x
მეტი
  • 03.06.2024
  • სტატია:135078
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509427
განსხვავებული ორიენტაციის წყვილს შვილის აყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს ანგრევს ბავშვის ფსიქიკას
image
ამ სურათზე ფერადკანიანი ქალი თეთრი სახლის პრეს-მდივანი კარინ ჟან-პიერი გახლავთ, მეორე ქალი კი მისი მეუღლე (არ შემშლია და არც ვცდები რეალურ ფაქტზე მოგახსენებთ) სიუზან მალვოა.


წყვილი ოფიციალურადაა აშშ-ს ერთერთი შტატის კანონმდებლობით ქორწინებაში, ეს მათი პრობლემაა და მე სიმართლე გითხრათ ნაკლებად მადარდებს ვინ ვის ჩაუწვება საწოლში, მაგრამ აქ ამ სურათზე პატარა გოგონაცაა, რომელიც ამ ლგბტ თემის წარმომადგენელ წყვილს ნაშვილები ყავს.
გეები არ არიან და ქალებს გოგონას გაზრდა არ გაუჭირდებათ, რა სალაპარაკო თემა ესააო იტყვის მკითხველი.


კი, ბატონებო და ქალბატონებო, ქალები არიან და გოგონას ბუნებრივია გაზრდიან, მით უმეტეს როცა ამისთვის ყველაფერი აქვთ კომფორტული სახლი, მაღალანაზღაურებადი სამსახურები და ბავშვისთვის იდეალური პირობების შექმნაც არ გაუჭირდებათ, მაგრამ საინტერესოა გოგონა რომელს დაუძახებს დედას და რომელს მამას?


არა და ქალია ორივე და გოგონა გაუგებარ სიტუაციაშია აშკარად, ცოტას რომ წამოიზრდება, ხომ მიხვდება, რომ ორი დედა ბუნებაში არ არსებობს, არც ქალი მამა არსებობს ლოგიკურად. ცალკე თემაა გოგონა ბულინგის მსხვერპლი, რომ გახდება როცა თანატოლები სკოლაში ჰკითხავენ ამ ორიდან შენი დედა რომელიაო?

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამერიკა "დემოკრატიის ციტადელია" და იქ ბულინგი არ ხდება, ჩათვალეთ, რომ საერთოდ არ იცნობთ ამერიკას და დავას დაიწყებთ უსაგნოდ.



ბულინგის გამო ყოველწლიურად ამერიკელი მოსწავლეები 300-ზე მეტ თანატოლს ხოცავენ ხან მშობლისთვის მოპარული რეგისტრირებული იარაღით ან არალეგალური გზით ნაყიდი იარაღით.

ასე, რომ მე, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ლგბტ თემის წარმომადგენლებზე მოხდეს ბავშვების გაშვილება. ახლა ამერიკის კანონმდებლობას მე ვერ დავარეგულირებ და რასაც ვამბობ, ვამბობ ქართული ანდაზისა არ იყოს "ლიტრავ, შენ გეუბნებიან. კოკავ, შენ გესმოდესო" ანუ მე მომავალ ქართულ რეალობაზე ვსაუბრობ, სადაც ევროკავშირი თუ აშშ-ს მოთხოვნა იქნება ლგბტ თემის სასარგებლოდ დათმობებზე წასვლა, მათზე ბავშვების გაშვილებასთან დაკავშირებით.

"ცოლ-ქმარი".

image
ამერიკელებს და ევროპელებს რაც უნდათ ის უქნიათ, მაგრამ მე არ მინდა ჩემს სამშობლოში ლგბტ თემის წარმომადგენელ წყვილს ხელჩაკიდებული უცოდველი ბავშვი დაყავდეს.

ეს სათვალიანი ულამაზესი ქალი სილვიო ბერლუსკონის მეგობარი ქალი იყო, მაგრამ ახლა ეტყობა კაცებზე გული აუცრუვდა და ქალზე დაქორწინდა. მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე არც ის გაუჭირდება თუნდაც სხვა ქვეყანაში იშვილოს ბავშვი და იტალიაში წაიყვანოს.

image


0
160
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
160