შვილივით ჰყავდა გაზრდილი და ღიმილი წაესალა სახიდან. თქვენ კიდევ საქმეს მირჩევთ. სულ არ მაინტერესებს, რომელი ხელისუფლება იქნება ანტირუსული! მთავარია ანტირუსული იყოს! ჩემთვის ასეა და ვისაც ჯიგარი არ აქვს და ფეხზე ჰკიდია ვინ დაეღუპება და ვინ არა, ის იყოს მკვლელეის მხარეს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10